საკითხავისასარგებლო

2011 წლის სტიქიური მოვლენები

ახლა ჩემთვის ვათვალიერებდი ძველ პოსტებს და შემთხვევით იმ გვერდზე გადავედი სადაც იაპონიის ცუნამზე ეწერა პოსტი .. ამ დროს დავფიქრდი და გამახსენდა კიდევ რამდენი რამე მოხდა წელს , მაგალითად ავიღოთ : თურქეთის მიწისძვრა , დიდთოვლობა აშშ-ში , წყალდიდობა ტაილანდში და ა.შ. მოკლედ ეს პოსტი შეიძლება ვთავათ სულ შემთხვევით “შემომეწერა” ..

შეიძლება სისულელედ ჩამითვალოთ , მაგრამ რატომღაც მგონია რომ 2012 წლის 21 დეკემბერს სამყარო თუ არ დაიქცევა და მთელი პლანეტა არ აფეთქდება , ძალიან დიდი მიწისძვრა ან რამე ეგეთი მოხდება . მოდი ერთხელ კიდევ გადავავლოთ თვალი წლევანდელ სტიქიურ უბედურებებს :

თავიდან რა თქმა უნდა იაპონიის უდიდესი ტრაგედიით დავიწყოთ :

იაპონიის მიწისძვრის პირველი ბიძგები იგრძნობოდა 9 და 10 მარტს , რასაც მოყვა 11 მარტის 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის უდიდესი მიწისძვრა დედაქალაქიდან 400 კმ-ის დაშორებით ოკეანეში . მიწისძვრამ წარმოქმნა 10 მეტრის სიმაღლის ტალღები .

მორიგი მიწისძვრა იაპონიის ფუკუსიმას პრეფექტურაში , სადაც ორი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, თბილისის დროით 17:15 საათზე დაფიქსრიდა . მთავრობამ ევაკუაციის ზონის 20 კილომეტრამდე გაფართოება “ფუკუსიმა-1″-ზე აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გადაწყვიტა . მანამდე მცირე ხნით ადრე გამოცხადებული იყო ევაკუაცია მხოლოდ 10-კილომეტრიანი ზონიდან . ატომური ელექტროსადგურები ერთმანეთისგან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს .

შემდეგია ცოტა ხნის წინ მომხდარი თურქეთის მიწისძვრა :

თურქეთში 23 ოქტომბერს 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით განმეორებული ბიძგების სიმძლავრემ 6,1 მაგნიტუდა შეადგინა. ამასთან, 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში მეორე დღესაც განმეორდა.

ვანში ანალოგიური სიმძლავრის მიწისძვრა 1976 წელს მოხდა. სტიქიას მაშინ 3840 ადამიანი ემსხვერპლა.
ქართველი სეისმოლოგების განცხადებით კი, თურქეთში გუშინ მომხდარი მიწისძვრა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე – 1991 წლის რაჭის და 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრები.

ტაილანდის წყალდიდობა :

ტაილანდის დედაქალაქს წყლით დაფარვა ემუქრება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბანგკოკის ზოგიერთ რაიონში წყალი უკვე ნახევარ მეტრს აღწევს .ხელისუფლებამ მაშველებს ახალი არხის გაყვანის განკარგულება მისცა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ქალაქი წყლით დაიფაროს.

არსებული ცნობით, წყალმა უკვე დატბორა ჩრდილოეთ ბანგკოკი და მისი შემოგარენი.
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ტაილანდში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა. მან უკვე 380 ადამიანი იმსხვერპლა.

დიდთოვლობა აშშ-ში

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატები მოულოდნელად მოსულმა თოვლმა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა . “ბი-ბი-სი”-ს ცნობით, პენსილვანიის, მერილენდისა და დასავლეთ ვირჯინიის 44 ათასზე მეტ მცხოვრებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. თოვლმა პრობლემები ტრანსპორტის გადაადგილებასაც შეუქმნა. ფილადელფიის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათით შეყოვნდა ავიარეისები.

რამდენიმე შტატში თოვლის სიმაღლე 30 სანტიმეტრია. მეტეოროლოგების პროგნოზით, ნალექის ოდენობა სხვა შტატებშიც იგივენაირ დონეს მიაღწევს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ რეგიონებში თოვლი, ჩვეულებრივ, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის შუა რიცხვებში მოდის, ამიტომ ნაადრევად მოსული თოვლი, შესაძლოა, რეკორდულად ჩაითვალოს. სანაპიროსთან მოახლოებული ქარიც, შესაძლოა, შტორმად იქცეს.

მოკლედ ჩემი აზრი ასეთია , რომ 2012 წელს რაღაც დიდი უბედურება მოხდება … იმედია მოგეწონათ ….

ამედევნეთ ტვიტერზე

LuKa KiLa

პ.ს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მინდა მივულოცო უცნაურს დაბ დღე (ძაან დაგვიანებით მომივიდა) … ყველა ლუკას ლუკაობა (ეს იმიტო მახსოვს რომ მეც ლუკა ვარ :დ) და Happy Halloween !!


LuKa KiLa | Create your badge

თეგები

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close