სასარგებლოსაქართველო

რაგბის მსოფლიო თასი 2011

გუშინ დასრულდა წლის ყველაზე დიდი სპორტული მოვლენა,რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება და სადაც საქართველომაც მიიღო მონაწილეობა ზედიზედ მესამედ.

სანამ კონკრეტულად ამ წლის მსოფლიო თასს შევეხებოდე,მოკლედ შევეცდები გაგარკვით მის სატურნირო სპეციფიკაში.
მონაწილეობას იღებს 20 ქვეყანა მაქედან 12 მონაწლე ავტომატურად ხვდება წინა მსოფლიო თასის შედიგიდან გამომდინარე,ანუ ჯგუფური ეტაპიდან პირველ სამ ადგილს ვინც დაიკავებს მას გარანტირებული აქვს შემდეგ თასზე თამაში,ხოლო დანარჩენ 8-ს კი მოუწევს ამ საგზურის მოპოვება,რაც ჩვენ შემთხვევაში მსოფლიომდე 2 წლით ადრე ერთა თასზე ხდება ხოლმე.ახლა გადავიდეთ უშუალოდ ჯგუფურ ეტაპზე,სადაც 4 ჯგუფად არის დაყოფილი და შესაბამისად ერთში 5 ქვეყანა ხვდება,თითოდან კი 2 ქვეყანა გადის მეოთხედ ფინალში.რაც შეეხება ჯგუფში ქულების მოგროვების მეთოდს:მოგება 4 ქულა,ფრე 1 ქულა,წაგება 0 ქულა, ასევე არის ბონუს ქულებიც, რაც შემდეგ შემთხვევაში იწერება:თუ მოწინააღმდეგეს 4 ლელოთი ან მეტით მოუგებ და თუ 8 ქულაზე ნაკლებით დამარცხდები,ორივე თითო ქულით ფასდება.

მასპინძელი ქვეყანა ახალი ზელანდია იყო,მიუხედავად წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრებისა,რომელმაც შეიწირა რამოდენიმე სტადიონი სადაც უნდა ჩატარებულიყო ბევრი თამაში და მათ შორის ჩვენი და შოტლანდიის დაპირისპირება,გაიხსნა ულამაზესი თეათრალური დადგმით 9 სექტემბერს,რომელმაც გარდა სტადიონისა მოიცვა მთელი ქალაქი,ამის შემდეგ დაიწყო მასპინძელი ქვეყნის ანუ All blacks-ისა და ტონგას თამაში,რაც საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა.ამის შემდეგ თავი გამოიჩინა უელსმა,რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ ტურნირზე.პირველი სენსაცია ამ თასზე იყო ირლანდიის გამარჯვება 3 ერის უკანასკნელ გამარჯვებულ ავტსრალიაზე (მოგეხენებათ წელს 3 ერი 4 ერად გადაკეთდა და შესაბამისად არგენტინაც დაემატება 2012 წლიდან)არანაკლებ გასაოცარი იყო ოვალური სამყაროსათვის ტონგას მიერ საფრანგეთის დამარცხება,მაგრამ ჩვენთვის საამაყოდ უნდა ვთქვათ,რომ მიუხედავად 3 წაგებისა ჯგუფში ბორჯღალოსნების თავდაუზოგავი და მებრძოლი თამაში,რომლითაც მედგარი წინააღმდეგობა გავუწიეთ მსოფლიოს გრანდებს,ხოლო რუმინეთს კი რეკორდული მაჩვენებლით მოვუგეთ რაც 16 ქულის სხვაობაში გამოიხატება, დიდი მოწონება და პატივისცემა დავიმსახურეთ მსოფლიო რაგბის მესვეურებში რის მონაპოვარსაც აუცილებლად მივიღებთ ახლო მომავალში.

არ შეიძლება არ ვთქვა იმ ახალ ზელანდიელებზე,რომლებმაც ნამდვილი გულშემატკივრობა გაუწიეს ქართველებს და თავი შინ აგრძნობინეს ასევე დიდ მადლობას იმსახურებს იმ ქალაქის მთავრობა,რომელთა დიდი დამსხურებაა ის კარგი დახვედრა და ერთ თვიანი სტუმართმოყვარეობა რაც ბორჯღალოსნებმა იქ იგრძნეს,მათ ქალაქის ყველაზე დიდი შენობა ჩვენს საპატივცემულოდ საქართველოს დროშის ფერებშიც კი ჰქონდათ განათებული.

და ბოლოს ვულოცავ ახლა ზელანდიას “ვებ ელისის” სახელობის თასის მოგებას…

მსოფლიო ჩემპიონთა სია კი ასე გამოიყურება:

1987 ახალი ზელანია
1991 ავსტრალია
1995 სამხრეთ აფრიკა
1999 ავსტრალია
2003 ინგლისი
2007 სამხრეთ აფრიკა
2011 ახალი ზელანდია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close