არქივი

ცხოვრება ნაკლით (მესამე ნაწილი)

24fc36307fc7
სუსტი გულის ადამიანებისა და ორსულებისთვის სურათების ნახვა არაა რეკომენდებული
თუ პირველი და მეორე ნაწილი ნახეთ, მაშინ უკვე წარმოდგენა გაქვთ რასაც შეეხება ეს პოსტი, მაგრამ თუ არ გინახავთ, მაშინ ჯერ მათ გირჩევთ. საუბარი გვექნება კვლავ არა-ჩვეულებრივ ადამიანებზე..

პირველი ნაწილის წასაკითხად დააკლიკეთ აქ

მეორე ნაწილი

dcdb7c38fd5d

ამიტი ინდოეთში დაიბადა, მაგრამ 2 წლისა უკვე საცხოვრებლად ინგლისში გადმოიყვანა ოჯახმა.

ამიტი გამრუდებული ხერხემლით დაიბადა და ნევროფიბრომატოზის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. (სისტემური დაავადება, რომლის დამახასიათებელია მსხვილი და წვრილი ნერვების მიმართულებით მრავალრიცხოვანი მცირე და დიდი მოცულობის სიმსივნური კვანძების წარმოქმნა.)
ის მდგომარეობა რაც ახლა აწუხებს ბიჭს – სიმსივნემ გამოიწვია. ამიტის სახე კვლავ აგრძელებს ზრდას, ამის გამო ქირურგები იძულებულნი გახდნენ მარცხენა თვალი ამოეკვეთათ.
14 წლის იყო,როდესაც თვალი ამოჰკვეთეს, მაშინ 3–4 კვირა მეკობრესავით თვალახვეულმა იარა, სანამ მისი პროთეზი გამზადდებოდა.
ამიტი 21 წლისაა, ბირმინგემში ცხოვრობს დედასთან,ძმასთან და რძალთან ერთად და უნივერსიტეტში სიარული ახლახან დაიწყო.
სანამ ეკონომიკის სპეციალისტობას გადაწყვეტდა, ძმის რესტორანში მუშაობდა.

ხშირად სათვალეს ატარებს, თანაც რაც შეიძლება დიდი ზომისას, რადგან კარგად დაიფაროს მისი თვალის მხარე..

მას უცნაურად და გამორჩეულად ჩაცმა უყვარს, ამ ფაქტს კი იმით ხსნის, რომ როცა ადამიანი ჩაცმულობაზე შეხედავს, ყურადღებას ტანისამოსზე გაამახვილებს და არა მის ,,სიმახინჯეზე”. ეს გარკვეულწილად ფსიქოლოგიურად ეხმარება ამიტს.
,,როცა გამორჩეულად მაცვია, თითქოს თვითშეფასება აბსოლუტურად მეცვლება და უფრო დთავდაჯერებული ვხდები. ვფიქრობ მაგარი ტიპი ვარ, მაგრად გამოვიყურებითქო. ”

,,ყოველდღიურად მიწევს თვალის პროთეზის გაწმენდა.. ის საგულდაგულოდ ვწმენდ მის უკანა მხარეს საპნით, ამისთვის კი მისი მოძრობაა საჭირო, რაც არც ისე სასიამოვნოა დასანახად.
ზოგს ჰგონია რომ თვალის პროთეზს სპეციალურად ვატარებ, ვიღაცების შესაშინებლად. როდესაც ჩვენ ნორმალურ ადამიანს ვუყურებთ, ვხედავთ ორ თვალს, შუშის თვალიც რომ ჰქონდეს, ეს ორი თვალია და მორჩა. მაგრამ აი მე კი ნამდვილად პათოლოგიურად და შემაშინებლად გამოვიყურები. მეც კი შემეშინდებოდა ასეთი ვინმე რომ დამენახა.
მე ვფიქრობ,რომ ჩემს მიმართ ყველა ცუდადაა განწყობილი იმს გამო,რომ ცუდად გამოვიყურები.
მთავარი ისაა, რომ ჩემს ირგვლივ მყოფი ხალხი, ჩემი მეგობრები და ახლობლები არასოდეს ამახვილებენ ყურადღებას ჩემს განსხვავებულობაზე, არც ლაპარაკობენ ჩემს დაავადებაზე.. მოკლედ ეს ყველაფერი ფაქტიურად დავიწყებული მაქვს, ვერც კი აღვიქვამ სანამ გარეთ არ გავალ.

