გართობაუცნაური

ბელმეზის სახეები – საუკუნის პარანორმალური მოვლენა

74cc52222c78

მე მინდა გაგაცნოთ არც თუ ისე ცნობილი პარანორმალური მოვლენა “ბელმეზის სახეები”

1971 წლის 23 აგვისტოს, ესპანეთის სრულიად ჩვეულებრივი სოფლის, ბელმეზის ერთ-ერთი სახლის სამზარეულოში გასულ მარია გომეს ფერეირას უცნაური ნახატები დახვდა ბეტონის იატაკზე. პირველად მან მხოლოდ ერთი მამაკაცის სახე შეამჩნია. მისი სახე ბევრ ემოციას გამოხატავდა. ეს შემთხვევა ვერაფრით აიხსნა და მისმა ქმარმა და შვილმა გაანადგურა ისინი წერაქვით 6 დღის შემდეგ და ახალი ფენა დადეს, მაგრამ ამით ეს ყველაფერი არ დამთავრებულა. 1 კვირის შემდეგ კვლავ გამოჩნდა ახალი სახე. ოჯახს სურდა კვლავ გაენადგურებინა ნახატი, მაგრამ ქალაქის მერის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად ნახატებიანი ნაწილი ამოჭრეს და ექსპერტიზაზე წაიღეს. არქივების მიხედვით აქ ადრე სასაფლაო იყო, და მერიამაც, იმ იმედით, რომ რაიმეს იპოვიდა, დაიწყო გათხრები. აქ მართლაც აღმოჩნდა რამდენიმე გვამი, რომელიც 13 საუკუნით იყო დათარიღებული. ისნი დაასაფლავეს წესების მიხედვით და დააგეს ახალი ბეტონის ფენა. 2 კვირის შემდეგ კვლავ გაჩნდა ახალი სახე, და კიდევ 2 კვირის შემდეგ გაჩნდა ქალბატონის სახე, რომელსაც გარს 9-15 პატარა სახე ეხვია.

298a40864fd3

სახლს ტურისტების ტალღა მოაწყდა. მათ სურდათ საკუთარი თვალით ენახათ სასწაული. ზოგს გაუმართლა და საკუთარი თვალითაც კი დაინახა როგორ ჩნდებოდა სახეები თავისით, მაგრამ არცერთი სახე ემოციას არ გამოხატავდა. 1972 წლის აღდგომისათვის, ქალაქის მერიამ ამ ადგილას ტურისტების მოსვლა და სახლის დათვალიერება აკრძალა, მაგრამ მიუხედავად ამისა ხალხი მაინც არ წყდებოდა. უამრავმა მათგანმა აღბეჭდა ნახატები ფირზე. დროდადრო, ახალი ნახატები მხოლოდ ერთი დღე იყო და შემდეგ ისევე ქრებოდა როგორც გაჩნდა, ხოლო ზოგი კი შედარებით დიდხანს ჩერდებოდა. ოთახებში გააკეთეს ვიდეო ჩანაწერები, და ფირის მოსმენისას,აშკარად ისმოდა ვიღაცის ჩურჩული და ბუზღუნი. ბეტონი არაერთხელ შეცვალეს, მაგრამ სახეები მაინც ჩნდებოდა. სახეებს თვალები უდიდდებოდათ, უპატარავდებოდათ, ეცვლებოდათ გამომეტყველება და სხვ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ბერდებოდნენ კიდეც. მრავალმა ქიმიკოსმა შეისწავლა სახლის იატაკი, მაგრამ ვერავინ აღმოაჩინა საღებავისა და ხელოვნური ნაშრომის კვალიც კი. მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ეს იყო საუკუნის პარანორმალური მოვლენა.

5236e9e91322

ეს მოვლენები 30 წელზე მეტხანს გრძელდებოდა, ქალბატონი მარიას გარდაცვალებამდე. თუმცა მისი ახსნა ვერც მაშინ იპოვნეს და ვერც ახლა. იყო ჰიპოთეზა, რომ ფსიქოკინეტიკური გავლენის მქონე მარია გომეზი ამას გონებით ხატავდა, რადგან ხანდახან სახეების გამომეტყველება მარიას ხასიათის მიხედვით იცვლებოდა.

9ee90a450445

2004 წელს მარიას გარდაცვალების შემდეგ, ვინემ პედრო ამოროსი ცდილობდა გაეღვივებინა ხალხის ინტერესი სახეების მიმართ და ხმები დააგდო ახალი გამოსახულებების გაჩენის შესახებ, მაგრამ გაზეთმა „El Mundo”-მ გამოაქვეყნა სტატია “მოჩვენებებზე მონადირეებისა და მერიის მიერ გაყალბებული ბელმეზის სახეები”. ამის შემდეგ ისინი ყველამ დაივიწყა. არის ასევე ვარაუდი რომ ეს ყველაფერი მარიას შვილის ნამოქმედარია, მაგრამ ეს ვერ დაამტკიცეს….

bfd3b31dbc25

39540851bc0e

სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვე მეტი საინტერესო სურათები და ვიდეო მასალა…

მსგავსი ამბები

Back to top button