გასართობისაკითხავისასარგებლო

რატომ გადაშენდა ინკას იმპერია?!

55a6a214cb73

ინკას იმპერია მოიცავდა დღევანდელ ბოლივიას, პერუს, ეკვადორს, არგენტინის ნაწილს და ჩილეს. ინკას იმპერიის ცენტრში მდებარეობდა, მისი დედეაქალაქი კუზკო- “წმინდა მზის ქალაქი”. ეს ქალაქი წარმოადგენდა იმპერიის, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ცენტრს.

ინკების ისტორია დაიწყო პატარა ტომიდან, რომელიც ცხოვრობდა პერუს ანდებში. 1300 წელს, მათმა ძლიერმა ლიდერმა მაიტა ქაფაკმა, დაიწყო მეზობელი ტერიტორიების დაპყრობა. 1400 წლისთვის ინკების უზარმაზარი იმპერია გახდა ყველაზე დიდი იმპერია ამერიკის კონტინენტზე. ამ იმპერიაში ცხოვრობდა მხოლოდ 40 000 ინკი, ისინი ბატონობდნენ 12 მილიონიან მოსახლეობაზე, რომელიც შედგებოდა 100 სხვადასხვა ხალხისგან. ინკები იყვნენ ჭკვიანი მმართველები, ისინი სხვა ხალხებს იძულებით არ ახვევდნენ თავს თავიანთ იდეებს და ჩვევებს. დაპყრობილი ხალხები აღიარებდნენ ინკას ღმერთებს, მაგრამ მათ ჰქონდათ ნებართვა რომ ეცხოვრათ თავიანთი წეს-ჩვეულებებით.
ინკები თავიანთ მმართველს უწოდებდნენ საფა ინკას, და ის ითვლებოდა მზის შვილად. როცა საფა ინკა მოკვდებოდა, მის სხეულს ინახავდნენ და უვლიდნენ, მიიჩნეიოდა რომ მისი სული განაგრძობდა სასახლეში სიცოცხლეს. მკვდარ საფას დააწვენდნენ ოქროს მაგიდაზე და ერთ-ერთი ქალი უყურებდა მას დღე და ღამე, რათა მწერები არ მიკარებოდნენ საფა ინკას სხეულს. ახალი მმართველი ახალ სასახლეს იშენებდა. 1500 წლისთვის კუზკო სავსე იყო ასეთი სასახლეებით.
საფა ინკას ჰყავდა ცოლი, დედოფალი, რომელსაც უწოდებდნენ ქოიას. უმეტეს შემთხვევაში ის მმართველის და იყო. საფა ინკას მსგავსად ქოიაც მზის შვილად ითვლებოდა. საფა ინკა ქორწინდებოდა მის საკუთარ დაზე, რათა მის შვილს ჰქონდა სუფთა მზის სისხლი. მხოლოდ საფა ინკას და ქოიას შვილი გახდებოდა მომავალი საფა ინკა. ინკას იმპერატორს კიდევ ჰყავდა უამრავი არაოფიციალური ცოლები, რომლებთანაც ჰყავდა შვილები. ეს შვილები ვერ განაცხადებდნენ პრეტენზიას სამეფო ტახტზე, ისინი მხოლოს ინკას თავადაზნაურობა შეიძლება გამხდარიყვნენ.

