გართობა

სტერეოტიპების, მითების და სცენარების სამყარო

807e601cec81

ყველა ჩვენთაგანი ბავშვობიდანვე წერს გარკვეულ სცენარს, რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა მონაკვეთი და დასასრული. სცენარის ძირითადი სიუჟეტი ადრეულ ბავშვობაში იწერება, ჯერ კიდევ სანამ ენას ავიდგამდეთ. შემდგომ ის იხვეწება და სადღაც შვიდი წლისათვის უკვე “სრულებით,, ჩამოყალიბებულია. ზრდასრულობისას ჩვენ ჩვეულებრივ ვერც კი ვაცნობიერებთ ამ სცენარს. თუმცა ზუსტად მივდევთ მას და ვისწრაფით მასში გათვალისწინებულ ფინალურ სცენისკენ. სცენარის განხორციელებაში ხშირად თამაშები გვეხმარება, რომლებიც შეიძლება ითქვას პატარ–პატარა მიზანსცენებს წარმოადგენს ცხოვრების დიდ სპექტაკლში.

ასევე ბავშვობიდანვე ვამჩნევთ, რომ ჩვენს ოჯახში ზოგი გრძნობა მიღებულია, ხოლო ზოგიც მიუღებელი და აკრძალულიც კი. ასეთ სიტუაციაში, თუ სასურველის მიღება გვინდა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მიღებული გრძნობები და განცდები. ეს დასკვნა არაცნობიერ დონეზე კეთდება. როდესაც ზრდასრულ ასაკში ვათამაშებთ ჩვენს ცხოვრებისეულ სცენარს, ჩვენ კვლავინდებურად ვუარყოფთ ჩვენს ჭეშმარიტ განცდებს და “მიღებული” განცდებით ვხელმძღვანელობთ. სწორედ ამგვარ “მიღებულ” განცდებს. თამაშის პროცესში რაც უფრო მეტ ,,მისაღები’’ განცდებს გამოვხატავთ მით მეტ მარკას (ქულას) დავაგროვებთ. სწორედ ამაზე ეწყობა თამაშები – ეს არის სტერეოტიპული თანმიმდევრობა, რომელიც მიზნად ისახავს ,,მისაღები’’ გრძნობების გამოხატვასა და მათ შედეგად სასურველის მიღებას. თუმცა ხშირ შემთხვევაში ჩვენს მიერ გამოხატული ,,მისაღები’’ გრძნობები, თუ ქცევითი სტერეოტიპები შესაძლოა მიუღებელი ან გაუგებარი აღმოჩნდეს გარშემომყოფებისათვის. ასე რომ გვიწევს სხვა გზების ძიება, რათა როგორღაც მოვიპოვოთ მხარდაჭერა.

ჩვენ ვცხოვროთ მითები სდა სტერეოტიპების სამყაროში.

სტერეოტიპები წარმოადგენს ადამიანების გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებულ განზოგადებებს, რომელიც გარკვეულ მახასიათებლებს მიაწერენ მთელ ჯგუფს. ეჭვი არ არის, რომ თქვენ სტერეოტიპების ფართო სპექტრს იცნობთ. რა შეხედულებები გაქვთ კაცებსა და ქალებზე? სიყვარულზე, მეგობრობაზე? აზიელებზე, ევროპელებზე, კავკასიელებზე ქართველებზე? რა გავლენას ახდენენ ეს შეხედულებები, ამ ადამიანებთან თქვენს ურთიერთობებზე? თქვენი შეხედულებების გამო თავს არიდებთ ხოლმე მათთან ურთიერთობას?

ვინაიდან სტერეოტიპები ასე ძლიერად ერთვებიან მოლოდინებში, ისინი ხშირად უწყობენ ხელს იმ სიტუაციების წარმოქმნას, როდესაც ადამიანები თვითონ აგებენ საკუთარ სოციალურ რეალობას. გაითვალისწინეთ, რა როლს ასრულებენ სტერეოტიპები იმ შეფასებით მსჯელობებში, რომლებიც სოციალურ გარემოში რაიმეს “არსებობას” ეხება. ადამიანები “მონაცემების ნაკლებობის” საკუთარი სტერეოტიპებიდან გამომდინარე ინფორმაციით შევსების ტენდენციით ხასიათდებიან: “მე არ ვაპირებ ნატას მანქანაში ჩაჯდომას – ქალები საშინელი მძღოლები არიან”. ასევე, ადამიანებს შეუძლიათ (არა აქვს მნიშნელობა, იციან თუ არა) სტერეოტიპული ინფორმაციის ქცევითი დადასტურებისათვის გამოყენება. მაგალითად, თუ თქვენ ასაბუთებთ, რომ ბიჭები ცუდი მეგობრები არიან, თქვენ არასოდეს მისცემთ მათ შესაძლებლობას, რომ საწინააღმდეგო დაგიმტკიცონ. ამაზე უარესი ისაა, რომ გაიმყარებენ თუ არა საკუთარ მოსაზრებებს, ადამიანები აღარაფრად აგდებენ სხვების, მათი სტერეოტიპებისთვის შეუსაბამო მოსაზრებებს.

დარწმუნებულიც რომ იყოთ, რომ თქვენ არ გაგააჩნიათ ცრურწმენები, მაინც სავარაუდოა, რომ თქვენც გაქვთ თანამედროვე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები. ამ სტერეოტიპების ცოდნამ, შესაძლოა, გიბიძგოთ არაცნობიერ დონეზე მათი გამოყენებისაკენ.

იმ ადამიანებმაც კი, რომელთა შეხედულებებიც თავისუფალია ცრურწმენებისგან, შესაძლოა, მაინც განახორციელონ ავტომატური აქტები, რომლებიც გულისხმობენ წარსული და აწმყო გარემოცვის მრავალი წყაროდან მიღებულ გაუცნობიერებელ ცრურწმენებს. შეხედეთ თქვენ მეგობრებს: ისინი იგივე ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნიან, რომელსაც თქვენ? თუ ასეა, რატომ?

ჩვენ მივედით იმ სავალალო დასკვნამდე, რომ ცრურწმენის შექმნა ადვილია, მაგრამ დაძლევა ძნელი. მიუხედავად ამისა, სოციალური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების პირველი დღეებიდანვე მეცნიერები ებრძვიან მათ.

ასევე მნიშვლელოვანია მითები, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დღევანდელი ქართული რეალობის მითებია:

1. ამ ქვეყანაში მაინც არაფერი გამოვა

2. ყველაფერი პოლიტიკოსების ბრალია

3. რაც არ უნდა გააკეთო მაინც ვერაფერს მიაღწევ

4. უნდა გყავდეს ,,კრიშა’’, ზურგი, რომ რაიმეს მიაღწიო

დანარჩენი თქვენ დაამატეთ.

გაგრძელება იქნება…

პატივისცემით: გიორგი დონაძე

მსგავსი ამბები

Back to top button