არქივი

რამდენია ლოტოში მოგების შანსი?

jamnc

სტატისტიკური მონაცემებით სხვადასხვა გათამაშებებში მოგების შანსი დაახლოებით ერთია 18 მილიონში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდი შანსი გაქვთ მეხი დაგეცეთ, ვიდრე ლატარეაში ჯეკპოტი მოხსნათ. ოდნავ უკეთესია მოგების შანსი თუ კაზინოში ითამაშებთ, დაახლოებით ერთი ასი ათასთან.


მსოფლიოში კი ყოველწლიურად ერთი მსხვილი ჯეკპოტი მაინც იხსნება, ზოგიერთ შემთხვევაში კი მოგება 300 მილიონსაც კი აჭარბებს. აი მაგალითებიც:

1989: 76 წლის ასაკში, ელმერ შერვინმა მოიგო 4,6 მილიონი მზარდ მეგაბაქს ჯეკპოტში. 16 წლის შემდეგ, 2005 წელს, 91 წლის ასაკში, მან 21 მილიონის მოგება მოახერხა!

1997: ავსტრალიელმა მილიონერმა, კერი პაკერმა, მოიგო 20 მილიონი ლას ვეგასის MGM Grand-ში, მაგრამ 2 წლის  შემდეგ მანვე 28 მილიონი წააგო.

2000: ორმა წყვილმა, ლარი და ნანსი როსებმა მიჩიგანიდან და ჯო და სიუ კაინცებმა ილინოისიდან გაიყვეს 363 მილიონი.

2002: ე.წ. Powerball lottery-ში ენდრიუ ვიტაკერმა მოიგო 314,9 მილიონი.

2003: ერთი ახალგაზრდა The Excalibur Hotel and Casino-დან 39,7 მილიონით გავიდა.

2005: ეუროლოტოში დოლორეს მკნამარამ 160 მილიონი მოიგო

2006: 8 ყასაბმა 365 მილიონი გაყო ლოტოში

2007: პენსიაზე გასულმა მუშამ ოჰაიოდან 314 მილიონი მოიგო Powerball-ში. 2-მა ბილეთის მეპატრონემ, ერთმა ნიუ ჯერსიდან, ხოლო მეორემ ჯორჯიიდან 390 მილიონი გაიყვეს.

ბოლო მსხვილი მოგება 2011 წელს შოტლანდიაში დაფიქსირდა, შოტლანდიელმა წყვილმა ეურომილიონში 262 მილიონი მოიგო.

თქვენი აზრით დაახლოებით რამდენია იმის შანსი, რომ ქართულ ლოტოს გათამაშებაში მოიგებთ?

აღნიშნულის შანსი მხოლოდ 1-ია 1 947 792-ში, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც იმის შესაძლებლობა, რომ მეხი დაგეცემათ ან ერთდროულად 4 ტყუპს გააჩენთ ან უკეთესი, უფრო მეტია შანსი იმისა, რომ ხამანწკის ჭამისას მარგალიტს აღმოაჩენთ.

თუ არ გჯერათ, თქვენით დაიანგარიშეთ: http://www.webmath.com/lottery.html

წყარო: smartblog.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button