გასართობისაკითხავისასარგებლო

ტანგო

af9169ce2cef

ტანგო მეცხრამეტე საუკუნის პირმშოა და ის ბუენოს-აირესში იშვა. მერე ნელ-ნელა დაიპყრო მთელი არგენტინა, ურუგვაი, კუბა. ეს ქვეყნები დღემდე ექიშპებიან ერთმანეთს და იჩემებენ ტანგოს.

ტანგო იმისთვის შეიქმნა, რომ ქალს თავისი ადგილი სცოდნოდა და ამისგან მაქსიმალური სიამოვნებაც მიეღო. ტანგოში ქალი პარტნიორის, ანუ მამაკაცის გარეშე, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ტანგოში არ არის მიღებული, პარტნიორებმა ერთმანეთს უყურონ, გაუღიმონ ან ილაპარაკონ. მნიშვნელობა მხოლოდ მოძრაობებს აქვს.

cba67a8d9927

ალბათ, ტანგო დიდხანს იქნებოდა „ველური,” არგენტინიდან ევროპაში რომ არ მოხვედრილიყო. მისი ღირსებები პირველად ფრანგებმა შეაფასეს. 1913 წელს ცეკვამ ნიუ-იორკშიც შეაღწია.

სანამ ელიტურ სალონებში ტანგოზე ბოდავდნენ, ცენზურას, როგორც ჩანს, არ ეძინა. პაპმა ბენედიქტე მეთხუთმეტემ ტანგო უღირს, აღვირახსნილ ცეკვად გამოაცხადა და აკრძალა. მის განცხადებაში ნათქვამი იყო – ტანგო დაანგრევს ოჯახებს და მოკლავს კეთილგონიერებასო. პარიზის არქიეპისკოპოსმა ლეონ ადოლფ ამეტმა სწრაფად აუბა მხარი რომის პაპს და მრევლს ამ უზნეობაში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. კაიზერ ვილჰელმ მეორემ ყველას გააგებინა, რომ მამაკაცი, რომელიც ტანგოს იცეკვებდა, შეარცხვენდა მუნდირისა და ერის ღირსებას.

ამ აკრძალვებიდან მაინც არაფერი გამოვიდა. გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, ტანგომ მაინც მოახერხა მატერიკის დაპყრობა და საყოველთაო სიყვარულიც მოიპოვა.

ტანგოს უკვდავსაყოფად ორი მონუმენტია აღმართული. 1998 წელს დაიდგა პატარა, არგენტინულ ქალაქში ვილია-ჰესელში.

მერე იყო 3,5-მეტრიანი ქადაკება – სკულპტორ ესტელა ტრებინოს ქმნილება, ბუენოს-აირესში, პუერტო-გადეროს რაიონში.

ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ბრენდი „ტანგო”, არგენტინის ეკონომიკას 180 მილიონი დოლარით ამდიდრებდა წელიწადში.

bf48312259a0

ყოველ წელს ბუენოს-აირესში ტანგოს ფესტივალი იმართება და ამ დროს ხაზინა ნახევარი მილიარდით ივსება. ბუენოს-აირესში ტანგოს მსოფლიო მუზეუმია. ის 2003 წლის დეკემბერში გაიხსნა.

2009 წლის 30 სექტემბერს ტანგო, ჩინურ დამწერლობასთან და აზერბაიჯანელ პოეტ-აშიკებთან ერთად, იუნესკოს არამატერიალური საგანძურის ფონდში შევიდა.

d31b5afcc048
ასტორ პიაცოლა

ტანგოს საუკეთესო ავტორად დღემდე ასტორ პიაცოლაა მიჩნეული.

cce244aac27b
კარლოს გარდელი

af4fa2a560b7
კარლოს გარდელის მონუმენტი

11 დეკემბერი ტანგოს საერთაშორისო დღეა. ამ დღეს დაიბადა ტანგოს უბადლო და საუკეთესო შემსრულებელი კარლოს გარდელი. 1935 წელს ის ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

მსგავსი ამბები

Back to top button