კრუბერას გამოქვაბული
კრუბერას გამოქვაბული ცნობილია როგორც მსოფლიოს ყველაზე ღრმა გამოქვაბული. მისი სახელი დაკავშირებულია რუს გეოგრაფ ალექსანდრე კრუბერთან. ის მდებარეობს აფხაზეთში, გაგრასთან ახლოს. დღევანდელი მისი სიღრმე არის 2191(±20მეტრი). ის მსოფლიოს ყველაზე ღრმა გამოქვაბულად გამოხადდა 2001 წელს. როდესაც უკრაინის სპალეოლოგიის ასოციაციამ მიაღწია 1710 მეტრს, კრუბერას გამოქვაბული 80 მეტრით აღემატებოდა მის წინამორბედ ყველაზე ღრმა გამოქვაბულ “Lamprechtsofen” რომელიც მდებარეობს ავსტრიის ალპებში. 2004 წელს პირველად, მსოფლიო სპალეოლოგიის ისტორიაში, უკრაინის სპალეოლოგიის ასოციაცია ჩავიდა 2000 მეტრზე დაბლა და მიაღწია 2080 მეტრს. ამჯამინდელი 2191 მეტრი მიღწეულ იქნა 46 მეტრი ჩაყვინთვით გენადი სამოკინის მიერ 2007 წელს. კრუბერას გამოქვაბული ერთადერთია ნობილის რომლის სიღრმე 2000 მეტრს სილდება.
გამოქვაბულში შესასვლელი მდებარეობს 2250 მეტრზე ზღვის დონიდან. 200მ სიღრმეზე გამოქვაბული 2 ნაწილად იყოფა. 1300 მეტრიდან მთავარი შტრო იყობა ნაწილებად. ამ ნაწილში ცნობილია 8-ზე მეტი სიფონი(განლაგებულია 1400მ დან 2144მ მდე.). კრუბერას გამოქვაბულის წყლით იკვებება მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა(მასზე სხვა პოსტში გიამბობთ.) გამოქვაბული ნაპოვნი და გამოკვლეული იქნა 95 მეტრამდე ქართველი სპალეოლოგის ლევან მარულაშვილის მიერ 1960 წელს. ამავე წელს ამ გამოქვაბულმა მიიღო თავისი პირველი სახელი, რუსი კარსტოლოგიის მამის ალექსანდრე კრუბერის პატივსაემად. დავიწყებული გამოქვაბული ხელმეორედ გამოკვლეულ იქნა(ამჯამად უკვე 210 მეტრამდე) კრასნოიარსკის სპალეოლოგების მიერ 1968 წელს. ისინი ამ გამოქვაბულს სიბირულს(Сибирская) უწოდებდნენ. 1982-87 წლებში გამოქვაბულის შესახებ კიდევ გაიხსენეს. ამჯამად გამოქვაბული კიევის სპალეოლოგებმა 340 მეტრამდე გამოიკვლიეს. ამ დროს წარმოდგა გამოქვაბულის მესამე სახელი: ყვავის გამოქვაბული. აფხაზეთის ომის შემდეგ, გამოქვაბული აღმოჩნდა მოწყვეტილი თავისუფალ სტუმრობას .
სამუშაოები 1999 წელს განახლდა, როდესაც კიეველები 700 მეტრამდე ჩავიდნენ. აგვისტო-სექტემბერში 2000 წელს იგივე ჯგუფმა 1410 მეტრს მიაღწია. იანვარში 2001 წელს უკრაინის სპალეოლოგიის ასოციაციამ(უსა) რუსი სპალეოლოგების მონაწილეობით დაამყარეს მსოფლიო რეკორდი 1710მ მიღწევით. ამ დროს მისი ნაწილი დაიხურა ნანგრევებით. 2003 წლის აგვისტოში ჯგუფმა Cavex ჩაყვინთა მეოთხე სიფონში მთავარ შტოში, ისინი 1680 მეტრზე გაჩერდნენ თავისუფალი გაგრძელებით. 2004 წლის ივლისში ამავე ჯგუფმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი და ავიდა 1775 მეტრზე. ამავე წლის აგვისტოში უსა-მ გამოიკვლია კიდევ ერთი შტო, და აი კიდევ ერთი რეკორდი 1840 მეტრი. ორ თვეში ოქტომბერში 2004 წელს უსა-მ გააკეთა კიდევ ერთი ექსპედიცია. 19 ოქტომბერს პირველად მსოფლიო ისტორიაში სპალეოლოგები 2000 მეტრს აცდნენ და 2080 მეტრს მიაღწიეს. პირველი ქალი რომელმა 2140 მეტრს მიაღწია იყო Сауле Панкене ლიტვიდან.
ეს კი სურათები კრუბერას გამოქვაბულისათვის