გასართობისაკითხავისასარგებლო

რატომ ესიზმრებათ ქალებს უფრო მეტი კოშმარი?

center

პოპულარულმა ბრიტანულმა გაზეთმა The Sun-მა გამოაქვეყნა დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის კვლევები. მკვლევარებმა გამოკითხეს მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლები და გაირკვა, რომ  მამაკაცების სიზმრების 19%, ხოლო ქალების 30% კოშმარია. შემდეგ ამ ადამიანებმა ფსიქოლოგებთან ერთად ახსნეს, თუ რატომ ხედავენ ქალები უფრო მეტ კოშმარს, ვიდრე მამაკაცები.

ქალებს უფრო მეტად ველური სიზმრები ესიზმრებათ, რაც შესაძლებელია მათი ჰორმონების ბრალი იყოს, რადგან ყოველთვიურად სხეულის ტემპერატურის მატება და განვითარების ციკლის პერიოდული ზრდა იწვევს უფრო ნათელ, ექსტრავაგანტულ ოცნებებსა და სიზმრებს – აცხადებს დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის რექტორი.

კოშმარმა თქვენ შეიძლება საგონებელში ჩაგადაგდოთ და უკვე გამოფხიზლებულებმა იკითხოთ : “ღმერთო ჩემო, რა ჯანდაბას ნიშნავს ეს?!”

ასეთი სიზმრები წარმოიშობა თქვენს ლიბიდურ სისტემაში, ტვინის პრიმიტიულ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს ძლიერ ემოციებზე. სანამ ჩვენ გვძინავს, ლიბიდოს სისტემა ახდენს ემოციურ წმენდას, ცდილობს გაექცეს ყოველდღიური ცხოვრების წესს. ეს იწვევს ჩვენი სიზმრებს სიამტკბილობას, ან პირიქით, კოშმარებს, რომლებიც ჩვენს ტვინში “ბლატაობენ” თავიანთ საკუთარ ენაზე.

ლიბიდოს სისტემა 

center

კვლვევების თანახმად გამოვლინდა ხუთი სიზმარი და ხუთი კოშმარი, რომელიც რაიმე მნიშვნელობის მქონეა.

ხუთი ძირითადი სიზმარი.

  1. გაფრენა, ამაღლება და/ან დაცემა.
    ფარული მნიშვნელობა : თქვენ იმყოფებით პიროვნული ზრდის პოზიტიურ პერიოდში.-რა უნდა მოიმოქმედოთ : დაფიქრდით, თუ რა ხდება კარგი და სხვა თვისებები, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას მოაქციეთ ამ პოზიტიურ არეში.
  2. სექსუალური კავშირი ცნობილ ადამიანთან, მეორე ნახევართან, საუკეთესო მეგობართან და ა.შ
    ფარული მნიშვნელობა : კლასიკური სიმბოლიკა სურვილის შესრულებისა. თქვენმა მძინარე ტვინმა შეგისრულათ სურვილი, რომელსაც ასე ნატრობთ, თუმცა რეალურ ცხოვრებაში არ იკადრებთ მის შესრულებას.რა უნდა მოიმოქმედოთ : დატკბით ამ სიზმრით, ეს უსაფრთხოა – ასეთი სიზმრები განმეორდება, თუ თქვენი “ოცნების” პარტნიორისადმი რეალურად გაქვთ სიმპატიები. ასეთ შემთხვევაში  ძალიან ფრთხილად განაგრძეთ მასთან ფლირტი.
  3. წარმატების მიღწევა,ფულის ან ძვირფასეულობის პოვნა.
    ფარული მნიშვნელობა : ეს შეიძლება ნიშნავდეს სურვილის ახდენას ან რაიმე კარგის სიმბოლურ მნიშვნელობას, რომელიც თქვენ განიცადეთ – არ არის აუცილებელი ფულით სავსე ჩემოდნის პოვნა.რა უნდა მოიმოქმედოთ : დაფიქრდით რა განიჭებთ ემოციურ სიმდიდრეს, რომელიც გეხმარებათ სამსახურის ხალისიანად შესრულებაში, ან სხვა ნებისმიერ საქმეში. კონცენტრირებული იყავით ამაზე, რათა უკეთ ირწმუნოთ ეს შესაძლებლობა და სხვა საქმეებშიც გამოიყენოთ. შეიძლება ამას დავარქვათ “მცირე წარმატების ფორმულა”.
  4. სკოლაში სანიმუშო ადამიანი – სკოლის წლების დაბრუნება.
    ფარული მნიშვნელობა : ეს ნიშნავს, რომ არსებობს ვინმე, ვისი ყურადღებისთვისაც თქვენ იბრძვით – თქვენი უფროსი, კოლეგა ან თუნდაც პარტნიორი. სკოლის წლების დაბრუნება სიმბოლოა იმ დროის, როდესაც ჩვენ უნდა მოვწონებოდით ადამიანებს.რა უნდა მოიმოქმედოთ : გამოარკვიეთ რატომ უნდა მოეწონოთ ვინმეს? იქნებ თქვენი თავის კარგი კუთხით დანახვა გსურთ ?
  5. გასაოცარი თმა, მომხიბვლელი ფიგურა და ლამაზი ტანისამოსი.
    ფარული მნიშვნელობა :  შესაძლოა მივიჩნიოთ კლასიკურ ოცნებად ლამაზ ფიგურაზე. ასევე შესაძლოა დაგესიზმროთ,  როცა თქვენ კარგად აცნობიერებთ თქვენს ვიზუალურ სილამაზეს.რა უნდა მოიმოქმედოთ : ეცადეთ თქვენს ვიზუალურ სილამაზეს, თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა შეუსაბამოდ. ასე უფრო ჩამოყალიბებული იქნებით.

