არქივი

კობრები

8f852bd87c53

კობრები მიეკუთვნებიან ასპიტების ოჯახს- შხამიანი გველების ჯგუფები. ამ ჯგუფის გველებს აქვთ ღრუ შხამიანი კბილები. ასპიტისებრთა შხამი მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე- აქვეითებს მხედველობას, ადამიანს უჭირს ლაპარაკი, ფიქრი, აზროვნება. შხამი ასევე აზიანებს ფილტვებს. კობრები გხვდებიან ავსტრალიაში, აფრიკაში, სამხრეთ და აღმოსვლეთ ნაწილში. ბევრი სახეობა ბინადრობს სოროსა და ფოთლების გროვაში. გავეცნოთ ზოგიერთ კობრას:

სამეფო კობრა
სამეფო კობრის (Ophiophagus hannah) სიგრძე — 4 მ-მდე, ცალკეული ეგზემპლიარების 5,5 მეტრსაც აღწევს (სამეფო კობრა მსოფლიოში ყველაზე დიდი შხამიანი გველია).

676f7a30de76

სამეფო კობრის სხეული მოყვითალო-მომწვანო ფერისაა, გასდევს განივი ზოლები, რომელებიცც მუქი და ვიწროა თავისაკენ, ხოლო ფართე და შედარებით ღიაა კუდისაკენ.ეს სახეობა გვხვდება ინდოეთში, სამხრეთ ჩინეთში, ინდოჩინეთში, ზონდის კუნძულებზე და ფილიპინებზე. ბინადრობს — ტყიან ადგილებში, ირჩევს ხშირ ბალახოვან ადგილებს. ხშირად გვხვდება დასახლებულ რაიონებშიც. ცოცავს ხეებზე და კარგად ცურავს, თუმცა ძირითადად ცხოვრობს მიწაზე. სამეფო კობრა ცხოვრობს დღის ცხოვრებით და ნადირობს ძირითადად სხვა გველებზე — როგორც შხამიანებზე, ისე უშხამოებზე, იშვიათად ხვლიკებზეც. ის კვერცხმდებია, იკეთებს სპეციალურ ბუდეს ფოთლებისა და ტოტებისგან, რომლებსაც ხვეტავს სხეულის წინა ნაწილით. ცენტრში დებს 20-40 კვერცხს და ფარავს ფოთლებით. თვითონ თავსდება ზემოთ და იცავს ბუდეს მტრისაგან, იშვიათად მას ეხმარება მამრიც. შხამი ძალიან ძლიერია, მისი რაოდებობა (გველის სიდიდს გამო) კბენის დროს დიდია, შხამი 30 წუთში კლავს ადამიანს. არის შემთხვევები, როცა კობრას შხამს ზრდასრული სპილოც მოუკლავს. არსებობს მონაცემები, რომ სამეფო კობრას აქვს მიდრეკილება, ადამიანს თავს დაესხას უმიზეზოთ და უკან მისდიოს მას. ჩვეულებრივ სხვა გველები მხოლოდ თავდაცვის მიზნით კბენენ ადამიანს, კობრას ასეთი ქმედება კი, მეცნიერთა აზრით, განპირობებულია მისი ე.წ. ბუდეთმშენებლური ცხოვრების წესით.

ინდური კობრა (იგივე სათვალიანი კობრა ან გველი)
სათვალიანი კობრის სხეულის სიგრძე აღწევს 160-180 სანტიმეტრს. მომრგვალი თავი გადადის მკვრივ სხეულში. თვალები არცთუ ისე დიდი აქვს, მორგვალო ფორმის გუგებით. ინდური კობრის თავი ზემოდან დაფარულია მსხვილი ფარებით. ზედა ყბის წინა ნაწილზე მას აქვს 2 წვრილი საშხამე ეშვი, რომლებსაც მოსდევს კიდევ 1-3 პატარა კბილი. კობრის სხეული დაფარულია გლუვი ქერცლებით და საბოლოოდ გადადის წვრილ, გრძელ კუდში.