bb46a832561e

როცა ძმას ვეხმარები ხოლმე რესტორანში, ხახვის დაჭრის დროს ხშირად ცხარე ცრემლით ვტირი, მარცხენა თვალითაც ვგრძნობ მცირე წვას, მაგრამ ცრემლი არ მომდის რა თქმა უნდა.
მე აქ შიდა სამზარეულოში ვტრიალებ ხოლმე, წინა პლანზე არ ვმუშაობ, რადგან თუ კლიენტების მოსამსახურებლად გავალ ალბათ ხალხი მომაჩერდება, ჩემს გარეგნობას გააკრიტიკებს, ალბათ არც უნდათ რომ ასეთი ადამიანი მოემსახუროს მათ.
იცით რა, მე ამით უნდა ვიცხოვრო, შესაბამისად არსებობს რაღაც წესები რომელიც უნდა შევიგნო და გავითვალისწინო, შესაძლოა ესეც, ანუ რესტორანში უკანა ფლანგზე მუშაობა ერთ–ერთი ამ წესთაგანია.

ქეითისა და ჩემს მგომარეობას შორის არის განსხვავება, საქმე ისაა, რომ მე თავიდანვე ასეთი დავიბადე, დაავადება თანდაყოლილი იყო და შესაბამისად თავდაპირველადვე შევეგუე ამას. რა თქმა უნდა მეგობრებმა უდიდესი როლი ითამაშეს ჩემს ჩამოყალიბებაში, რადგანაც ისინი ისე მიდგებოდნენ როგორც ნორმალურ, ჩვეულებრივ ბიჭს. მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდი, ვხედავდი,რომ ხალხი ჩემს შესათვალიერებლად ჩერდებოდა, ქუჩაში თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი.
ჩემი მთავარი საფიქრალი უნივერსიტეტის პირველი დღეა.. როგორ მიმიღებენ სტუდენტები, ეს ამბავი ცოტა არ იყოს მადარდებს. მაგრამ ისიც ყურადსაღებია, თუ როგორ წარვადგენ თავს, რას ჩავიცვამ,როგორი ვარცხნილობა მექნება. არ მინდა რომ შესახედაობის გამო განმსაჯონ და რაღაც იარლიყო მომაწებონ, მინდა რომ გამიცნობ. მეშინია გოგონები რას იფიქრებენ ჩემზე, ან როგორ აღმიქვამენ, ეგონებათ რომ მე უნარშეზღუდული ვარ თუ როგორ?!

მთავარი მიზეზი, რისთვისაც უნივერსიტეტში მივდივარ– მამაჩემია. ის ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ძალიან უნდოდა ნასწავლი შვილი ჰყოლოდა, რადგანაც ჩვენს ოჯახში არავის ჩაუბარებია უმაღლესში. მინდა რომ მან ჩემით იამაყოს. იამაყოს საკუთარი თავითაც,რომ მისი შვილი ისწავლის, ვიცი ეს ყველაფერი მას ბედნიერს გახდის.
იყო დრო, როცა ხანდახან სარკეში ჩავიხედავდი ხოლმე, მამა მოვიდოდა და მეტყოდა: შენ მშვენივრად გამოიყურები, ლამაზი ხარ ისეთი, როგორიც ხარ. მამა მე მამაც ბიჭს მეძახდა, მაგრამ არ იცოდა, რომ ერთადერთი ადამიანი იყო,რომელმაც მე მართლაც მამაცი გამხადა.

პირადმა ექიმმა არც თუ ისე სახარბიელო ამბავი აცნობა ამიტს. მისი ხერხემლის საქმე თანდათან უკან მიდიოდა, ასე რომ ბიჭს ოპერაციის გაკეთება შესთავაზეს, თუმცა შესაძლოა ამის შემდეგ იგი ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვოს.

,,საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ ყოველთვის მე? ”

ამიტის სურათები პოსტში ბევრი არ ჩავსვი, რადგანაც ვიდეოში შეგიძლიათ მისი ნახვა.

გაინტერესებთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს იგივე დაავადებით, ანუ ნევროფიბრომატოზის მქონე ადამიანები? მაშინ იხილეთ სურათები

e8d86d659c71

006ccfd9adb2

f670cdc47608

54cc4fb18d7b

2bff2a5d5e0e

0749a254903b

ენდრიუ 25 წლის

501d80fc3291

ენდრიუ 25 წლის გახლავთ, მას Treacher-Collins–ის სინდრომი სჭირს. (ძვლის სტრუქტურის მალფორმაცია, პათოლოგიურად,არანორმალურად განვითარება, სახის ქვედა ნაწილი სათანადოდ არ ყალიბდება, ავადმყოფებს არ გააჩნიათ ლოყის ძვლები, რის გამოც თვალის უპეები ქვევით აქვთ ჩამოწეული.) იგი მამასთან ერთად ცხოვრობს.
სწორედ მამა იყო ამ დაავადების გენეტიკური მატარებელი, 50/50–ზე გახლდათ შანსი, შესაძლოა ბავშვი ჯანმრთელი დაბადებულიყო, შესაძლოა არა. მშობლებმა გარისკვა არჩიეს.

მამა: შესაძლოა ეს ნაბიჯი ბევრს არასწორად მოეჩვენოს, მაგრამ იცით.. ჩემი აზრით მე მაინც მართალი ვარ, რადგანაც ენდრიუ ჩემი შვილია. რასაც არ უნდა ვგრძნობდეთ ახლა, რა იმედგაცრუებაც არ უნდა გვიტრიალებდეს გულში, ამ ყველაფერს მაინც სიხარული ცვლის. იმის სიხარული,რომ მე მამა ვარ და ბიჭი მყავს.

დღის უმეტეს ნაწილს ჩემს ოთახში ვატარებ, მართალია იქ თითქმის ყოველთვის არეულობაა, მაგრამ ამბობენ ჭკვიანი ადამიანები ასეთ საკითხებში ყოველთვის უხეიროები არიანო, ჰოდა ჩემზეც შეგიძლიათ იფიქროთ,რომ ჭკვიანი ვარ. ხშირად ვვარჯიშობ ჰანტელებით.. მერე გოგონები რომ გავაოცო : )

e8e984d59eda

მიყვარს სპაიდერმენის პერსონაჟი, რატომ? ალბათ ჩემს თავთან ვაიგივებ და იმიტომ. მასაც ხომ იგდებდნენ აბუჩად სკოლაში, ხოდა მეც იგივე დღეში ვიყავი.
ბავშვობაში ეგონათ, რომ რადგანაც ყურს მაკლდა, სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებიც აუცილებლად მექნებოდა.
განსხვავებულად რომ გამოვიყურებოდი ბავშვები გაკვირვებულები მიყურებდნენ და ყველას დებილი ვეგონე.
ხანდახან როცა ახალ ადამიანს ვხვდები,არც მინდა დავიწყო საუბარი პირველმა, რადგანაც მეშინია, მე ხომ არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება ჩემს ხმაზე.
ვერ ვიტყვი,რომ ჩემი ცხოვრება განსაკუთრებით მძიმეა. აი როდესაც სკოლაში დავდიოდი,ეს მართლაც რომ ასე იყო.
ახლა მინდა რომ უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა, მინდა ანიმაციები ვაკეთო, ან რაიმე ასეთ ხელოვნებაში მოვსინჯო ბედი.
მაგრამ მეორე მხრივ ვფიქრობ, არ მინდა უნივერსიტეტი, მე ეს არ შემიძლია–მეთქი.
ირგვლივ მყოფები ზოგჯერ მეუბნებიან რომ მე თვითონ ვაყენებ საკუთარ თავს სხვებზე დაბლა, მე ამას გააზრებულად და ძალით არ ვაკეთებ, ეს ბუნებრივადაა თითქოს ჩემში, მით უმეტეს სკოლის ამბების გამოვლის შემდეგ.
ეს რომ არ ყოფილიყო, ვფიქრობ უნივერსიტეტში გავაგრძელებდი პირდაპირ სწავლას. ცხოვრება ჭიდაობასავითაა, შენ არ გაქვს უფლება იჯდე და მშვიდად ამბობდე, მტრებს მოვუშვებ და დაე დამამარცხონო. მე აუცილებლად წამოვდგები და წინ წავალ და საბოლოოდ ის ვიქნები,ვინც მინდა რომ ვიყო.

როგორ გამოიყურებიან Treacher-Collins–ით დაავადებულები?

098978d01ff2

803b09c6d8de

ffd15ac63bd4

85573693fe8e

0ec97ff52cc2

5679eb549cd5

ესეც ვიდეო.. ჯერ დააკლიკეთ წითელ ღილაკს, შემდეგ მწვანეს და გაიხსნება : )

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button