სურათებიუცნაური

ნარკოტიკი ”კროკოდილი” (16+)

ac0c0e5a6ff7

პოსტში მოგიყვებით ერთ-ერთი ნარკოტიკული საშუალების ”Crocodile” -ს შესახებ და ნახავთ თუ რას იწვევს ის.

გაფრთხილება: სუსტი გულის მქონე ადამიანთათვის არ არის აუცილებელი პოსტის ნახვა!

ნარკოტიკი დესომორფინი, იგივე ”კროკოდილი” ძირითადად პოპულარულია რუსეთში. ის მორფინის ერთ-ერთი სახეობაა მაგრამ მორფინისგან განსხვავებით გაცილებით დაბინძურებულია ტოქსინებით. მისი მიღება კი ფაქტიურად თვითმკვლელობას ნიშნავს. მიღების შემდეგ ადამიანი 3-4 წელიწადში წამებით იღუპება. მიზეზი კი კუნთების დაშლა, განგრენა და ხორცის დაშლაა რომელიც ნელ-ნელა ლპება. ამ ნარკოტიკული საშუალების შესაქმნელად გამოიყენება უამრავი ქიმიური ნივთიერება. მაგალითად: სამრეწველო მჟავები, ალკალისები, ორგანული გამხსნელები და ბენზინიც კი.

da6ae67db033

4ef7f33ed7ec

ეს ნაერთები გამოიყენება ”დესომორფინის” შესაქმნელად. კროკოდილი ასევე შეიცავს იოდის ნაერთებს რომლებიც გაფილტრული არ არის, ასევე ტყვიის, რკინის, თუთიის, და სტიბიუმის ნაერთებს რომლებიც აზიანებს თავის ძვლის ქსოვილებს, იწვევს კუნთების დაავადებებს, ღვიძლის და თირკმელის დაავადებებს და არღვევს ნერვულ სისტემას.

c8caa787c5f1

21da3849297f

დესომორფინის მიღების შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობა მწვავედ უარესდება, ადამიანს უსუსტდება იმუნური სისტემა და ღვიძლი ეშლება. მათ უჩნდებათ წყლულები კიდურებზე, შემდეგ კი ხორცი ეშლებათ და წამებით იღუპებიან.

1e0c2b3d591a

fd834896c47d

წყარო: www.bring.ge

მსგავსი ამბები

Back to top button