ba4879e792e9

გველის შეფერილობა სხვადასხვაგვარია: მოყვითალო ნაცრისფერიდან – შავამდე. მუცელი ღია-ნაცრისფერი ან მოყვითალოა. ახალგაზრდებს სხეულზე კარგად ემჩნევათ მუქი, ფართე, განივი ზოლები, რაც ზრდასთან ერთად ქრება. კისრის უკანა ნაწილზე დამახასიათებელია ღია ფერის ნახატი, რომელიც კარგად ჩანს დაცვითი პოზის დროს. ნახატის ფორმა სხვადასხვაგვარია, არსებობს როგორც სათვალის ფორმისა, ისე მრგვალი. იგი გველს იცავს მტრის თავდასხმისაგან მაშინ, როდესაც მტერი ზურგიდან ეპარება მას. ინდური კობრას ზოგიერთ ქვესახეობას ნახატი სრულებით არ გააჩნია. სათვალიანი გველი ზომით უფრო დიდია, ვიდრე შუააზიური კობრა.
ინდური კობრა გავრცელებულია ინდოეთში, შრი-ლანკაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში, ტაივანში, ზონდისა და ფილიპინების კუნძულებზე.
სათვალიანი კობრა ძირითადად სახლობს მცენარის ფესვებში, ორმოებში… ხშირად ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად. საფრთხის დროს სხეულის მესამედს მიწიდან აღმართავს, თავს იჭერს ჰორიზონტალურად – მტრის მიმართულებით და აფართოებს კისერს. გველს გაფართოებულ კისერზე გასდევს 8 წყვილი კისრის ნეკნი, რაც იწევს კისრის გასქელებას. ზურგის მხარეს კი იკვეთება ნახატი. შეწყვილება ხდება იანვარ-თებერვალში. მაისში მდედრი დებს 10-20 კვერცხს (ყოფილა შემთხვევა, როდესაც მდედრმა დადო 45 ც.). წყვილები ერთად არიან კვერცხების გამოჩეკვამდე. ბუდეს იცავს მდედრი, ზოგჯერ მამრიც. გამოჩეკვას სჭირდება 70-80 დღე-ღამე.
ინდურ კობრას უამრავი მტერი ჰყავს, პირველ რიგში კი მანგუსტი.
სათვალიან გველს ინდოეთში განსაკუთრებულად ეპყრობიან. ეს გველი ფიგურირებს უამრავ ლეგენდასა თუ თქმულებაში. ზოგჯერ მას შხამიან კბილებს აცლიან წარმოდგენის წინ, თუმცაღა მათ ადგილას მალე ახლები ეზრდება.
სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ზონდისა და ფილიპინების კუნძულებზე გვხვდება ინდური კობრას ე.წ. ”მაფურთხებელი” ქვესახეობა, რომელსაც შეუძლია შხამის 2 მ-ზე გადაფურთხება. ამ გველის შხამიან აპარატს გააჩნია ორიგინალური აღნაგობა, ვინაიდან საშხამე ხვრელი მდებარეობს არა ეშვის წვერთან, არამედ მის გარე ზედაპირზე. სხეულის კუნთების მკვეთრი და ძლიერი შეკუმშვით გველი მოწინააღმდეგეს პირდაპირ თვალებში აფურთხებს შხამს, რაც იწვევს თვალის ძლიერ ანთებას და სიბრმავესაც კი იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მისი სათანადოდ და სწრაფად გამობანა.

ეგვიპტური კობრა
ეგვიპტური კობრა იზრდება 1.5-2.4 მეტრამდე. ამ გველებს სხვადასხვა შეფერილობები აქვთ, მაგრამ ეგვიპტურ კობრებში განსაკუთრებით ჭარბობს მუქი ყავისფერი. მაროკოს, ეგვიპტესა და დასავლეთ საჰარაში გავრცელებული ეს გველები მთლიანად შავი შეფერილობისანი არიან.
ეგვიპტური კობრა, ჩვეულებრივ სახლს იკეთებს უდაბნოში ან ნახევარუდაბნოში. ასევე ის შეიძლება ბინადრობდეს ოაზისებში, სასოფლო -სამეურნეო მიწებზე და მთებში.

5a9c0fca50eb

ეგვიპტური კობრა ბუნებაში გვხვდება, როგორც ხმელეთზე, ასევე წყალშიც. მას ხშირად ხედავენ, ადამიანებით დასახლებულ პუნქტებში, მზის გულზე მიფიცხებულს. ეგვიპტური კობრის გაბრაზება საკმაოდ ძნელია, ადამიანის მოახლოებისას ის მაშინვე გარბის. თუ მოახერხა და ადამიანმა ის გააბრაზა, ამ გველის შხამი 15-20 წუთში კლავს ადამიანს, მიუხედავად იმისა რომ მცირე რაოდენობით შხამს გამოყოფს.
ეგვიპტური კობრა გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, დასავლეთ აფრიკის სავანებში, მდინარე კონგოს სამხრეთ აუზში და აღმოსავლეთ კენიასა და ტანზანიაში.
ეგვიპტურ კობრას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ეგვიპტურ მითოლოგიაში. ამ გველის წარმომდგენელი ქალღმერთი იყო მერტსეგერი. ეგვიპტური კობრის გამოსახულება იყო სამეფო ნიშნებზეც. ეს გველი მიიჩნეოდა სამეფოს ძლიერებისა და სუვერენიტეტის სიმბოლოდ. ასევე ეს გველი იყო ფარაონის მცველი.

696920f8fa79
ეგვიპტური კობრა ფარაონ ტუტანხამონის დიადემაზე

ეგვიპტური კობრით თავი მოიკლა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ. ამ გველით სიკვდილი საპატიო და წმინდა საქმე იყო. ეს ნიშნავდა, რომ სამოთხეში მოხვდებოდი.

წყარო: wikipedia, ცხოველთა დიდი ენციკლოპედია.

მსგავსი ამბები

Back to top button