საკითხავისამხედროუცნაური

ინდიელი მეომრები

აცტეკთა არწივის მეომარი

აცტეკთა არწივის მეომრები იყვნენ იმ ორდენის წამყვანი წევრები, რომელსაც ევალებოდა სახელმწიფო მნიშვნელობის დავალებები. ამ სამხედრო ორდენში ის მეომრები, რომლებსაც კეთილშობილი სისხლი ჰქონდათ და ისინი, ვისაც დატყვევებული მეომრების ყველაზე მეტი რაოდენობა ჰქონდა. სხვა აცტეკ მეომრებს ეშინოდათ და პატივს სცემდნენ არწივის მეომრებს. არწივის და იაგუარის მეომრები მიღებულნი იყვნენ არისტოკრატთა საზოგადოებაში. არწივის მეომრები მზის მეომრები იყვნენ, რადგან არწივი მზის სიმბოლო იყო.
არწივის მეომრების ცხოვრება შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი ბრძოლა იყო. ბრძოლებში ამ მეომრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგეთა მეომრების, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით დატყვევება იყო, რათა შემდეგ ისინი თავისი ღმერთებისთვის შეეწირა.
არწივის მეომრები ბრძოლის დროს იყენებდნენ ატლატლს, მშვილდს, შუბს და ხმალს.
დღეს, მექსიკაში არჭივის მეომარი ერთგვარად წარმოადგენს და განასახიერებს აცტეკთა კულტურას. ზოგიერთმა მექსიკური კომპანია იყენებს არწივის მეომარს, როგორც ძალის, აგრესიის, კონკურენტუნარიანობის და რაც მთავარია უძველესი კულტურის ხსოვნის სიმბოლოდ.

 

 

აცტეკთა იაგუარის მეომარი

იაგუარის მეომრები აცტეკთა არმიის წევრები იყვნენ. არწივის მეომრების მსგავსად, ისინი ელიტარული მეომრები იყვნენ. აცტეკებს სწამდათ, რომ იაგუარი განასახიერებდა ტეზკატლიპოკას, ღამის ცის ღმერთს. იაგუარის მეომრები იაგუარის ტყავს ატარებდნენ ბრძოლების დროს, რადგან სწამდათ, რომ ამით მათ ცხოველთა (კერძოთ იაგუარის) გუნება და ძალა გადაეცემოდათ. იაგუარის მეომრები ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ. შემორჩა მრავალი ქანდაკება და ნახატი რომელიც იაგუარის მეომრებს ასახავს. ისისნი იბრძოდნენ ხმალით და შუბით, რომლის წვერი დაფარული იყო ვულკანური ობსიდიონის მინის პირებით და მაქუაპუიტლს უწოდებდნენ.
აცტეკი მეომარი იაგუარის მეომარი, რომ გამხდარიყო ომის დროს უნდა დაეტყვევებინა მინიმუმ ოთხი მოწინააღმდეგის მეომარი. ეს უფრო მეტი პატივი იყო მათი ღმერთებისთვის, ვიდრე მოწინააღმდეგის უბრალოდ მოკვლა.

 

 

კარიბი მეომარი

კარიბები ანტილიის პატარ-პატარა კუნძულებზე მოსახლეობდნენ. კარიბი მეომრები საკმაოდ ბრძოლისუნარიანები იყვნენ. ბაიდარების (იგივე კანოე) მეშვეობით ისინი თავს ესხმოდნენ სხვა აბორიგენებს, ხოლო შემდეგ ევროპელებს, იტაცებდნენ ქალებს და იპარავდნენ საჭმელს. კარიბი ქალები და კაცები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, ამ მოვლენის ახსნა მეცნიერებს უჭირთ. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად კარიბმა მეომრებმა მიაღწიეს სამხრეთ ამერიკის სანაპიროებს, საიდანაც გაყარეს ან მოკლეს ადგილობრივი კაცები, რომლებიც არავაკულ ენაზე ლაპარაკობდნენ და შემდეგ ქალები წამოიყვანეს თავიანთ საცხოვრებელ ადგილას. ქალებმა იგივე ენაზე გააგეძელეს ლაპარაკი და ამან გამოიწვია ქალების და კაცების სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი.

 

 

ინკას ბოლას მეომარი

ინკას იმპერიაში რეგულარული არმია დაკომპლექტებული იყო დიდგვაროვნებით, მაგრამ იმპერატორს შეეძლო არმიაში შეეყვანა დაბალი ფენის წარმომადგენელიც. არმიაში სუფევდა მკაცრი დისციპლინა.
ინკას ბოლას მეომრები მშვილდის სროლის შემდეგ გადადიოდნენ ხელჩართულ ბრძოლაში. იარაღებიდან ისინი იყენებდნენ სლინგებს, შუბებს, ალებარდებს და ბოლასებს.

 

 

მაიას ჰოლკანები

სიტყვა ჰოლკან ნიშნავს მეომარს. მაიას მეომრები ომში მტერს არ ხოცავდნენ, არამედ ატყვევებდნენ და შემდეგ მსხვერპლშეწირვისთვის იყენებდნენ. ჰოლკანები იყენებდნენ მრავალი სახეობის იარაღს, მათ შორის შუბებს, ლაგატკებს, დანებსა და ბომბებსაც კი, რომლებსაც ასპენისგან ამზადებდნენ.

 

 

კომანჩეს ცხენოსანი მოისარი

არსებობს მოსაზრება, რომ კომანჩეს ხალხი გამოეყო შოშონებს და დასახლდა დიდ დაბლობზე და სამხრეთ ტეხასში. ესპანელების გამოჩენის შემდეგ ცხენები კომანჩეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა. ცხოვრების დიდ ნაწილს კომანჩეს მამაკაცები ცხენზე ატარებდნენ და ოჯახის სიმდიდრეც ცხენების რაოდენობით განისაზღვრებოდა. კომანჩეს ტომები წარმატებულად იცავდნენ თავიანთ მიწას ევროპელებისგან, თითქმის 100 წლის განმავლობაში. იარაღებიდან ისინი იყენებდნენ მოკლე მშვილდებს, შუბებს და ბიზონის ტყავისგან დამზადებულ ფარებს.

 

 

იროკეზების მანტელეტი

იროკეზები მუდმივად ბრძოლობდნენ. ომში მათ სჭირდებოდათ საალყე იარაღები. ერთ-ერთ ასეთ იარაღს წარმოადგენდა მანტელეტი. ორი იროკეზი მეომარი დაიჭერდა მანტელეტს (სოფლის გალავანი) იმისთვის, რომ თავი დაეცვათ მოწინააღმდეგის ნასროლისაგან და ასე აღწევდნენ გალავანს. მანტელეტი წარმოადგენდა ასევე კიბეს და იროკეზები მისი მეშვეობით ადვილად ადიოდნენ გალავანზე. იროკეზები ნავებსაც კი ფარის და კიბის ფუნქციით იყენებდნენ, მაგრამ შტურმის შემდეგ, მისი წყალში გადაადგილებისთვის გამოყენება აღარ შეიძლებოდა.

თეგები
Back to top button
Close
Close