საკითხავისასარგებლო

გენდერული თანასწორობა

e345481df118
გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი, მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.
სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2008 წლის მონაცემებით ცხოვრობს 2303,7 ქალი და 2078,4 მამაკაცი.
ეს რაც შეეხება ზოგად ინფორმაციას. ჩემი აზრით გენდერულ თანასწორობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად უნდა იყოს განხილული გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაგ: რელიგია, მენტალიტეტი,ტრადიციები. ცოტა რთულია ქართულ რეალობაში გადაჭრით ვისაუბროთ, რომ გენდერული თანასწორობა უნდა არსებობდეს სრული გაგებით. რთულია ქართველი მამაკაცის თავმოყვარეობას გადააბიჯო და დაარწმუნო,რომ ის ქალზე მაღლა არაფრით არ დგას. მართალია კონსტიტუცია გვასწავლის, რომ “ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა,რელიგიისა და ა.შ” მაგრამ ჩვენი რელიგია ყოველთვის წინ აყენებდა მამრობით სქესს. ასევე ჩვენი მრავალი ტრადიცია ეწინააღმდეგება გენდერულ თანასწორობას. მიუხედავად ყველაფრისა, აშკარად იგრძნობა პროგრესი ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციის. მგონი არ იქნება ურიგო, თუ უფრო მეტი უფლებები და საკუთარი რეალიზაციის საშუალება ექნებათ ქალებს (ქართველი ქალების უმეტესობას). ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, უნდა იყვნენ ქალი და მამაკაცი თანასწორნი?
წყარო: nplg.gov.ge და დანარჩენი ჩემი ნაცოდვილარია :D

Back to top button