არქივი

ლეონარდო და ვინჩის ციხე-სიმაგრე

PI5934 hr
ლეონარდო და ვინჩიმ, ამ ექსცენტრიულმა პიროვნებამ გაატარა თავისი ცხოვრების ბოლო სამი წელი საფრანგეთში, კლუს (Clos Lucé) ციხე-სიმაგრეში. მისი პიროვნება იყო, არის და დარჩება ყველაზე გამოუცნობ და ექსცენტრიულ არსებად. ის იყო ჰომოსექსუალი და იძულებული გახდა საფრანგეთში გადასულიყო, რათა დაეცვა თავისი სიცოცხლე; საფრანგეთში მეფემ Francis I-მა ლეონარდო გულითადად მიიღო და ამბუაზის მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. თვით მეფე ცხოვრობდა ამბუაზას ციხე-სიმაგრეში და ბრძანება გასცა- გაეთხარათ მიწისქვეშა გვირაბი ლეონარდოს სამზარეულომდე, სადაც ყოველ საღამოს მეფეს და ლეონარდოს ქონდათ გულითადი და ამავე დროს ინტიმური საუბრები;
მეფე აღფრთოვანებული იყო მისი პროფესიებით…მსოფლიოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც იმდენი პროფესია და წარმატება ქონდეს როგორც და ვინჩის. გაგიკვირდებათ, მარა უტყუარი ფაქტია, რომ ლეონარდო – ეს ღვთის მადლით დაჯილდოვებული ადამიანი იყო მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი – მშენებელი, დიზაინერი, პროზაიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, მუსიკოსი, ბუნებისმეტყველი, ანატომი, ბოტანიკოსი, ზოოლოგი, გამომგონებელი, ჰიდრავლიკოსი, ველო და ავიაკონსტრუქტორი, ფილოლოგი, სცენოგრაფი, გეოლოგი, პალეონტოლოგი, ქიმიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი , კიდევ ვინ იცის რა პროფესიებს ფლობდა :) …

f12abec5a0dc
1. თვით ციხე-სიმაგრე საშუალო ზომისაა- მხოლოდ ათეული ოთახი.
059d5d93b376
2. შიგნით, რესტავრირებულია ინტერიერი ისევე, როგორც იყო აქ ლეონარდო და ვინჩის სიცოცხლეში.
65a3d885a955
3. ყოველ საღამოს- აი , ამ მაგიდასთან, ბუხართან ახლოს ისხდნენ საფრანგეთის მეფე და ლეონარდო და ვინჩი და გულითადად საუბრობდნენ;
4. e6d2b3f0ce7c

17d2698cfd24
5. მიწისქვეშა გვირაბი გამოდის პირდაპირ სამზარეულოში.
e9417ff19b96
6. მთელ ციხე-სიმაგრეში მოწყობილი და განლაგებულია ლეონარდოს ფანტასტიკური პროექტების მაკეტები…აქ ნახავთ ვერტმფრენის პროტოტიპს, პარაშუტს, ქვემეხებს, ველოსიპედებს და რაგინდ გასაკვირვიც არ უნდა იყოს- ნახავთ ტანკებს!
bbc8e141d89a

7.1e52198e3fdc
8. ზოგიერთი ამ მაკეტების ნახვა შესაძლებელია პარკში-სრული ზომით.
მაგალითად, ტანკის:

5222d919e6b7
9. პარკში ბევრი ლამაზი და კარგი ჯიშის ხეებია და ადამიანი წარმოიდგენს, თუ როგორ სეირნობდა ლეონარდო მათ შორის. დისკებზე დახატულია სხეულის ნაწილები და მიუთითებს იმაზე, რომ ლეონარდო პირველ რიგში, სწავლობდა ანატომიას, და მერე ქმნიდა თავის ნამუშევრებს ამ ცოდნის საფუძველზე.
c1922a2050d5
10. კლუს ციხე-სიმაგრე !
b962c3908501
11. ამ ფოტო-სურათზე თქვენ ნახავთ- ამბუაზის მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრეს შემოგარენს…

blogerlady

age: 14
Back to top button