გასართობისაკითხავისასარგებლო

საათების ფსიქოლოგია

102881976e63
რას გვიაამბობენ საათები, მათ პატრონებზე?
თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე დაწერეთ, ეთანხმებით თუ არა :)

ის ადამიანები,ვინც მრგვალ ციფერბლატიან საათებს ანიჭებენ უპირატესობას, გამოირჩევიან ლიდერის თვისებებით.ისინი იოლად არწმუნებენ ადამიანებს თავის სიმართლეში,რადგან ფლობენ ადამიანებთან ურთიერთობის ზებუნებრივ ძალას.ერთგული მეგობრები არიან,საკუთარ სიტყვას არასოდეს გადაუხვევენ.მათი ნდობა შეიძლება.

ოვალური ფორმის ციფერბლატიანი საათის მფლობელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახი.ისინი ტრადიციის მიმდევრები არიან და ყოველგვარ ცვლილებას სკეპტიკურად უყურებენ.მოსწონთ პატიოსანი და სწორხაზოვანი ადამიანები,თუ ცვლილებები გიყვართ, ერიდეთ ამ ადამიანებს.

კვადრატული ფორმის ციფერბლატიანი საათის პატრონები,წარმატებული და მიზანსწრაფული ადამიანები არიან.მათი ენერგია უსაზღვროა,მიზანის მიღწევის სურვილი – დაუოკებელი.გსურთ,ამ ადამიანებთან წარმატების მიღწევა?მაშინ შეაქეთ ისინი.
ქვებით შემკული საათების მფლობელები თავის თავში ძალიან დარწმუნებულები არიან. ამ თვისების გამო მათ ამპარტავნობაზე ბევრს საუბრობენ.გამარჯვებისთვის დაბადებულებს წაგება საშინლად აღიზიანებთ.თუ რისკი თქვენთვის ჩვეული ამპლუაა, მაშინ მიაკითხეთ ასეთ ადამიანებს,ისინი შესაშურ პარტნიორობას გაგიწევენ.

თუ თქვენი ინტერესის ობიექტი უჩვეულო ფორმის ციფერბლატიან საათს ატარებს,ეს იმას ნიშნავს,რომ მოსაწყენად ვერასდროს მოიცლით.მათ იუმორის გრძნობა მოწოდების სიმაღლეზე აქვთ.სულით თავისუფლები არიან და არასოდეს ცდილობენ ემოციების დაფარვას.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close