უცნაური

ბოლოს და ბოლოს არსებობენ თუ არა ისინი?!.

6bab8e1bf0d3

გთავაზობთ კიდევ ერთ ფაქტს უცხოპლანეტელების შესახებ…

The Daily Mail სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და ამ სენსაციის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს: პეტროზავოდსკში მცხოვრები პენსიონერი, მართა ეგოროვნა უცხოპლანეტელის გაყინულ გვამს ორი წლის განმავლობაში მაცივარში ინახავდა.

პენსიონერის თქმით, 2009 წელს მის კუთვნილ ბაღჩაში ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა კატასტროფა განიცადა. როცა უცნაური ხმაური გაიგონა, ქალი ბაღჩაში გავარდა და, მისი თქმით, რკინის გროვა და ჰუმანოიდის ცხედარი იპოვა. მეტრნახევრიანი უცხოპლანეტელი, რომელსაც დამცავი კომბინეზონი აცვია, რაღაცას, ადამიანსა და თევზს შორის საშუალოს ჰგავს.

პენსიონერის თქმით, საშველად ქმარს უხმო და უცხოპლანეტელი მანქანაში გადაიტანეს, შემდეგ კი პეტროზავოდსკში, თავიანთ „ხრუშოვკაში“ მიათრიეს. მეზობლები ჰყვებიან, რომ მართა ეგოროვნას ბაღჩაში იმ დროს ყოველდღე მუშაობდნენ ქიმწმენდის მუშაკების ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები, რომლებსაც კლასიკურად ჩაცმული, მუქსათვალიანი მამაკაცი მეთვალყურეობდა.

ეს ისტორია მოულოდნელად გაგრძელდა. რამდენიმე დღის წინ პენსიონერთან მივიდნენ მამაკაცები, რომლებმაც მოხუცს კარელიის აკადემიის თანამშრომლებად გააცნეს ტავი და მაცივარში შენახული არსების გვამი წაიღეს. მაშინ პენსიონერმა ყველაფერი ჟურნალისტებს უამბო, თავისი ნათქვამის დასადასტურებლად კი ჰუმანოიდის ფოტოები წარადგინა.

პარანორმალური მოვლენების ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს ისტორია გათამაშებული აღმოჩნდეს, მაგრამ მათივე თქმით, უცხოპლანეტელთა უმრავლესობა სწორედ ისე შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც ფოტოზე ჩანს.

გამოცემასთან საუბარში ექსპერტმა მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ რუსეთი ამო–ების აქტიურობის ეპიცენტრია და რომ არ არის გამორიცხული, უცხოპლანეტელებს რიგით მოქალაქეებიც გადაეყარონ. მან ასევე ჰუმანოიდების პოვნის სხვა შემთხვევებიც გაიხსენა.

320ccbd1ed74

8507e23ba327

 

 

წყარო: http://www.droni.ge/?m=3&AID=5255

მსგავსი ამბები

Back to top button