ახალი ამბებიუცნაური

ტურისტებმა უცხოპლანეტელები სრულიად შემთხვევით გადაიღეს

სენსაციური ვიდეომასალა გაავრცელა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ცნობილმა მკვლევარმა მაიკლ კოენმა. მისი ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიაში, სადაც ბრიტანელი ტურისტები ვიდეოზე იღებდნენ ადგილობრივ ბავშვებს (შემთხვევა 20 ოქტომბერს მოხდა), ვიდეოკამერამ სრულიად შემთხვევით გადაიღო უცნაური, არამიწიერი არსებები, რომლებიც ადამიანებს ტყიდან უთვალთვალებდნენ. კოენი ამტკიცებს, რომ ეს არსებები უცხოპლანეტელები არიან და მეტიც: ის მიიჩნევს, რომ ვიდეო დედამიწაზე უცხოპლანეტელების ყოფნისა და ადამიანთა სიახლოვეს მათი ტრიალის ყველაზე თვალნათლივი დადასტურებაა. ვიდეოთი უკვე დაინტერესდა მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალება. კადრებში აშკარად ჩანან პატარა, უცნაური ფორმის არსებები, რომლებიც ტყეს აფარებენ თავს და რომელთა აღნაგობა მართლაც ემთხვევა უცხოპლანეტელების დღემდე გავრცელებულ აღწერათაგან ყველაზე გავრცელებულ აღნაგობას.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close