საკითხავისასარგებლო

სახიფათო საყოფაცხოვრებო ნივთები

06a93ed61007

ყველას მოგეხსენებათ, რომ სხვადსხავა სახის დაზიანების მიღება სახლიდან გაუსვლელადაც ადვილად შეიძლება. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ტრავმებისგან წელიწადში 33 მილიონი ადამიანი იღუპება. ხშირ შემთხვევაში ბავშვებიც ზიანდებიან სათამაშოებთან, ავეჯთან და სხვა ნივთებთან გაუფრთხილებელი მოპყრობით. 

თუმცა მხოლოდ ბასრი, წვეტიანი და მძიმე ნივთები არ შედიან „მოსაფრთხილებელ“ საგანთა სიაში. სხვადსხვა საყოფაცხოვრებო საშუალება ერთი შეხედვით შეუმჩნეველ, „უხილავ“, მაგრამ სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას. მართალია, მათი მეშვეობით ადვილია ვებრძოლოთ მწერებს, გვქონდეს გაპრიალებული ავეჯი და თავი „სუფთად“ ვიგრძნოთ, თუმცა მკვლევართა ბოლოდროინდელი დასკვნებით, ჰაერი შეიძლება სახლში უფრო დაბინძურებული იყოს, ვიდრე გარეთ და საბოლოოდ დაუზიანებელ პალტოსთან ერთად შეიძლება დაზიანებული ჯანმრთელობა შეგვრჩეს ხელში.
ასე რომ, სანამ ქვემოთ მოყვანილ ნივთებს სახლში შეიტანთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით.

10. არავის სიამოვნებს, როდესაც შემოდგომაზე კარადიდან გამოღებულ საყვარელ სვიტერზე ჩრჩილის მორიდებულად ამოჭმულ უსწორმასწორო ნახვრეტებს აღმოაჩენს. ამიტომ ამის თავიდან ასაცილებლად დიასახლისთა უმრავლესობა ძველ, ნაცად ხერხს მიმართავს – ჩრჩილის საწინააღმდეგო ტაბლეტებს –ე.წ. ნაფტალინს იყენებს, რომლის მძაფრი სუნი მაინცდამაინც არც ჩვენ გვსიამოვნებს. მისი უარყოფითი თვისებები ამით არ შემოიფარგლება. მისი არც ისე ხანგრძლივი დროით შესუნთქვა ცხოველებში სიმსივნის რისკ–ფაქტორია, ადამიანებში კი იწვევს სისხლის წითელი უჯრედების დაშლას, გულისრევას, ღებინებასა და კუჭ–ნაწლავის აშლილობას. აუცილებელია ნაფტალინის განცალკევებულ, დახურულ სივრცეში მოთავსება, ხოლო მასთან ერთად შენახული ტანსაცმლის ჩაცმამადე გარეცხვა ან კარგად განიავება.

c0f5708a93f8  63a377cd8ae6

 

9. პესტიციდები დეზინფექციის ქიმიური საშუალებებია, რომლებიც კლავენ ყველაფერს მწერებით დაწყებული მღრღნელებით დამთავრებული. თითქმის ყველა სახლსა თუ შენობაში გარკვეულ პერიოდებში აუცილებელი ხდება მათი მოხმარება დაუპატიჟებელი სტუმრების გასაძევებლად. მართალია, სამომხმარებლო ბაზარზე გაშვებამდე ისინი სერიოზულ შემოწმებას გადიან, ამით მათი უარყოფითი თვისებები ვერ იკლებს. განსაკუთრებით მძიმედ და მომწამვლელად მოქმედებენ ისინი მცირეწლოვან ბავშვებზე. ამიტომ დაუშვებელია პესიტიციდების გამოყენების შემდეგ გაუნიავებელ შენობაში შესვლა.

