არქივი

Charlie “Lucky” Luciano – საინტერესო ფაქტები

7bf88700ddf0
რამდენიმე საინტერესო ფაქტი, მაფიის ყველაზე ცნობილი ბოსის შესახებ

006ab4369b80

1. 1907 წელს, 10 წლის ასაკში მან დაიწყო თავისი პირველი რეკეტი. იგი ებრაელ ბავშვებს დაცვის და მფარველობის სანაცვლოდ 1 ან 2 ცენტს ართმევდა. ვინც მას არ უხდიდა იგი ფიზიკურად უსწორდებოდა.

2. ებრაელი ბავშვებიდან ერთ-ერთმა, მეიერ ლანსკიმ უარი უთხრა გადახდაზე “ლაქის”, თუმაც მას ჩაეშალა ლანსკის ცემის მცდელობა. ამის შემდეგ ისინი დამეგობრდნენ და ერთად დაიწყეს რეკეტი. ცხოვრების ბოლომდე პარტნიორებად და მეგობრებად დარჩნენ.

3. ლაქი ლუჩიანო იყო პირველი ამერიკულ მაფიაში რომელმაც დაარღვია ეთნიკური ბარიერები და პრიორიტეტი ბიზნესი და ფული გახადა. იგი თანამშრომლობდა ებრაელებთან და ირლანდიელებთან.

4. 1920 წელს იგი სასწაულებრივად გადაურჩა მასზე განხორციელებულ თავდასხმას. ამ ფაქტის და კიდევ იმის გამო რომ მის დაჭერას პოლიცია ვერ ახერხებდა და მას ჰქონდა დიდი ნიჭი თუ იღბალი აზარტულ თამაშებში, მას “ლაქი”(Lucky-ბედიანი, იღბლიანი) უწოდეს.

5. 1931 წელს, ლაქიმ დაამყარა კონტროლი ნიუ იორკის უდიდეს ნაწილზე, თავისივე ბოსის ჯოზეფ მასერიას და მისი მტრის სალვატორე მარანზანოს მკვლელობით. ამ წელსვე მან ლას ვეგასში მოაწყო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ძველი სიცილიური რეჟიმის “ბოსების ბოსის”(Boss of all bosses) შეცვლა იყო. იგი მიიჩნევდა, რომ მაფიაში როლები უნდა გადანაწილებულიყო და კონსესუსი მიღწეულიყო. მან შექმნა “კომიტეტი” (The Commission) ეგრეთ წოდებული “მაფიის დირექტორთა საბჭო” რომლის ფუნქცია იყო ზედამხედველობა მაფიის ყველა ქმედების ამერიკაში და კონფლიქტების მოგვარება მაფიის ბოსებს შორის. კომისია იმ დროისთვის მოიცავდა ნიუ ორკის ხუთივე ოჯახის ბოსს, ჩიკაგოს ოჯახის ბოსს ალ კაპონეს და ბუფალოს ოჯახის ბოსს სტეფანო მაგადინოს. ამ ქმედების გამო ლაქი ითვლება ორგანიზებული დანაშაულის ორგანიზატორად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

6. 1935 წელს, ლუჩიანოს პროსტუტიციის ორგანოზატორობის ბრალდებით 30 დან 50 წლამდე მიუსაჯეს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს ლუჩიანომ საიდუმლო გარიგება დადო მთავრობასთან, იგი მათ დაეხმარა სიცილიაში გადასვლაზე, რადგან ბენიტო მუსოლინი მაფიას არ სწყალობდა და ამერიკის ფლოტის დაცვაზე, რომელიც ნიუ იორკში იყო დისლოცირებული. ამის სანაცვლოდ მთავრობამ მას ნება დართო ემართა თავისი კრიმინალური იმპერია ციხიდან. 1946 წელს იგი შეიწყალეს, თუმცა იმ პირობით რომ მისი დეპორტაცია მოხდებოდა იტალიაში. იტალიისკენ მგზავრობისას იგი ტურისტებმა შენიშნეს, მასთან ფოტოების გადაღება და მისგან ავტოგრაფების გამორთმევა დაიწყეს.

7. ლაქი გარდაიცვალა გულის შეტევით, 1962 წლის 26 იანვარს, ნეაპოლის აეროპორში. იგი ელოდებოდა ჰოლივუდელ პროდუსერს, რათა გადაეღოთ ფილმი ლუჩიანოს შესახებ. სიკვდილის შემდეგ მას “აუსრულეს” დიდი ხნის წადილი და მისი ცხედარი დაკრძალეს ნიუ იორკში, ქუინსში.

ინფორმაციის წყარო: ვიკიპედია და კიდევ რამდენიმე უცხოური საიტი.

მსგავსი ამბები

Back to top button