არქივი

ირანი და ისრაელი – ბირთვული იარაღი

077fdea821e8

ჩემთვის ბირთვული იარაღის საკითხი ისრაელსა და ირანს შორის ძალიან საინტერესოა. მინდა, რომ ამ პოსტის მეშვეობით გაგაცნოთ ცოტა რამ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთში ჩვეულებრივ ორ ქვეყანას ახსენებენ- ირანსა და ისრაელს.

ირანის სამხრეთში, სპარსეთის ყურის სანავსადგურო ქალაქ ბუშეჰრთან აეს-ის მშენებლობა გერმანული ფირმების მიერ ირანში 1974 წელს დაიწყო. 1980-იან წლებშს შუა ხანებში, ირან-ერაყის ომის დროს მშენებარე აეს-ი რამდენჯერმე დაიბომბა. გერმანელი კონტრაქტორები წავიდნენ. 1995 წელს კი რუსეთის ფედერაციასთან დადებული 800 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტით მშენებლობა განახლდა. 2011 წელს აეს-ი ექსპლუატაციაში შევიდა. ირანი ამტკიცებს, რომ აეს-ის მსუბუქი წყლის რეაქტორი მხოლოდ მშვიდობიანი ენერგიის საწარმოებლადაა გამიზნული და რომ გამოყენებული საწვავი ვერ გამოდგება ბირთვული იარაღის საწარმოებლად. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები სისტემატურად ამოწმებენ ბუშეჰრის მშენებლობის მიმდინარეობას და ჯერჯერობით საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ირანს “მშვიდობიანი ატომისთვის” არ სჭირდება გაამდიდროს ურანიუმი ან აწარმოოს მძიმე წყალი, რასაც ის უკვე ახორციელებს. პრესაში პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია ირანის ბირთვული პროგრამის ქვეყნის უზარმაზარ ტერიტორიაზე განფენილობის შესახებ. ასე მაგალითად, ურანიუმის გამამდიდრებელი საწარმო განლაგებულია აბალაში, ქალაქ ისპაჰანთან, მძიმე წყლის წარმოება 1996 წლიდან ხდება არაქში, ქალაქ თეირანის სამხრეთით 150 კილომეტრში, მეორე ასეთივე საწარმო აშენდა ნათანზში. თეირანის გარეუბან ლავიზანში ასევე მუშაობს დიდი სამხედრო ქარხანა.

a4dc21f40872

2003 წელს თებერვალში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ირანში აღმოჩენილია ურანიუმის საბადო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მომავალში აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ რუსეთიდან შემოტანილ ბირთვულ საწვავზე.
ამდენად, გაჩნდა ეჭვი, რომ ირანი ამზადებს გამდიდრებულ ურანიუმს სამხედრო მიზნებით. ამან განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ისრაელში, ვინაიდან ირანის ამჟამინდელი ხელისუფლება არ მალავს თავის უაღრესათ მტრულ დამოკიდებულებას ამ სახელმწიფოს მიმართ.

5b8d7ef09194

ამერიკის დაზვერვა თავიდან ამტკიცებდა, რომ ირანს აქვს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა და ასეთი იარაღი მას 2009 წლამდე ექნებოდა. მაგრამ 2011 წელსაც კი ის შექმნილი არ იყო.

თუმცა პრობლემა სულაც არაა მოხსნილი. ამერიკის ადმინისტრაცია და ისრაელის მთავრობა კვლავაც ხედავენ ბირთვულ საფრთხეს (თუნდაც გადავადებულს) ირანისგან და ეს საფრთხე სავსებით რეალურა.

f91662916eb4
ეს ის ტერიტორიაა, რომელსაც მისწვდება ირანის ბირთვული აგრესია

ის, რომ ისრაელს 1960-იანი წლებიდან გააჩნია ბირთვული იარაღი, კარგა ხანია აღარ არის საიდუმლო (ასეთი ინფორმაციის მიღება თავისუფლად შეიძლება ინტერნეტით). ისრაელის ბირთვული პროგრამის ეფექტიანი ორგანიზატორი 1950-იან წლებში მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო.

ისრაელის მთავრობას ოფიციალურად არასდროს უღიარებია ბირთვული იარაღის ფლობა, თუმცა 2007 წელს ისრაელის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ილმერტმა თავისი ერთ-ერთი გამოსვლისას არაპირდაპირ დაადასტურა ეს. ისრაელის გაზეთები კი ხალისით ბეჭდავენ საზღვარგარეთულ ინფორმაციას საკუთერი ქვეყნის ბირთვული პოტენციალის შესახებ. ებრაელი ჟურნალისტები და პოლიტოლოგები თავიანთ პუბლიკაციებში საკმაოდ თავისუფლად მსჯელობენ ისრაელის ბირთვულ პოტენციალზე, მაგრამ ამას ყოველთვის უცხოური წყაროების დამოწმებით აკეთებენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიმართა ისრაელს- შეუერთდეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას, თუმცა მოწოდება დღემდე უპასუხოდ რჩება.

aa7e82aa0140

ამერიკულ გაზეთ “the washington post”- ის 2002 წლის 15 ივნისის პუბლიკაციაზე დაყრდნობით ისრაელის თითქმის ყველა გაზეთმა პირველ გვერდზე გამოიტანა ინფორმაცია, რომ ისრაელის “დელფინის” ტიპის დიზელისძრავიანი სამი ახალი წყალქვეშა ნავი, რომლებიც მან საჩუქრად მიიღო გერმანიისგან, აღიჭურვა ადგილობრივი წარმოების ფრთოსანი რაკეტებით, რომელთაც ატომური ქობინის ტარება შეუძლიათ. ინდოეთის ოკეანეში წარმატებული გამოცდით დადასტურდა, რომ ამ რაკატებს 1450 კილომეტრზე შეუძლიათ ფრენა. გაზეთების ცნობით, ეს წყალქვეშა ნავები საშუალებას მისცემს ისრაელს მძლავრი დარტყმა მიაყენოს ირანს მისი ტერიტორიული წყლების სიახლოვიდან.

ისრაელის ავიაციაც შეიძლება აღიჭურვოს ატომური ბომბებით. ბირთვული ქობინის ზიდვა შეუძლია ასევე რაკეტა “ჰარპუნს”, რომლის გაშვებაც შეიძლება წყალზედა ხომალდიდან ან თვითმფრინავიდან, ცნობილია ისიც, რომ ისრაელს აქვს საშუალება საკუთარი წარმოების რაკეტით ორბიტაზე გაიყვანოს დედამიწის ნებისმიერ წერტილში მიღწევადობის მქონე ბალისტიკური რაკეტა.

777667b8b461

გამალებული შეიარაღება რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი გახდა და პოლიტიკური განვითარების ტენდენცია არ იძლევა იმედს, რომ ის მალე დაკარგავს თავის მნიშვნელობას. უახლოეს მომავალში შეიძლება დაიწყოს ომი.

მსგავსი ამბები

Back to top button