ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

მუსიკალური “იცით თუ არა რომ…?”

რამოდენიმე საინტერესო ფაქტი კლასიკური მუსიკის სამყაროდან :)

f3bbb0e495a2

    1. ცნობილ იტალიელ კომპოზიტორს – ჯუზეპე ვერდის, კონსერვატორიის მისაღებ გამოცდების შემდეგ დასკვნაში ჩაუწერეს, რომ იგი მუსიკისათვის პროფ. უვარგისი იყო. უბრალოდ, ”რიგოლეტოსა” და ”აიდას” მომავალ ავტორს არც საშუალო და არც დაწყებითი მუს. განათლება არ ჰქონდა მიღებული.

    20dec2db20c3

      1. ლიუდვიგ ვან ბეთჰოვენის ერთ-ერთი მოწაფე კარლ ჩერნი (ვისაც მუსიკაზე ორი წელი მაინც გივლიათ, მისი ეტიუდები მწარედ გეხსომებათ… ან ტკბილად, ჩემსავით:))) თავის მოგონებებში იხსენებდა თავის პირველ მისვლას მასწავლებლის სახლში, იგი წერდა, რომ საშინელი არეულობა იყო, არც ერთი ნივთი არ იდო თავის ადგილზე, თითქმის არც ერთი სკამი არ იყო მთელი, ხოლო თავად კომპოზიტორი იყო დაუვარცხნელი, გაუპარსავი, და მოუწესრიგებელ ტანსაცმელში გამოწყობილი. ამის გამო პატარა კარლს იგი რობინზონ კრუზო ეგონა. :)

      d057b185ad47

        1. ცნობილი კომპოზიტორი პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი მშობლების სურვილის მიხედვით უმაღლესი განათლების მისაღებად იურიდიულ სასწავლებელში სწავლობდა. რომ არა სასწავლებელში მოყვარულთათვის განკუთვნილი მუსიკის გაკვეთილები, შეიძლებოდა, გედების ტბის ნაცვლად სასამართლოზე ჩაწერილი სტენოგრამა გვქონოდა. :))

        857aab7a763a

          1. რუსული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლებს, რომლებსაც ”მძლავრ ჯგუფს” (могучая кучка) ეძახდნენ – ბალაკირევი, მუსორგსკი, რიმსკი-კორსაკოვი, ბოროდინი, კიუი – არც ერთს არ ჰქონდა მიღებული სამუსიკო განათლება, კომპოზიციას ისინი ბალაკირევის მეთაურობით სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებში გამოყენებული საკომპოზიციო ხერხების გარჩევით სწავლობდნენ.

          0d2d88fce603

            1. ცნობილი ფაქტია, რომ ვ.ა.მოცარტი რთულ ნაწარმოებებს ერთი მოსმენით იმახსოვრებდა. ყველაზე სანიმუშო დემონსტრირება კი იყო ბავშვობაში ეკლესიაში მოსმენილი პოლიფონიური საგალობლის დამახსოვრება, რომლის ნოტების გადაწერა, ან ეკლესიის გარეთ გატანა აკრძალული იყო, იგი ექსკლუზიურად პაპისთვის სრულდებოდა. პატარა ვოლფგანგმა ცხრა-ხმიანი უნიკალური საგალობელი სახლში დაბრუნებისთანავე უშეცდომოდ ჩაწერა.
            2. ლ.ვ. ბეთჰოვენის უიღბლოების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სხვებივით მლიქვნელობა არ შეეძლო. მაგრამ მისი თანამედროვეების მსგავსი მლიქვნელობა ალბათ (იმედია) არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია, მაგალითად, როგორ მოგწონთ იმდროინდელი წერილებიდან პირფერული ფრაზა: ”ვკოცნი რწყილის ნაკბენს თქვენი ბრწყინვალების ძაღლის ფეხზე…” ?

            1. ბეთჰოვენის ირონიას იწვევდა ზედმეტად მგრძნობიარე აუდიტორია. როდესაც მისი ნაწარმოებების შესრულებით გულაჩუყებულ მსმენელებს ცრემლები მოსდიოდათ, კომპოზიტორს სიცილი უტყდებოდა. თუმცა, მისი კონცერტები ყოველთვის ასეთ ნაზ ემოციებს არ იმსახურებდა. მის ენერგიულ დრამატულობას შეუჩვეველი მსმენელი ზოგჯერ დარბაზიდან შეშინებულიც გაქცეულა :) პ.ს. ზემოთ ვიდეოს კი აწერია ‘მთვარის სონატა’, მაგრამ “ეს ის მთვარის სონატა აღარაა’ :D მესამე და ჩემი აზრით, ამ სონატის უმაგრესი ნაწილი საერთოდ არაა ცნობილი, ასე რომ, მოუსმინეთ :)
            2. სერგეი რახმანინოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფორტეპიანო ნაწარმოების – პრელუდია დო-დიეზ მინორის, რომელსაც ზოგჯერ ”მოსკოვის ზარებსაც” უწოდებენ – ჩაწერის ლიცენზიაზე აშშ-ში გამოცხადდა აუქციონი, გამარჯვებულმა სტუდიამ ამ ლიცენზიის მოპოვებაში ერთი მილიონი დოლარი გადაიხადა.

            3. გაეტანო დონიცეტის ოპერა: Lucia di Lammermoor (ლუჩია ლამერმურიდან) – არის პირველი ოპერა, რომელიც საქართველოში დაიდგა. ხოლო ამ ოპერის მთავარი პერსონაჟის – ლუჩიას არია მესამე მოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არიაა ქალთა პარტიებიდან. იგი განსაკუთრებით ფანტასტიკური ჟანრის ფილმების მოყვარულებს უყვართ, სწორედ მას ასრულებს უცხოპლანეტელი დივა უკვე კლასიკად ქცეულ ფილმში ”მეხუთე ელემენტი” :)

             წყარო: მუს. ისტორიისა და მუს. ლიტერატურის სახელმძღვანელოები და კონსპექტები

            მსგავსი ამბები

            Back to top button