კულტურაუცნაური

ბებო ბანკის გაძარცვას ცარიელი კონსერვის ქილით აპირებდა

85f666ce263c

ოდესის ერთ-ერთ ბანკში ბანკის გაძარცვის კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. ადგლობრივი პენსიონერი ბანკის განყოფილებაში მივიდა და მშვიდი სახით მიაწოდა მოლარეს ბარათი, სადაც ეწერა, რომ იგი 37,5 ათასი აშშ დოლარის შესატყვის თანხას ითხოვდა უკრაინულ გრივნაში. ბებოს არც ის დავიწყებია, მიეთითებინა, თუ რა კუპიურებში სურდა თანხის მიღება. ბარათის ბოლოს მან მიუთითა, რომ თუ მოთხოვნა არ შესრულდებოდა, ბანკს თვითნაკეთი მოწყობილობით ააფეთქებდა, რომელიც ჩანთაში ედო.

მოლარემ ისეთი სახე მიიღო, თითქოს სალაროდან ფულის გაცემას მართლაც აპირებდა, სინამდვილეში კი „განგაშის ღილაკს“ დააწვა. ბანკის უსაფრთხოების სამსახურის მუშაკებმა განყოფილებიდან ყველა კლიენტის ევაკუაცია დაიწყეს და სხვებთან ერთად ბებოც გაიყვანეს – ვერავინ მიხვდა, რომ ამდენი ხალხი ფეხზე ამ მოხუცმა დააყენა.

„თავდასხმის“ მეორე დღეს მოხუცი ბებია სათვალთვალო კამერების ჩანაწერთა გაშიფვრის შემდეგ ამოიცნეს. როცა ის სამართალდამცველებმა დაკითხვაზე წაიყვანეს, ბებიამ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ფული ზამთრისთვის შეშისა და ქვანახშირის შესაძენად სჭირდებოდა, რადგან მარტო ცხოვრობდა და სიცივის შეეშინდა.

საგამოძიებო ორგამოებმა მეზობლებიც დაკითხეს, რომლებიც გაკვირვებულნი დარჩნენ: მათი თქმით, პენსიონერის საქციელი გაუკვირდათ, რადგან მას იცნობდნენ როგორც უწყინარ და მოწესრიგებულ მოხუცს.

წყარო:droni.ge

მსგავსი ამბები

Back to top button