გართობაკულტურა

ალექსანდრა დევიდ-ნილი: ფრანგი ქალი ტიბეტში

918d602d8931

რაღაც “შემომედიდხანა” რაც პოსტი არ დამიდია … და ზუსტად ახლა ჩემს ინგლისურის წიგნში რაღაც საინტერესო ამბავი ვნახე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ … იმედია მოგეწონებათ .. :))

 

მოკლედ ჩემი პოსტი ეხება  ტიბეტს .. ამიტომ მოდით ზოგადად გავეცნოთ  ამ ქვეყანას :

 

624e186cffc8

ქვეყანა – ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკა

დედაქალაქი –  ლჰასა

მოსახლეობა – 3,002,166

დამოუკიდებელი სახელმწოფი 1965 წლიდან .

ძირითადი ენა – ტიბეტური

რელიგია – ბუდიზმი

მმართველობა – ავტონომიური

მოსახლეობა – 93% ტიბეტელი

სახელი ტიბეტურად – བོད་རང་སྐྱོང་ལྗོངས།

სახელი ჩინურად (ტრადიციული ჩინური) – 西藏自治區

 

ახლა კი მთავარ თემაზე გადავიდეთ … 

 

ტიბეტის საზღვრის გადალახვა არავის შეეძლო , გარდა ტიბეტელებისა ..

 

ფრანგი ქალი , სახელად – ალექსანდრა დევიდ-ნილი (1868-1969)  იყო პირველი რომელმაც ტიბეტში შეაღწია  . ის მოგზაურობდა ინდოეთში , ჩინეთში და სწავლობა ბუდიზმს , წერდა სტატიებს ბუდიზმზე და აგროვებდა ძველ ბუდისტურ წიგნებს .. ალექსანდრა დევიდ-ნილმა შეიცვალა რელიგია და ბუდისტი გახდა …

 

dc9f0b820fbb

 

დევიდ-ნილი ყოველთვის ამბობდა რომ მას რთული ბავშვობა ჰქონდა . მისი გატაცება  სათავგადასავლო ჟანრის წიგნების კითხვა იყო . იგი გაიქცა სკოლიდან რამდენჯერმე და ბოლოს სამშობლოდანაც როცა 16 წლის იყო .

 

რამდენიმე წელიწადი იგი მომღერლად მუშაობდა , 1903 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალისტად .. წერდა სტატიებს გაზეთებში ბუდიზმსა და აზიაზე . 37 წლის დევიდ-ნილი ცოლად გაჰყვა ფილიპ ნილს . ეს ძალიან უჩვეულო ქორწინება იყო .. ისინი 5 დღის თანაცხოვრების შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდნენ საცხოვრებლად .. ფილიპი ყოველთვის ეხმარებოდა ფინანსურად ალექსანდრას , ხოლო ის ქმარს ძალიან გრძელ წერილებს წერდა და დაწვრილებით უამბობდა მის მოგზაურობას ..

 

ალექსანდრა დევიდ-ნილმა იმოგზაურა ევროპასა და ჩრდ. აფრიკაში . ის გაემგზავრა ინდოეშთი 1911 წელს ბუდიზმის შესასწავლად . მან ასევე იმოგზაურა ნეპალსა და სიკიმში , მაგრამ მისი მიზანი მაინც ტიბეტი იყო . ის განაგრძობდა ბუდიზმის შესწავლას და დაიწყო ტიბეტური ენის სწავლა . დევიდ-ნილი მოგზაურობდა სოფლებში და რელიგიურ ცენტრებში თარჯიმანსა და რამდენიმე ადამიანთად ერთად , რომლებსაც მისი სამოგზაურო აღჭურვილობა დაჰქონდათ . რამდენიმე თვის განმავლობაში იგი გამოქვაბულში ცხოვრობდა . მან იშვილა 15 წლის სიკიმელი ბიჭი , რომელიც მის სიკვდილამდე დევიდ-ნილთან ცხოვრობდა .

 

8f76a6839bfb
დევიდ-ნილის გამოქვაბული

 

შემდეგი 7 წლის განმავლობაში დევიდ-ნილი ჩინეთში ცხოვრობდა . ამ დროს სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა ჩინეთში და ამიტომ დევიდ-ნილი ხშირად ვარდებოდა საფრთხეში . იგი გადიოდა ათაობით კილომეტრსბ ცხენით – უდაბნოს სიცხეში , ყინვებბში , თოვლში , წვიმაში ..

 

1924 წელს როცა დევიდ-ნილი 56 წლის იყო, მან გაიმუქა  სხეული და ჩაიცვა დახეული ტანსაცმელი, ისე რომ მოხუც მათხოვარს ჰგავდა. მიდიოდა თოვლიან მთებში, სანამ ტიბეტის საზღვარს მიაღწევდა. ის უკვე ძალიან კარგად ლაპარაკობდა ტიბეტურად, ამიტომ ვერავინ მიხვდა, რომ ეს მოხუცი მათხოვარი ფრანგი ქალი იყო. საბოლოოდ მიაღწია ცნობილი ლჰასას. შემდეგ კვლავ განაგრძობდა მოგზაურობას. ხშირად მას არ ჰქონდა ფული და არც საჭმელი. ხანდახან კი ავად იყო და ერთხელ კინაღამ შიმშილით მოკვდა კიდეც. მისი მიზანი ბუდიზმზე მეტი ინფორმაციის შეგროვება გახლდათ.

 

9cdc02809020

 

დევიდ-ნილი დაბრუნდა საფრანგეთში 1925 წელს. რამდენიმე წელი გაატარა წიგნების წერაში და ტიბეტური ძველი წიგნების თარგმნაში. 66 წლის ასაკში იგი ტიბეტში ჩავიდა 10 წლით. ამ დროს მეორე მსოფლიო ომმა ტიბეტსაც მიაღწია და ისევ მოუწია გამოქცევა ტიბეტიდან, მიაღწია ადგილს ინდოეთში, საიდანაც საფრანგეთში გაფრენა შეძლო. ის განაგრძობდა წიგნების წერას და ტიბეტური რელიგიური წიგნების თარგმნას. გარდაიცვალა 101 წლის იუბილემდე ზუსტად 7 კვირით ადრე .

 

მოგზაურების უმეტესი ნაწილი მოგზაურობდა იმისთვის, რომ ახალი ადგილები აღმოეჩინათ. დევიდ-ნილი ამბობდა, რომ თავისუფლება ყველაზე  მნიშვნელოვანი რამეა დედამიწაზე და როგორც ყველა მოგზაური ის ცხოვრობდა საშიში და თავისუფალი ცხოვრებით ..

 

იმედია მოგეწონათ …

LuKa KiLa
1848017636.2749.826349880 

 

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button