TECH & მეცნიერება

მულტმფრენი – multicopter

1bfc6b9ae248

არსებობს არაერთი სახის საფრენი აპარატი, მაგრამ მულტმფრენი (multicopter) არის ახალი იდეისა და შესაძლებლობის ნაზავი.

ეს, ცოტა არ იყოს, შეუხედავი საფრენი მანქანა არის გერმანული კომპანიის “e-volo”-ს შექმნილი და სულ ახლახანს, არაერთი უპილოტო ტესტირების შემდეგ, მისი პროტოტიპი “გახედნილი” იყო ადამიანის მიერ, რაც წარმატებით დასრულდა. გმირმა კი, რომელმაც თავის თავზე აიღო ეს ფრიად მნიშვნელოვანი საქმე, გახლდათ ფიზიკოსი ტომას ზენკელი (Thomas Senkel), რომელმაც სამხრეთ გერმანიის ერთ-ერთი მინდვრის თავზე, თექვსმეტი პატარა პროპელერის შემცველი მანქანით, წუთი და ოცდაათი წამი იფრინა.

როგორც თავად კომპანია გვაცნობებს, ამ აპარატს, რომელსაც დენით ლითიუმის ბატარეები ამარაგებს, ოთხმოც კილომდე ტვირთის აზიდვა შეუძლია – დაახლოებით იმავე წონის, რაც თვითონაა!

კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ალექსანდრე ცოზელი (Alexander Zosel) ამბობს: “მულტიმფრენს შეეძლო ჰაერში უფრო დიდხანს გაჩერება, მაგრამ ეს პროტოტიპი ჩვენი გამოგონების იდეის მხოლოდ და მხოლოდ დამტკიცებას ემსახურებოდა და არც თუ ისე უსაფრთხო იყო საფრენად. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ახალ, უსაფრთხო პროტოტიპზე, რომელსაც 2012 წლის ზაფხულში გამოვცდით.”

ფრენისას პილოტი იყენებს ე.წ. ჯოისტიკს და მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოგონების ჰაერში ყოფნისას, შეიძლება ქარმა ცოტათი წაანაცვლოს მისი ადგილსამყოფელი, მისი მართვა მაინც მარტივია.

შემდეგი პროტოტიპის ბორტზე დამონტაჟდება GPS ნავიგაციის სისტემა. ამჟამად, მოწყობილობას შეუძლია მხოლოდ ოცი წუთის განმავლობაში ფრენა, მაგრამ ინჟინერთა ჯგუფი ვარაუდიბს ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას, გენერატორების გაძლიერებითა და ჰიბრიდული გაზის ინტეგრირების მეშვეობით.

a5b2fed33afe

ინჟინერთა ჯგუფში შედიან:
ალექსანდრე ცოზელი (Alexander Zosel) – ხელმძღვანელი;
სტეფან ვოლფი (Stephan Wolf) – პროგრამისტი;
ტომას ზენკელი (Thomas Senkel) – ფიზიკოსი

440d57d96aac

c670e993d501

6c0e566e6581

“ე-ვოლო-ს” სჯერა, რომ მალე ასეთი გადასაადგილებელი საშუალება პოპულარული გახდება და საზოგადოებისგან აღიარებას მიიღებს. ამასთან, კომპანია დარწმუნებულია, რომ ეს ტრანსპორტი, არამარტო გადასაადგილებლად, არამედ სხვადასხვა სამაშველო მოქმედებაში მიიღებს მონაწილეობას.

“მისი გამოყენების უამრავი საშუალება არსებობს”, ამბობს მისტერ ცოზელი. “ჩვენ უკვე წარმოგვიდგენია ის როგორც ფართოდ გავრცელებული ტრანსპორტი.”

dc0463245a66

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button