ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

გვემუქრება თუ არა მოაის ცივილიზაციის ბედი?!

აღდგომის კუნძულზე არსებობდა მოაის ცივილიზაცია. ეს ცივილიზაცია ერთ-ერთი იდუმალი და საინტერესოა კაცობრიობის ისტორიაში. მოაის ხალხის მიერ აგებული მოაის ქანდაკებები, დღეს მარტო დაჰყურებენ კუნძულის შიდა სივრცეს. ოდესღაც ამ კუნძულზე დიდებული ცივილიზაცია სახლობდა, მაგრამ ეს ცივილიზაცია გადაშენდა. მისი გადაშენების მიზეზი, შეიძლება მთლიანი კაცობრიობის გადაშენების მიზეზი გახდეს.

საქმე იმაშია, რომ მოაის ხალხი გრანდიოზული ზომების მონუმენტებს აგებდა და კუნძულის მთელ რესურსებს ამ მონუმენტებზე ხარჯავდა. განსაკუთრებით კი ხე იყო საჭირო. ოდესღაც აღდგომის კუნძულზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი პალმები ხარობდა. მოაის ხალხმა კი ყველა პალმა გაანადგურა. მხოლოდ ნაგებობებზე ზრუნვამ მეურნეობაც გაანადგურა. დაიწყო შიმშილი. შიმშილით შეწუხებული მოსახლეობის დაბალი ფენა “მოკლეყურიანები” აჯანყდნენ და გაანადგურეს არისტოკრატული ფენა “გრძელყურიანები”. მოკლეყურიანებმა შიმშილის გასაქრობად არისტოკრატების ხორცის ჭამა დაიწყეს. როცა ეს ხორცი გამოილია მდაბიოები ერთმანეთის ჭამაზე გადავიდნენ, საბოლოოდ კი ცივილიზაცია გადაშენდა.

თანამედროვე მსოფლიოშიც შეიძლება იგივე მოხდეს უახლოეს მომავალში. ნელნელა იწურება სიცოცხლისთვის საჭირო პროდუქტები, მოსახლეობა კი იზრდება და იზრდება.

ადამიანის სასიცოცხლოთ უმნიშვნელოვანესი პროდუქტია წყალი. ჩვენ, ქართველებს წყლის პრობლემა არ გვაწუხებს და დიდი ხანი არც შეგვაწუხებს. მაგრამ მსოფლიოს მრავალ ხალხს წყლის პრობლემა უკვე აწუხებს. მაგალითად ისრაელი. მთელი ისრაელი იორდანეს წყლით მარაგდება. ასეთი ინტენსიური გამოყენების გამო იორდანე მკვდარ ზღვამდე ვეღარ აღწევს. მკვდარი ზღვა კი ყოველ წელიწადს იკლებს სიღრმეში. ასევეა მდინარე კოლორადოც, რომელიც მთელ ჩიკაგოს ამარაგებს. ახალი ამბავი არ არის ის, რომ ინდოეთს წყლის პრობლემა აწუხებს. ინდოეთში ამოთხრილი ჭები სულ უფრო და უფრო ღრმად ამოთხრას საჭიროებს. როგორც ვიცით, მდინარე მთაში იღებს სათავეს და მთის თოვლის საფრით საზრდოობს. ბუნებრივი დათბობის გამო თოვლის საფარი მთის მწვერვალზე სულ უფრო ნაკლები ხდება, შესაბამისად მდინარე ნაკლებ წყალს იღებს. უდაბნოში გაშენებულ ქვეყნებს- მაგალითად ისრაელს, არაბეთს, ინდოეთს, დიდი საფრთხე ემუქრებათ წყლის მხრივ.

მსოფლიო მოსახლეობის და სამრეწველო საქმიანობის დიდად გაზრდამ მოითხოვა ახალი ტერიტორიები. ამის გამო ჩეხავენ ტყეებს. მაგალითად კუნძულ ბორნეოზე არსებობდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ტყე. ზეთის ფაბრიკების ასაშენებლად ამ ტყის უმეტესი ნაწილი გაიჩეხა.

სიცოცხლე 4 მილიარდი წლის წინ გაჩნდა, ადამიანი კი მხოლოდ 200 ათასი წელია, რაც არსებობს, მაგრამ უკვე დაარღვია ბუნებრივი კავშირები. განსაკუთრებით კი ბოლო საუკუნეში. ჩვენი წინაპრები მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობდნენ. ადამიანის მიერ ჩადენილი საქმეები, უარყოფითად მოქმედებს ფაუნაზეც. ინდუსტრალიზაციამდე გაცილებით მეტი ცხოველის სახეობა არსებობდა ვიდრე დღეს არსებობს.

ბუნებრივმა დათბობამ გამოიწვია გრელანდიის სანაპირო ზონების გადნობა, გაჩნდა უამრავი მდინარეები, რომლებიც ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში ჩაედინება და მსოფლიო ოკეანეების დონის მომატებით იმუქრება. დატბორვა ემუქრება ყველა კონტინენტის სანაპირო ზონებს. წყალში ჩაიძირება უამრავი კუნძული. მოსახლეობა კონტინენტების შიგნით გადმოიწევს და ცხოვრება დიდად გაჭირდება.

რახან ტექნოლოგიები დავხვეწეთ და ბუნებას დავშორდით თავი მაგარი გვგონია, სინამდვილეში კი ბევრ რამეს ჩვენსავე საზიანოდ ვაკეთებთ. რესურსები იწურება ადამიანების რაოდენობა კი იზრდება, ზუსტად ასეთი მდგომარეობა იყო აღდგომის კუნძულზე, სწორედ ამიტომ გადაშენდა მოაის ცივილიზაცია. ნეტა რას ვიზამთ ნავთობი და გაზი, რომ აღარ იქნება?!
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ბუნებრივი დათბობის გამო გვემუქრება. დღეს, ჩრდილოეთ ციმბირში ისეთი სიცივეა, რომ მიწაც კი გაყინულია. ამ მიწის ქვეშ, მომწამლელი ნივთიერების მეთანის დიდი მარაგია. ბუნებრივი დათბობის გამო თუ ეს მიწა გადნება და მეთანი გამოთავისუფლდება, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი გაწყდება.

ახლა ნახეთ ფაქტები:


– მსოფლიო 12-ჯერ მეტს იხდის სამხედრო ხარჯებში, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში წყლით დახმარებაზე.


– მსოფლიო მსახლეობის 20% მოიხმარს პლანეტის პროდუქციის 80%-ს.


– ყოველ დღე 5000 ადამიანი კვდება ჭუჭყიანი წყლის მოხმარების გამო.


– შიმშილობს დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი.


– ყოველ წელს 13 მილიონი ჰექტარი ტყე ნადგურდება.


– ერთ ძუძუმწოვარს 4-დან, ერთ ჩიტს 8-დან და ერთ ამფიბიას 3-დან ემუქრება გადაშენება.

– სეხეობები 1000-ჯერ უფრო მალე კვდებიან, ვიდრე ბუნებრივად უნდა კვდებოდნენ.


– ყინულის საფარი 40%-ით უფრო თხელია ვიდრე იყო 40 წლის წინ.

ჩვენ მხოლოდ 10 წელი გვაქვს, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ჩვენს ხელშია უამრავი ცხოველის ჯიში და სახეობა, უამრავი ჯიშის ხე და მცენარე. ჯერ გვიანი არ არის, თუ მოვინდომებთ ყველაფერი გამოსწორდება და მოაის ხალხივით ერთმანეთს არ დავჭამთ.

პოსტი დავწერე დოკუმენტური ფილმის “home”-ს მიხედვით.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close