არქივი

თითის ანაბეჭდები

c4add406cd5a
საუკუნეების წინათ ის ადამიანები,რომლებსაც ხელის მოწერა არ შეეძლოთ,დოკუმენტზე საკუთარი ცერა თითის ანაბეჭდს ტოვებდნენ. მიუხედავად იმისა რომ თითის ანაბეჭდები ინდივიდებში აბსოლუტურად განსხვავებულია, მისი უტყუარ სამხილად გამოყენება მხოლოდ 1892 წლიდან დაიწყეს.

1880 წელს მეცნიერულ ჟურნალში დაიბეჭდა წერილი, რომელიც ადამიანთა საიდენფიკაციო თითის ანაბეჭდების გამოყენებას ეხებოდა. ამ წერილის საპასუხოდ ბენგალში ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელმა, სერ უილიამ პერშელმა განმარტა რომ იგი ასეთ სისტემას უკვე იყენებდა პატიმართა პიროვნების დასადგენად, ამას მოჰყვა საკითხის მეცნიერული კვლევა, რომელსაც ინგლისელი მეცნიერი სერ ფრანცის გალტონი ხელმძღვანელობდა.

1b01ec43a8be

მან დაასკვნა რომ თითის ანაბეჭდი უნიკალური და თანაც მუდმივი იყო, იგი მემკვიდრეობით არ გადაეცემოდა და თვით იდენტურ ტყუპებსაც განსხვავებული ქონდათ. ამ აღმოჩენის საფუძველზე თითის ანაბეჭდები კრიმინალურმა სამართლომ უტყუარ სამხილად მიიჩნია 1892 წელს. ფრანჩესკა როხარი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც დარწმუნდა თითის ანაბეჭდის, როგორც სამხილის უტყუარობაში. მან საკუთარი შვილების მკვლელობაში მეზობელი დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით აღიარა დანაშაული მას შემდეგ რაც მისი სისხიანი თითის ანაბეჭდები კარის ჩარჩოზე დააფიქსირეს.

თითის ანაბეჭდების შესახებ ყურანში ნაბრძანებია: მხოლოდ ტყუპი კვერცხების გარდა, არც ერთი ადამიანის თითის ანაბეჭდის ერთმანეთთან უმსგავსობა, ცოცხალი, მკვდარი და გასაჩენი ადამიანების თითების ანაბეჭდების ცნობა ნიშნავს, რომ ესეც მხოლოდ მაღალი შემქმნელის მეცნიერებით არის შესაძლებელი. იგივე სპერმში მხოლოდ ერთი კვერცხიდან წარმოქმნილები და მათში იგივე DNT პროგრამების შემუშავების გამო მხოლოდ ტყუპი კვერცხის თითის ანაბეჭდი იგივეა. ყურანი ქერიმში“ ყიამეთი“ ს სურეში ყიამეთის დღე ადამიანის ხელახლა გაცოცხლებასთან არის დაკავშირებული. „ადამიანი აზროვნებს, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენ ძვლებს შევაგროვებთ და მას არ გავაცოცხლებთ? დიახ, შევაგროვებთ, თანაც თითის წვერებამდე წინანდელივით შევადგენთ.“. (ყიამეთი 3–4).

ბავშვების თითის ანაბეჭდი უფრო მალე იშლება.

თითის ანაბეჭდის გამოყოფილი ოფლის 99% წყალია, დანარჩენი 1% ცხიმის მჟავები, ცხიმი, ესთერები, ამინომჟავა და მარილებია. ჩატარებულ ანალიზებში მოზარდი ადამიანების თითების ანაბეჭდების ესთერების შემადგენლობაში გრძელი კარბონის ჯაჭვები და მძიმე მეტალებია. ბავშვების თითის ანაბეჭდში არაესტერული და მოკლე ჯაჭვური ცხიმის მჟავებია. ბავშვების თითის ანაბეჭდში არსებული მოკლე ჯაჭვური ცხიმმჟავები უფრო მფრინავია.ამიტომაც მოზარდების თითების ანაბეჭდები საერთოდ რამდენიმე დღე ან ყფრო დიდი ხნით წაუშლელი რჩება. ბავშვების თითის ანაბეჭდები კი24 სთ განმავლობაში იშლება.ამ მიზნით ბავშვებთან დაკავშირებულ შემთხვევებში დანაშაულის საგამოძიებო სამუშაობები შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ჩატარდეს.

თითის ანაბეჭდი შესამჩნევ მდგომარეობაში როგორ მოჰყავთ?

ერთი ნორმალური შეხედვით თითის ანაბეჭდები არ ჩანს. სასამართლო მედიცინის ექსპერტებს უხილავი თითის ანაბეჭდები შესამჩნევ მდგომარეობაში მოჰყავთ. სურათების გადაღებისთვის ზოგიერთი მეთოდიდან სარგებლობენ. ყველაზე ძველი ხერხებიდან ერთი პუდრის ფხვნილის მოყრაა. ჰიდროკარბონების გათბობით წარმოქმნილი ძალიან წვრილი შავი კარბონი თითის ანაბეჭდზე იყრება. კარბონის მარცვლები საგნის ზედაპირზე თითის მიერ გამოყოფილ ოფლზე ეკრობა და ანაბეჭდს შესამჩნევს ხდის. ამ მეთოდის უფრო სრული ფორმაა ბრჭყვიალა პუდრისგან სარგებლობა. აქ გამოყენებული მეორე ხერხი იოდის ხერხია. იოდი გაცხელებისას ორთქლდება და ცხიმების შემადგენლობაში არსებული კარბონ– კარბონს შორის წყვილ შეკვრასთან რეაქციაში შედის და კორძის ფორმით თითის ანაბეჭდის ნაყშს მოყვითალო ყავისფრად აქცევს. მესამე ხერხი კი ნინჰიდრინის ხერხია. წინა ხერხები უნახვრეტო ზედაპირზე კარგ შედეგს იძლევა. ეს ხერხი, ქაღალდის და ფიცრის მსგავს ნახვრეტიან ზედაპირზე თითის ანაბეჭდის ნიმუშებში უფრო კარგ შედეგს იძლევა. ამ ხერხის ფუძე ამინომჟავებსა და ნინჰიდრინს შორის რთული რეაქციისგან შედგება. გაცხელებისას გარემოში ერთ არსებასთან რეაქციაში შედის და იისფერ გამოსახულებად იქცევა. ოფლში არსებული ამინომჟავები ქაღალდის ან ფიცრის მთავარ ნივთიერებასთან ცელულოზასთან რომელიმე რეაქციაში არ შედის. ამიტომ ეს ტექნიკა ძალიან ძველი ანაბეჭდების გარკვევასაც შესაძლებელს ხდის. წყარო: almustafa.ge

Back to top button