8634092bfc9c
ინკას იმპერია

b7537c898805
საფა ინკა

7d1fd06ed5cf
კუზკოს მზის ტაძარი

ინკას იმპერია იყო ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული იმპერია ისტორიაში. ინკას სოციალური სისტემა ჰგავდა სამკუთხედს ან პირამიდას. სოციალური პირამიდის ძირში იყვნენ იმპერიის მიწათმოქმედები, მათ მაღლა იყო თავადაზნაურობა, შემდეგ უმაღლესი თავადაზნაურობა, მათ მაღლა იყო იმპერიის სხადასხვა ნაწილის ოთხი მმართველი (გუბერნატორი) და პირამიდის მწვერვალზე იდგა საფა ინკა.
ჩვეულებრივი ხალხი თავიანთი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებდა მიწის დამუშავებაში, გზების გაყვანაში ან მსახურობდა არმიაში. მათ არ შეეძლოთ დაეტოვებინათ სოფელი აზნაურის ნებართვის გარეშე. მიწის დამმუშავებელს მოწეული მოსავლის მესამედი სახელმწიფოსთვის უნდა გაეგზავნა. იმპერია შეიცავდა პროდუქტების უდიდეს მარაგს. ინკას ტერიტორიაზე შიმშილით არავინ კვდებოდა, რასც ვერ ვიტყვით იმდროინდელ ევროპაზე.
ჩვეულებრივ ხალხში ქორწინებაც კონტროლდებოდა. მხოლოდ დიდებულს შეეძლო ერთზე მეტი ცოლის მოყვანა, ხოლო ჩვეულებრივ კაცს ერთის მოყვანა შეეძლო. შეიძლება იმ ერთის მოყვანის ნებაც არ დაერთოთ. ყოველ წელს ადგილობრივი მმართველები აგროვებდნენ 24 წელზე ნაკლები წლოვანების კაცებს და 18 წელს ნაკლები წლოვანების ქალებს და შემდეგ აწყვილებდნენ. ქორწინების პირველ წელს ახალდაქორწინებულები თავისუფლდებოდნენ გადასახადებისგან, მაგრამ დარჩენილი სიცოცხლე მძიმე შრომაში უნდა გაეტარებინათ. როცა ისინი დაბერდებოდნენ ასე ვთქვათ გადიოდნენ პენსიაზე, სახელმწიფო მათ ამარაგებდა უფასო საჭმლით და ტანსაცმლით.
ინკებს არ ჰყავდათ ცხენები, რომლებიც დაეხმარებოდათ ტრანსპორტირებაში, მაგრამ მათ ჰქონდათ საგზაო სისტემა. ერთ-ერთ გზას ერქვა სამფო გზა, რომელიც იყო 5 200 მეტრი სიგრძის. ეს გზა გადიოდა ანდების მთებზე. დღესაც კი ძნელი იქნება ამ გზის ხელახლა გაყვანა. ინკები აკეთებდნენ, ასევე ექსტრაორდინალურ ხიდებს თოკებისგან, რომლებიც კეთდებოდა დაახლოებით 91 მეტრით მაღლა მდინარიდან. ადამიანების უმრავლესობას მოგზაურობა არ შეეძლო. უმეტესწილად ეს გზები გამოიყენებოდა მეომრებისთვის და ჩასქუისებისთვის, რომლებიც სამეფო შიკრიკები იყვნენ.
ინკებს არ ჰქონდათ დამწერლობა. ისინი წერილის გაგზავნისას იყენებდნენ სხვადასხვა ფერებს, რომლებიც სხვადასხვა რამეს ნიშნავდა, პრიმიტივის დონეზე.
ინკები იყვნენ შესანიშნავი მშენებლები, მიუხედავად იმისა რომ პრიმიტიული იარაღები ჰქონდათ.

ინკების მიერ დამზადებული სამკაულები:
6d6c50d1d5b0

1513b1874d44

ba0921bfb4db

7303abcb0f86

ინკების იმპერია მალევე დაეცა იმპერიის ყველაზე ძლიერი მმართველის ჰუაუნა ქაფაკის გარდაცვალების შემდეგ 1525 წელს. ორ მის შვილს შორის, ათაჰუალპასა და ჰუასქარს შორის ატყდა ომი ტახტისთვის, საბოლოოდ ათაჰუალპამ გაიმარჯვა 1532 წელს. ომის პერიოდში მოვიდა ცნობა, რომ იმპერიის საზღვრებთან გამოჩნდა უცნაური ხალხი. ამ ადამიანებს, ეცვათ მეტალის აბჯრები და იჯდნენ უცნაურ ცხოველებზე (ცხენებზე). გამარჯვების შემდეგ ათაჰუალპამ გადაწყვიტა, რომ შეხვედროდა ამ უცნაურ ხალხს და ამიტომ ისინი თავისთან მიიწვია. იქ იყო მხოლოდ 180 ესპანელი იმყოფებოდა, ასე რომ ათაჰუალპას არ ეშინოდა მათი. მაგრამ ესპანელები მოულოდნელად შეტევაზე გადავიდნენ და ათაჰუალპა დაატყვევეს. გამოსასყიდად ესპანელებმა ინკებს მოსთხოვეს ერთი ოთახი ოქროთი და ორიც ვერცხლი ავსებული. ინკებმა გამოსასყიდი გადაიხადეს, მაგრამ ესპანელებმა საფა ინკა არ გაანთავისუფლეს. ის მოკლეს. ლიდერის გარეშე დარჩენილი ინკას მეომრები აირივნენ და ესპანელებმა ისინი გაანადგურეს. ესპანელებმა ინკებს ორდენები გდასცეს და ისინი მათ დაემორჩილნენ, იმიტომ რომ მათ მთელი სიცოცხლე მორჩილებაში გაატარეს. ესპანელებს მხოლოდ ოქრო და ვერცხლი აინტერესებდათ და ამიტომ ინკებს საბადოებში მუშაობა აიძულეს მიწათმოქმედება კი უყურადღებოდ დარჩა, ბევრი ინკი მუშაობისგან და შიმშილისგან გარდაიცვალა. დიდებული ინკას იმპერია განადგურდა.

ინკი მეომრები:
a9fda1d14b79

1b9af73c8d94

ათაჰუალპა
4030b2fec73f

მიუხედავად იმისა, რომ ინკას ცივილიზაცია გადაშენდა მათი კულტურის კვალი და ხალხი გადარჩა. მაგალითად, დღეს ინკების შთამომავლები ეკვადორის, პერუს და ბოლივიის ანდების მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.

მსგავსი ამბები

Back to top button