გასართობისასარგებლოუცნაური

როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში

255d378402ad

ახალ წელს, რომელიც ჩვენთან გაშლილი სუფრის ირგვლივ შემომსხდარი ახლობლების წრეში აღინიშნება, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხვდებიან. თუ გაინტერესებთ როგორ ეგებებიან ახალი წლის შემობრძანებას ჩვენთვის ნაცნობ თუ უცნობ ქვეყნებში, გააგრძელეთ კითხვა.

a1d970c8657b

არგენტინა : ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ, ბუენოს–აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით “იმოსება”. ერთ–ერთი გაზეთის რედაქცია ქაღალდების ფრიალით იმდენად მოიხიბლა, რომ მთელი არქივი ფანჯრიდან მოისროლა. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არვინ არფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი, ახალი წელი არ იქნებოდა.

255d378402ad

ავსტარლია : საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის პაპის ხილვა მხოლოდ სიდნეის პლაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის პაპას მაინც აქვს ტრადიციული სანტა კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ავსტრალიელები დილის 5–6 საათზე იღვიძებენ, სამაგიეროდ უკვე ათი საათისთვის იძინებენ. ახალი წლის ღამე აქაც გამონაკლისია, თუმცა შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს.

056e5ae70d83

ავსტრია : ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული “მსოფლი ზარის” საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედიერების მომტანად მიაჩნდათ.

e5e35d19d163

ბირმა: იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამინები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერი გასაბრაზებელი არ არის, რადგან წყლის მისხმა ტრადიციაა და კეთილგანწყობას გამოხატავს,

3b0d5896de51

ბულგარეთი: ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის (რატომ მაინდამაინც შინდის, უცნობია) ჯოხს ეძებენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას კიდევ ერთი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბულგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია.

5f1dbd105f86

საბერძნეთი: ბერძნული ტრადიციის თანხმად, ზუსტად თორმეტ საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში შესვლისას მასპინძელს ეუბნებიან: “დაე, ჩემი მასპინძელი ქისა (ანუ საფულე) ამ ქვასავით მძიმე იყოს”

იმედია მოგეწონათ. ეს ჩემი პირველი პოსტია. ნუ იქნებით ზედმეტად კრტიკულები. :)) თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ…

წყარო: literatura.mcvane.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close