გართობაკულტურა

2011 წლის 10 საუკეთესო ფილმი

6e3ba72dbf13

ჩემსავით თუ ბევრს ფიქრობთ ხოლმე  რა ფილმს უყუროთ მე შემოგთავაზებთ 10 საუკეთესოს  გაყიდვების მიხედვით მოკლე აღწერით

იმედია მოგეწონებათ…

 

 

10.X-Men: First Class
მოკლე აღწერა: ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ პროფესორი ქსავიე და მაგნეტო, მუტანტი ბავშვებისთვის ქსავიეს მიერ სკოლის დაარსები შესახებ,. და იმაზე, თუ რა მოხდა განუყრელ მეგობრებს შორის და რატომ დაშორდნენ ისინი ერთმანეთს.

 

 

9. Thor
მოკლე აღწერა: ღმერთების ქალაქ ასგარდში ცხოვრობს ძლიერი მებრძოლი თორი. თავისი უგუნური ქცევის გამო იწყება ომი, რის გამოც ღმერთები მას სჯიან, ართმევენ ძალას და დედამიწაზე აგზავნიან, ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად საცხოვრებლად. თორი იგებს, თუ რა ძნელია გახდე გმირი, როდესაც შენი სამყაროდან ბოროტი ძალა აგზავნის შავ ძალებს დედამიწის გასანადგურებლად.

 

 

8. cowboys & aliens
873 წელი, არიზონას შტატის ერთ-ერთ მიყრუებულ პროვინციაში მოდის უცნობი, რომელსაც არაფერი ახსოვს. ამ პატარა ქალაქის მოსახლეობა დაშინებულია, ყველა ცდილობს სახლში ჩაიკეტოს, ამის მიზეზი კი უცხოპლანეტელთა ქმედებებია. ისენი ხშირად თავს ესხმიან ხალხს და ყველაფერს ართმევენ. მოსახლეობის ერთადერთი გადამრჩენი სწორიდ ის უცნობია, რომელსაც ხელზე უცნაური მოწყობილობა უკეთია და თანდათან ახსენდება რა გადახდა თავს.

 

 

7.Pirates of the Caribbean 4: On Stranger Tides
მოკლე აღწერა: კაპიტან ჯეკის თავგადასავლები გრძელდება. ახლა მას თავისი წარსულიდან ქალთან მოუწევს შეხვედრა. ბოლომდე არ არის ნათელი მათი სიყვარული ნამდვილია, თუ ანჟელიკა თავს აჩვენებს, რომ შეყვარებულია და ამით სურს კაპიტან ჯეკთან ერთად მიაღწიოს სამუდამო ახალგაზრდობის წყარომდე. ანჟელიკა აიძულებს გმირს ავიდეს გემზე ”დედოფალი ანას შურისძიება”, რომელსაც საშინელი ბოროტმოქმედი ”შავი წვერი” მართავს. კაპიტან ჯეკმა აღარ იცის ვისი უფრო ეშინოდეს-საშინელი ბოროტმოქმედის, თუ თავისი ძველი მეგობრის.


 

 

6.Captain America: The First Avenger
მოკლე აღწერა: სტივ როჯერსს ჯარში წასვლაზე უთხრეს უარი. იგი მოხალისედ მიდის საიდუმლო მეცნიერული გამოკვლევების პროექტში. სწორედ აქ ხდება გმირი – კაპიტანი ამერიკა. მთავარმა გმირმა ამერიკის იდეალების დაცვას შესწირა თავი.

 

 

5.127 Hours
მოკლე აღწერა: ფილმი ალპინისტ არონ რალსთოუნზეა, რომელიც მთაზე ცოცვისას ექსტრემალურ სიტუაციაში ხვდება.

 

 
4.I Am Number Four
მოკლე აღწერა: პლანეტის 9 მაცხოვრებელი ტოვებს თავიანთ საცხოვრებელს, სანამ პლანეტა განადგურდებოდა. ისინი თავს დედამიწას აფარებენ თინეიჯერების სახით. ერთ-ერთი მათგანი, ნომერი მეოთხე, აღმოაჩენს, რომ მტერი კვლავ ნადირობს მათზე.

 

 

3. Sucker Punch
მოკლე აღწერა: 1950 წელი. ახალგაზრდა გოგონას თავისი ბოროტი მამობილი აგზავნის სულიერად ავადმყოფების დაწესებულებაში, სადაც გმირს ტრეპანაციას უკეთებენ. ტკივილებისგან თავდასაღწევად გოგონა ზღაპრულ სამყაროს იგონებს, სადაც იგი გაქცევის გეგმას იმუშავებს. ამისათვის კი მას 5 საგანი სჭირდება


 

 

2.The Hangover Part II
ბიჭების წვეულებაზე მეგობრები სასიძოს კარგავენ… და ეს ხდება ქირწილამდე 40 საათით ადრე… ახლა მათ გაბრუებული გონება უნდა დაძაბონ, რათა გაარკვიონ თუ რა მოხდა

 

 
1.Harry Potter and the Deathly Hallows
მოკლე აღწერა: ჰარი პოტერი ტრაგიკულად კარგავს ყველა თავის მეგობარს. რჩებიან მხოლოდ გაბედულები. წინ ყველა სერიის კულმინაციაა და ბრძოლა ვოლან-დე-მორტთან…

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button