 

center

სიზმრები დასრულებულია.ნასიამოვნებ გონებას კოშმარები ცვლიან.

ხუთი ძირითადი კოშმარი.

  1.  ამოჩემება უცნაური მონსტრებისგან, მოჩვენებებისგან.
    ფარული მნიშვნელობა : ეს თქვენს ცუდ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.რა უნდა მოიმოქმედოთ : იყავით უფრო მობილიზებულნი. ისწავლეთ უარის თქმა სასიამოვნო, თუმცა მავნე სურვილებზე.
  2. კბილების ცვენა.
    ფარული მნიშვნელობა : თქვენ გაქვთ კომუნიკაციის პრობლემა. არ ხართ კომუნიკაბელური, თანაც თქვენი აზრის დაფიქსირება გიჭირთ ლექსიკური მარაგის სიმცირის გამო.რა უნდა მოიმოქმედოთ : ივარჯიშეთ სახში, ელაპარაკეთ საკუთარ თავს, განსაზღვრეთ სად რა უნდა თქვათ.  შენიშვნები ჩაინიშნეთ დღიურში.
  3. საზოგადოებაში პოულობ შენ თავს შიშველს.
    ფარული მნიშვნელობა : ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაცილებით მეტი ცუდის გაკეთება შეგიძლიათ, ვიდრე აკეთებთ. თქვენი საქციელით, პარტნიორს ვალდებულს ხდით ცუდად მოგეპყროთ.რა უნდა მოიმოქმედოთ : წარმოიდგინეთ, ვითომ თითოეულ თქვენ საქციელს დიდი პუბლიკა აკვირდება. მოემზადეთ, ისე როგორც პრეზენტაციისთვის ემზადებიან. მართეთ თქვენი თავი, დაიოკეთ ნერვები.
  4. თვითმკვლელობა, ან უბედური შემთხვევა.
    ფარული მნიშვნელობა : შენ თვლი, რომ შენთვის სიცოცხლე დასრულებულია.რა უნდა მოიმოქმედოთ : გაუმხილე მეგობარს, რომ შენ სტრესულ მდგომარეობაში ხარ. ესაუბრეთ მას ამაზე, სთხოვეთ დახმარება მანამდე სანამ თქვენ ძალას არ დაიბრუნებთ.
  5. ცდილობთ, რომ გზა გაიკვლიოთ, მაგრამ ვერ პულობთ.
    ფარული მნიშვნელობა : თქვენი ცხოვრება ქაოსურია, თქვენ ყოველთვის აცილებთ დათქმულ თარიღს და აგვიანებთ.რა უნდა მოიმოქმედოთ : დაგეგმეთ თქვენი განრიგი ჭკვიანურად. გამოცხადდით ადგილზე ათი წუთით ადრე და დაიწყეთ საქმის კეთება ნაადრევად. განთავისუფლდით ვალდებულებებისგან, რომელთა დაძლევაც თქვენ ახლა არ შეგიძლიათ.

Dima Sanaia | Create your badge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close