საკითხავისამხედროსასარგებლო

სამხედრო სიტყვათა შემოკლებანი და განმარტებები

5f922af44ddc
ცხოვრებაში ხშნირად გვხვდება სამხედრო ტერმინები რომელთა მნიშვნელობაც არ ვიცით.ამ პოსტში შევეცდები აგიხსნათ ის შემოკლებები და ტერმინები, რომლებიც ჩემთვისაა ცნობილი.

ადგილმდებაორების განმსაზღვრელი სატელიტური სისტემა (GPS):სანავიგაციო სისტემა,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კოორდინატების ზუსტი განსაზღვრა.სპეციალური პორტატული ხელსაწყო იღებს ინფორმაციას სამხედრო სატელიტებიდან და განსაზღვრავს ადგილმდებარეობას.
ამრაქ-დს:აშშ-ის არმიაში გამოყენებული შემოკლება,რომელიც ეხება ოპერაციის დაგეგმვის დროს გასათვალისწინებელ ფაქტორებს-მოცანას,ოწინააღმდეგეს,ელიეფს და მინდს,ვედანაყოფებს,როს და ამოქალაქო პირების გამოყენებას.
ანტიპარტიზანული ქვედანაყოფები:ქვედანაყოფები,რომელთა ამოცანაა აჯანყებულების და პარტიზანების განადგურება.
არაპირდაპირი ცეცხლი:საარტილერიო და ნაღმტყორცნების მიერ დახურული პოზიციებიდან წარმოებული სროლა.როგორც წესი,ამ ტიპის ცეცხლის კორექტირებას ახორციელებენ მოწინავე მეთვალთვალეები.
აფეთქების სიმაღლე:ვერტიკალური მანძილი ხმელეთის ზედაპირიდან ან მიზნიდან საჰაერო აფეთქების ადგილამდე.
ბრძოლით დაზვერვა:მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების აღმოჩენის ,,უხეში” პროცესი,რომლის დროსაც სავარაუდო საცეცხლე პოზიციების მიმართულებით იხსნება ძლიერი ცეცხლი (საარტილერიო ან ცეცხლსასროლი შეიარაღებიდან).
გადმოტვირთვა/გადმოსხმა:გემიდან ან თვითმფრინავიდან პირადი შემადგენლობის,აღჭურვილობის ან მარაგის გადმოტვირთვა/გადმოსხმა.
,,გაისროლე და დაივიწყე”:სარაკეტო სისტემებში გამოყენებული ტექნოლოგია,რომლის საშუალებით ხორციელდება რაკეტის ავტომატურად დამიზნება (მსროლელის მიერ რაკეტის მართვის გარეშე) გასროლის შემდეგ.
გამწმენდი:მძევლების განმანთავისუფლებელი რაზმის წევრი,რომელიც შეიარაღებულია ტყვიამფრქვევით და ოთახებში მოძრაობისას უკან მიყვება მზირს.
განადგურება:მოწინააღმდეგის ქვედანაყოფის საბრძოლო ძალის 20-25%-ის მწყობრიდან გამოყვანა.
განაღმვის საწინააღმდეგო მოწყობილობა:მოწყობილობა,რომელიც ტანკსაწინააღმდეგო ან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის ამოღებისა და გაუვნებელყოფის მცდელობისას იწვევს მის აფეთქებას.
განტვირთვის მოწყობილობა:(ქამრები და ჟილეტი)-საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადასატანას შექმნილი სპეციალური ქამრები,ჟილეტები და ჩანთები.
გასაფანტი ნაღმები:საბრძოლო მასალების ჯგუფი,რომლების შედგება მსხვრევადი ნაღმებისაგან.მათ ისვრიან საარტილერიო საშუალებებიდან,ვერტმფრენებიდან,თვითმფრინავებიდან და სხვა სახის გამშვები დანადგარებიდან.არსებობს ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები თვითდეტონაციის უნარით.
დაზიანების (ცეცხლდაშენის) ზონა:ტერიტორია,სადაც დაგეგმილია მოწინააღმდეგის განადგურება ხელთ არსებული ყველა საცეცხლე საშუალების გამოყენებით.
დაკვამლიანება და მოწინააღმდეგის ხედვის არის შეზღუდვა:ბოლგამჩენი ჭურვებით კვამლის ფარდის მოწყობა და მანათობელი ჭირვებით მოწინააღმდეგის ოპტიკური და ღამის ხედვის ხელსაწყოების მწყობრიდან გამოყვანა.
დამაყრუებელი ყუმბარა:პიროტექნიკური მოწყობილობა,რომელიც ძლიერი ხმაურით ფეთქდება და გამოყოფს კაშკაშა სინათლეს (ამ ყუმბარის აფეთქებისას არ წარმოიქმნება მომაკვდინებელი ნამსხვრევები).
დამფარავი ცეცხლი:ქვედანაყოფების დასაცავად გახსნილი ცეცხლი,როდესაც ეს ქვედანაყოფები იმყოფებიან მოწინააღმდეგის მცირეკალიბრიანი იარაღის სასროლ მანძილზე.

თუ ჩემი ნაწვალები მოწონებას დაიმსახურებს გავაგრძელებ ;)))))))

თეგები
Back to top button
Close
Close