ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ფოტოშოპია? სრულებითაც არა….
აფრიკულ შავ მარტორქებს დიდი საფრთხე შეექმნათ ბრაკონიერების გამო. შავ ბაზარზე მათ რქებს დიდი გასავალი აქვს.. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 341 მარტორქა განადგურდა 2011 წელს, შარშან კი ეს რიცხვი 333-ს აღწევდა.
ბუნების გადარჩენის მსოფლიო ფონდი დაეხმარა აფრიკის რესპუბლიკას მარტორქების დაცვაში. მათ მარტორქები გადაიყვანეს საჰაერო ტრანსპორტით აღმოსავლეთ კაპიდან ჩრდილოეთ ლიმპოპოში, ანუ 1000 მილის მოშორებით.
რა თქმა უნდა, ვეტერინარი ყოველთვის მზად ჰყავდათ რაიმე უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟღერს არასასიამოვნოდ, საშინლადაც კი, მაგრამ ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ტრანსპორტირების ასეთი გზა ყველაზე ადვილი იყო.
p.s. ექსპერტების ფიცი-მტკიცის მიუხედავად, მაინც მებრალება ეს საცოდავები. აბა როგორია, თავდაყირა გაფრინონ აქეთ-იქით…..:(