TECH & მეცნიერებაუცნაური
ხელის პროთეზში ჩამონტაჟებული მობილური
ახდენილი ოცნება …
ბრიტანეთში მცხოვრებმა 50 წლის ტრევორ პრიდომ, რომელსაც მარცხენა ხელი დაბადებიდან არ აქვს, პროთეზში ,,ნოკიას” ბრენდის მობილური ჩაიმონტაჟა. მანამდე მას მობილური ტელეფონის გამოყენება ძალიან უჭირდა. მესიჯის აკრეფისას აპარატის მაგიდაზე დადება უწევდა. ტრევორს ოცნება ,,ნოკიას” წარმომადგენლებმა აუსრულეს. მათი თხოვნით, ერთ-ერთ კლინიკაში სპეციალურად პრიდოსთვის დაამზადეს ხელის ჩაღრმავებული პროთეზი, რომელშიც მობილური ჩაუმონტაჟეს.