თქვენი არ ვიცი და მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ კაცობრიობას აქვს ოპტიმიზმის საფუძველი…
უბრალოდ დააჭირეთ play-ის.
Hosted by kiwi6.com file hosting.
ახლა ნახავთ, თუ რატომ უნდა ვიყოთ ოპტიმისტები.
მოსახლეობის კატასტროფული მატება
თუ ასე გაგრძელდა, დედამიწა თავისი რესურსებით ვეღარ შეგვინახავს და ადამიანთა მოდგმა აღარ იარსებებს.
ეკოლოგიური და ბიოლოგიური კატასტროფები
მრავალი მეცნიერი ირწმუნება, რომ ეკოლოგიური და ბიოლოგიური კატასტროფები კაცობრიობას ბოლოს მოუღებს. ცოტა ხანში გავრცელდება ეპიდემიები, კვებითი ჯაჭვი დაიწყებს წყვეტას და ადამიანებიც გადაშენების გზას დაადგებიან.
ატომური ომი
მსოფლიოში ატომურ ბომბს ოფიციალურად 9 ქვეყანა ფლობს. თუ ატომურმა ომმა იფეთქა, მსოფლიო განადგურდება. ვინც აფეთქებას გადაურჩება, 6 თვეში რადიაციის შედეგად დაავადდება და 24 თვეში ადამიანები უკვე აღარ იარსებებენ.
ასტეროიდები და მეტეორები
მეცნიერების აზრით, ამის საშიშროება არსებობს. თუ დედამიწას ისეთი ასტეროიდი დაეჯახა, როგორიც პლანეტა სატურნს 1994 წელს, იგი გახვრეტილ საფერფლედ იქცევა.
ტექტონური ძვრები
მეცნიერები აკვირდებიან ტექტონურ ძვრებს დედამიწის სიღრმეში და ზოგიერთი მათგანი პროგნოზირებს, რომ დედამიწას, შესაძლოა, მიწისძვრები და ცუნამი ერთად დაატყდეს თავს და კაცობრიობა სრულიად გაანადგუროს.
ვულკანები
არ გამორიცხავენ, რომ დედამიწაზე დაიწყოს ვულკანების ამოქმედების სწრაფი და შეუქცევადი პროცესი, რის შემდეგაც იგი პირდაპირი გაგებით ჯოჯოხეთად იქცევა.
გამყინვარება
ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კაცობრიობა გამყინვარების პოტენციური მსხვერპლია.
გლობალური დათბობა
უკვე ბევრი ამტკიცებს, რომ გლობალური დათბობა შეუქცევადი პროცესია, რომელიც ახლო მომავალში შეიწირავს მსოფლიოს მოსახლეობას.
მთვარე
მთვარე, რომელიც დედამიწას უამრავი კატასტროფისგან იცავს, ზოგი მეცნიერის აზრით, შეიძლება ცოტა ხანში ნაკლებად აქტიური გახდეს და ადამიანთა მოდგმა საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმებისთვის გაწიროს.
მსოფლიოს კიდევ ემუქრება: სამყაროს დაბნელება, სქესთა შორის ომები, რობოტებთან ომები, გამა-სხივების აფეთქება, უარყოფითი ენერგიით დამუხტული ღრუბლები, შავი ხვრელი და სხვა საფრთხეები.
ასე რომ გაიღიმე, ხვალ უარესი დღე გველის.