გასართობიკრეატივისასარგებლო

თანამედროვე ქართული მუსიკა

e52c24bd014a
ჩემი პოსტი ძირითდად ეძღვნება მათ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში არ შეგვიძლია გემოვნებიანი მუსიკის შექმნა. ჩემი რჩევა იქნება გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ჯგუფებს.
რათქმაუნდა დღევანდელ საქართველოს ეკონომიური მდგომარეობა არასახარბიელოდ მოქმედებს ქართულ შოუბიზნესზე, თუმცა პირველ რიგში ჩვენ ერს გემოვნების პრობლემა აწუხებს. ვერ გავრკვეულვართ რა არის კარგი და რა ცუდი სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ვერ ვაფასებთ გემოვნებიან ჯგუფებს, არ ვითხოვთ მომღერლებისგან მეტ ლაივს (ფონოგრამის გარეშე) და საერთოდ მოსახლეობის უმრავლესობას სახინკლეში ან რესტორანში მოსმენილი ფონოგრამით ნამღერი გია სურამელაშვილის ნაერები ურჩევნია ყველაფერს. მოკლედ ქვემოთ პოსტში განახებთ ქართულ ჯგუფებს და მათ შემადგენლობას რათქმაუნდა ყველას ვერ ჩამოვთვლი ასე, რომ თუ მოგეწონებათ პოსტი მეორე ნაწილსაც შემოქთავაზებთ.
1) KUNG FU JUNKIE ეს ჯგუფი მღერის ინგლისურ ენოვან სიმღერებს რა თქმა უნდა ტექსტები ძალიან მართივად არის დაწერილი და მუსიკაც კარგად გასაგებია მსენელთათვის ჯანკები ოთხი წევრისგან შედგება: ზურა ჯიშკარიანი იგივე ზომბი ან Next(ვოკალი,გიტარა),თაზო ლიპარტელიანი იგივე გრინჩი ან Vicki lee(ვოკალი,კლავიში,FX),თემურ ეზუგბაია იგივე Vinda folio(გიტარა,ვიზუალური ეფექტები) და ამირან ნინუა იგივე ამიკო ან MC Cutkill (ვოკალი).

2) SvanSikh ქართული ელექტრო პოპ-დუეტია, რომელიც 2010 წელს ჩამოყალიბდა და ანანო სიხარულიძისა და ბაჩო სვანიძისგან შედგება. ალბად ძნელი მისახვედრი არ არის რომ მათ ჯგუფის სახელი მათივე გვარებიდან გამომდინარეობს.

3) Zurgi ინდი-როკ ჯფუფია რომელიც 2010 წლის ზაფხულში გახდა პოპულარული. ის პირველი ინტერნეთ ქართული ჯგუფია რომლის წევრებია გიორგი მარი და ზურა ჯავახია.მათი სიმღერები ნეტში კეთდებოდა რადგან გიორგი ჰააგაში ცხოვრობს ხოლო ზურა კი თბილისში.

4) LOUDspeakers შეიქმნა 2009 წელს. ეს ჯგუფი განეკუთვნება ინდი-ალტერნატულ ჟანრს. მასში შედიან:ლევან ცხვარაძე(ვოკალი,გიტარა),ლევან მამალაძე (ბასი),ალეკო დოლიძე (კლავიში) და დავით ცომაია (დრამი).

5) “პორნოპოეზია” ეს ჯგუფი შეიქმნა 2008 წელს. მის შემადგენლობაშ შედიან : თორნიკე ქარჩხა (ვოკალი),გიორგი სიბა (ბასი),სულხან წულუკიძე (გიტარა,კლავიში,ჰარმონიკა,ვოკალი),თორნიკე მარგველაშვილი (გიტარა), გურამ ცერცვაძე (პერკუსია) და პაპუნა ჟამიერაშვილი (დრამი).

(c) პოსტში გამოყენებულია http://tabulaart.ge/ _ის ინფორმაცია

მსგავსი ამბები

Back to top button