უცნაური

ამოუხსნელი ისტორიები

a10518    

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ სიუან–ჰეში უჩვეულო ბიჭუნა გამოჩნდა. მას ძალიან უცნაურად ეცვა და გაუგებარ ჩინურ დიალექტზე საუბრობდა. ბავშვი პოლიციაში წაიყვანეს. ბიჭუნამ თქვა, რომ 11 წლისაა, ჰონ–ჰენი ჰქვია და სოფელ ჩენ–ჯოსთან ახლოს მდებარე მონასტერში ცხოვრობს. ბავშვი შეშინებული იყო, კითხულობდა სად იყო, რა ქალაქი იყო ეს და რატომ დადიან კარეტები ცხენების გარეშე.

პოლიციაში გადაწყვიტეს, რომ ბიჭუნა „ჯანმრთელი არ იყო“ და ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს. ექიმის კითხვაზე, რომელი წელია ახლა, ბიჭმა უპასუხა 1695. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბიჭი სავსებით ჯანმრთელი იყო. ექიმი ლი ძალიან დაინტერესდა უჩვეულო პაციენტით. მან სხვადასხვა ექსპერტები მოიწვია ბიჭის ფენომენის შესასწავლად. დასკვნები გამაოგნებელი იყო. აღმოჩნდა, რომ ბიჭი XVII საუკუნის ჩინურ დიალექტზე საუბრობდა. ჰონ–ჰენი სავაადმყოფოში მთელი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 1996 წელს კი უკვალოდ დაიკარგა.

ექიმმა ლიმ იმ მონასტრის მოძებნა სცადა, რომელზეც ჰონ–ჰენი ყვებოდა. აღმოჩნდა, რომ მონასტერი რეალურად არსებობდა, და იგი XVII საუკუნეში იყო დაარსებული. ექიმი ლი მონასტერში გაემგზავრა და ძველ არქივებში გასაოცარ ჩანაწერებს მიაკვლია, სადაც მონასტრის მსახურს, ჰონ–ჰენს მოიხსენიებდნენ. დოკუმენტებში ნათქვამი იყო რომ ბიჭი 1695 წელს დაიკარგა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა. ჰონ–ჰენი დაბრუნების შემდეგ უჩვეულოდ გამოიყურბოდა. ამიტომ ბერებმა გადაწყვიტეს, ეს ამბავი მონასტრის ისტორიაში ჩაეწერათ. ბავშვმა მოყვა, რომ მთელი ეს დრო მეოცე საუკუნეში გაატარა და იქ ხალხი „ისეთი არაა, როგორც ჩვენთან“ – ცხენების გარეშე დადიან, ცაში დაფრინავენ და სარკეებიდან ლაპარაკობენ (ტელევიზორს გულისხმობდა).

თუ ბავშვმა შეძლო მომავალ დროში მოხვედრა და ასევე უკან, წარსულში დაბრუნება, ეს იდუმალი შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ წარსული და მომავალი ერთდროულად არსებობს.

1724 წლის 27 ივლისს ქალაქ გამლმენის მახლობლად 12 წლის ბიჭუნა დაიჭირეს. რომელმაც შემდგომ სახელი, ველური პეტრე, მიიღო. ბიჭი არ ლაპარაკობდა, პურს არ ჭამდა, ჭამდა ბალახს და ბოსტნეულს. ჭორებმა „ველური ბავშვის“ შესახებ ნგლისის მეფის, გეორგის ყურამდეც მიაღწია. მასთან გამოგზავნეს მასწავლებლები. ბიჭმა ადვილად აითვისა ქცევის მანერები, ლაპარაკის სწავლა კი ვერაფრით შეძლო.

გერმანელმა ნატურალისტებმა და მეცნიერებმა ეს ფენომენი შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვი ცხოველთა საზოგადოებაში იყო გაზრდილი. მაგრამ როგორ და საიდან მოხვდა გერმანიაში უცნობი დარჩა.

1828 წლის 26 მაისს პოლიციამ თექსვმეტი წლის, ძალიან ჭუჭყიანი, ახალგაზრდა დაიჭირა. ბიჭს ჩამოგლეჯილი ტანისამოსი და რამდენიმე ზომით პატარა ფეხსაცმელი ეცვა, თითქმის ვერ ლაპარაკობდა, ფურცელზე მხოლოდ საკუთარი სახელის დაჯღაბნა მოახერხა – კასპარ ჰაუსერი. ბიჭი მთელი დღის განმავლობაში ერთ ადგილას იჯდა, ჭამდა მხოლოდ პურს და სვამდა წყალს. უჩვეულო უნარი ჰქონდა –სიბნელეში ხედავდა როგორც კატა. არ იცოდა რა არის რძე, ცეცხლი და მანძილი ობიექტამდე. მოგვიანებით, როდესაც ლაპარაკი ისწავლა მოყვა, რომ დიდი ხანი გაატარა ბნელ ოთახში, ოთახი იმდენად პატარა იყო, ფეხზე ვერ დგებოდა. ტანსაცმელს მაშინ უცვლიდნენ, როდესაც ეძინა. ასე, რომ ბიჭი სრულიად მოწყვეტილი იყო გარემოს.

ცნობილმა ადვოკატმა ანსელმ ფონ ფეიერბახმა გადაწყვიტა შეესწავლა საქმე და ბიჭისათვის მემკვიდრეობა დაებრუნებინა. 1829 წელს კასპარი პარკში უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. მას თავზე ჭრილობა ჰქონდა. ბიჭმა თქვა, რომ თავს ნიღბიანი ადამიანი დაესხა. თუმცა, არ დაუჯერეს და იფიქრეს, ყურადღების მისაქცევად, საკუთარ თავს ზიანი თავად მიაყენაო. სამი დღის შემდეგ კასპარი გარდაიცვალა.1833 წელს გარდაიცვალა ადვოკატიც.

გაჩნდა ეჭვი რომ ჰაუსერი ბადენების პრინცი იყო, რომელიც იძულებით ჩამოაშორეს მემკვიდრეობას.

თუმცა გენეტიკურმა ანალიზმა, რომელიც კასპარის გარდაცვალებიდან 164 წლის შემდგომ ჩატარდა, აჩვენა, რომ ის არც პრინცი იყო და ბადენებთანაც საერთო არაფერი ჰქონდა.

1954 წელს იაპონიაში დააკავეს უცნაური მოქალაქე. დოკუმენტები წესრიგში კი ჰქონდა, მაგრამ პასპორტი გაცემული იყო არასდროს არსებული ქვეყნის Tuared–ის მიერ. პრესკონფერენციაზე დაკავებული ირწმუნებოდა, რომ მისი ქვეყანა მავრიტანიისა და სუდანის ქვეყნებს შორის, აფრიკაში, მდებარეობდა. გაოცებული დარჩა, როდესაც აჩვენეს რუკა და მისი „ტუარედის“ ადგილას ალჟირი აღმოაჩინა. ამ ადგილას მართლა ცხოვრობენ „ტუარეგების“ ტომი, როგორც ჩანს განსხვავება მხოლოდ ერთ ასოშია. თუმცა, ტუარეგები არასდროს ფლობდნენ სუვერენიტეტს. ეს კაცი ან მომავლიდან იყო და ან პარალელური სამყაროდან.

წყარო: presa.ge

მსგავსი ამბები

Back to top button