99ce71724ee8         c555d018ce88
8. დაპრესილი ხის ავეჯი ლამაზი დიზაინისა და დაბალი ფასის გამო საკმაოდ პოპულარულია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მასალისგან ავეჯის დამზადებისას გამოიყენება წებო, რომელიც შეიცავს ფორმალდეჰიდს. ეს აქროლადი ნივთიერება, განსაკუთრებით წლის ცხელ პერიოდში, იწვევს ცრემლდენას, თვალების და ყელის წვას, სუნთქვის გაძნელებას და ასთმურ შეტევებს. ცხოველებში კი სიმსივნის გამომწვევიცაა.

a0b750e66ca0  ef4c388c1ce6
თუმცა დროის გასვლასთან ერთად ფორმალდეჰიდი ნელ–ნელა ოთქლდება და რამდენიმე წლის შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად იცხოვროთ დაპრესილი ხით მორთულ სახლში უკვე ჩამოყალიბებულ ასთმასთან ერთად.
7. რა ჯობია საღამოს, დაღლილი და ცხელი ყავის ჭიქით ფუმფულა ხალიჩაზე რომ მოკალათდები და საყვარელ წიგნს ან გადაცემას ჩაუჯდები. ან ბავშვის ოთახში ფერად–ფერად ხალიჩას დააფენ და მშვიდად ხარ – პატარას არაფერი ეტკინება. თუმცა სულ ახლახან აღმოაჩინეს, რომ ხალიჩების წარმოებაში გამოყენებული წებო და საღებავებიც საკმაოდ საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მართალია, დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის, მაგრამ უმჯობესია დივანზე გადაინაცვლოთ და ხშირად გაანიავოთ ოთახი.

d4b9726bcd37  19a756575398
6. თუ თქვენ ოფისში მუშაობთ და ხშირად გიწევთ სხვადასხვა მასალის ამობეჭდვა, შეგიძლიათ დამატებითი ანაზღაურება მოითხოვოთ ჯანმრთელობის დაზიანებისთვის. ავსტრალიის ტექნოლოგიების კვლევის ინსტიტუტის დასკვნის თანახმად, ლაზერული პრინტერები მუშაობის პროცესში ჰაერში გამოყოფენ უწვრილეს ნაწილაკებს, რომელთა სისტემატიური ჩასუნთქვაც იწვევს ფილტვებისა და გულის დაავადებებს. ასევე საზიანოა პრინტერებში გამოყენებული მელანი, რომელიც ადვილად აქროლადი და მავნე ქიმიური მინარევებს შეიცავს.

b8891f54b3b4adf201a2251a
თუმცა ქსეროქსის მომხმარებლები შეგიძლიათ მშვიდად იყოთ – არაფერი ამის მსგავსი ქსეროქსის აპარატისგან არ გემუქრებათ.
5.მართალია, დიდ თუ პატარა ქალაქებში მუდივად შენდება ახალი და თანამედროვე შენობები, ჯერ კიდევ ბევრია ძველებური, დიდი ხნის წინ აშენებული სახლები. ზოგიერთი მათგანი, პირადად მე, ბევრ ახალაშენებულს მირჩევნია. თუმცა რაც არ უნდა ლამაზი და მდიდრული შესახედაობის იყოს ძველებური შენობა, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი კედლებიდან მომავალი საფრთხის შესახებ. მეოცე საუკუნის 80 –იან წლებამდე აშენებულ სახლებს ტყვიის შემცველი საღებავებით ღებავდნენ, რომელიც ახალ უკვე გამომშრალი და აქერცლილია და დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებს შეიცავს. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რომლებიც მხიარულად თამაშობენ ძველ ეზოებში და ნაკლებად ერიდებიან მსგავს კედლებს. მართალია, მაღალი ძაბვის მსგავსად ერთი შეხებით არ კლავს, მაგრამ მძიმე მეტალების დალექვა სერიოზულ ზიანს აყენებს პატარების ორგანიზმს.

e1c01e121ba9 1a4ddac113f9
4.ჰაერის დეოდორანტის რომელი სურნელი გირჩევნიათ – ვანილის თუ გაზაფხულის ყვავილების? აბაზანის საწმენდი საშუალებებიდან ალბათ ლიმონის ან ვაშლის არომატიანს ირჩევთ. რა თქმა უნდა, სამზარეულოდან გამომავალ შემწვარი თევზის ან აბაზანაში გამოყენებული მათეთრებლის მძაფრ ქლორის სურნელს მაგნოლიის ყვავილის არომატი ჯობია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი იმავე ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ზემოთხსენებული ნაფტალინი, თანაც ისინი სადმე კარადის კუნჭულში კი არა, ჩვენს ყოველდღიურ სასუნთქ ჰაერშია კონცენტრირებული. თქვენს საყვარელ ოთხფეხა მეგობარს კი მათგან სიმსივნის საფრთხე ემუქრება. ასე რომ, დაიცავით ზომიერება.

d89ceb00eb3d  cfcdc3264373
3. ყველაფერი საუკეთესო და უსაფრთხო ბავშვებისთვის გვემეტება. როგორი გაკვირვევბული დარჩება მშობელი, რომელიც თავის პატარას თავს ევლება, როდესაც აღმოაჩენს , რომ სერიოზული საფრთხე ბავშვის უწყინარი, საკვები ბოთლისგან ემუქრება. ეს ბოთლები დამზადებულია ე.წ. პოლიკარბონატული პლასტმასისგან, რომელსაც ადამიანის ჰორმონის – ესტროგენის მსგავსი აგებულება აქვს. საკვებ ნივთიერებებთან ერთად ბაია ამ პლასტმასის ნაწილაკებსაც იღებს, გამოუცდელ ორგანიზმს კი უჭირს ნამდვილი და თვითმარქვია ესტროგენის გარჩევა და ჰორმონის პლასტმასით ჩანაცვლება ხდება. ამიტომ მრავალ ქვეყანაში პლასტმასის ბოთლები ამოღებულია ხმარებიდან.

220c29a2c65e 349820e53a01
2. როგორც ელოდით, სიაში ტელევიზორი და კომპიუტერიც მოხვდა, თუმცა არა ცნობილი მიზეზების გამო. ეს ელექტრონივთები და არაელექტრო ლეიბები, მატრასები და გადასაკრავი მასალები დაფარულია ცეცხლსაწინააღმდეგო ნითიერებით. მოსალოდნელი ხანძრის ლოდინში ეს ნივთიერებები გამოყოფენ სხვადასხვა ეთერებსა და ნაწილაკებს, რომლებიც ადვილად ხვდებიან ორგანიზმში შესუნთქვით და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად რჩებიან ჩვენთან. ისინი იწვევენ სწავლისუნარიანობისა და მეხსიერების დაქვეითებას, ჩიყვს და რეპროდუქციულ პრობლემებს. დიდი რაოდენობით გროვდებიან სარძევე ჯირკვლებში და დედის რძით კვებისას ჩვილ ბავშვებსაც გადაეცემათ. დღის წესრიგში უკვე დგას საკითხი ამ ნივთიერებების გამოყენების აკრძალვის შესახებ.

7df5d45ac9b8  8947d3706d92
1. სილამაზე მსხვერპლს კი მოითხოვს, მაგრამ უმჯობესია ვიცოდეთ, რა სახის თავგანწირვაზე მივდივართ. პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალბები შეიცავენ დიდი რაოდენობით ფტალატებს, რომლებიც უკვე ხსენებულ, ჰორმონის მსგავსი აგებულების მქონე მატყუარა ნაერთებს განეკუთვნებიან. ეს მხოლოდ ქალებს არ ეხებათ – ისინი მრავლად არიან შამპუნებში, სუნამოებში, ოდეკოლონებსა და დეზოდორანტებში. მთავარი და სერიოზული შედეგი მათი მოხმარებისა გახლავთ მძიმე რეპროდუქციული დარღვევები, რომლებიც ხშირად მთავრდება უშვილობის პრობლემით, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. აქვე დასამშვიდებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ დარღვევებს ისისნი იწვევენ ადრეული ასაკიდანვე ხმარებისას, ასე რომ, მოზარდებმა და ახალგაზრდებმა საკუთარი, ბუნებრივი სილამაზე უნდა ამჯობინონ, იმ ასაკამდე მაინც, სანამ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების რეალური მიზეზები გაუჩნდებათ.

b8332b6477a66989de73d329

გისურვებთ ჯანმრთელობას შინ და გარეთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close