არქივი

სასტიკი ბავშვები

100262f0a100
საერთოდ ძნელია გაარკვიო რატომ ჩადის ზრდასრული მამაკაცი მკვლელობას, ქალს მიერ ჩადენილი უფრო ლოგიკასთან ახლოსაა, (ეს მარტო ჩემი მოსაზრება არ არის, ქალი უფრო ხშირად კლავს თავის ახლობელ ადამიანს წყენის ან შურის ნიადაგზე ვიდრე მამაკაცი, როცა მამაკაცს შეუძლია გავიდეს ქუჩაში და ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს მისი სამიზნე.)მაგრამ ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე მკვლელი, საკმაოდ სასტიკი ჩემი აზრით. საქმე კი იმაშია რომ არცერთი მათგანის ასაკი არ არის 15 წელს ზემოთ.

ffe36c4eff5d
ჯესი პამეროი. (ჩემი აზრით რობი უილიამსს გავს:))

ჯესი პამეროი იყო ერთერთი ყველაზე სახელგანთქმული (ცუდი გაგებით), კრიმინალურ სამყაროში. ის მოღვაწეობდა 19 საუკუნის 70-იან წლებში, ბოსტონში. პამეროი რომ არ დაჭირათ 14 წლის ასაკში, ვინ იცის კიდევ რამდენ ადამიანს გამოასალმებდა სიცოცხლეს.ფსიქიატრების აზრით,ჯესი უდავოდ სადისტი ყმაწვილი იყო.ასევე ისინი ეჭვობენ, რომ პამეროის ჰომოსექსუალური გადახრებიც ჰქონდა. 1871-72 წლებში ბოსტონში ყოველი ოჯახი შეშინებული იყო,რადგან ვიღაც მათ მცირეწლოვან შვილებს აწამებდა და შემდგომ კლავდა კიდევაც.1871 წლის 22 დეკემბერს პამეროიმ თავისზე პატარა ასაკის ბიჭი (მისი მსხვერპლები ყოველთვის მასზე პატარები იყვნენ ასაკით, ამით ის ძალაუფლებას აჩვენებდა) სახელად პეინი დააბა ბოძზე და გონების დაკარგვამდე სცემა.იგივე განმეორდა 1972 წლის თებერვალში,მცირეწლოვანი ტრეისი ჰეიდენი ტყეში შეიტყუა,გააშიშვლა,თოკით სასტიკად სცემა და ფიცარი ისეთი სიძლიერით ჩაარტყა სახეში,რომ ცხვირი გაუტეხა და რამოდენიმე კბილი ჩაუმტვრია. ივნისში იმავე ადგილას სცემა ბიჭი სახელად ჯონი ბლაჩი. შემდეგ ნაცემს ჭრილობებზე მარილიანი წყალი დაასხა. სექტემბერში რობერტ გოულდი მიაბა ტელეფონის ბოძს ლიანდაგებთან,სასტიკად სცემა, მაგრამ ესეც აღარ იკმარა და დანით დაჭრა. მომავალში თითქმის ყველა მსხვერპლს სასტიკად აწამებდა დანებით და ქინძისთავებით.მისი მსხვერპლების ასაკი ძირითადად 7-8 წელი იყო. პამეროის საკმაოდ დასამახსოვრებელი გარეგნობა ჰქონდა, ამიტომ მალევე დაიჭირეს, მას შემდეგ რაც რამოდენიმე მსხვერპლმა პოლიციას შეატყობინა თავდამსხმელის აღწერილობა.სასამართლომ ის გააგზავნა უერტბორის გამოსასწორებელ სკოლაში (არასრულწლოვანი კრიმინალების სკოლა). ამ დროს პამეროი მხოლოდ 12 წლის იყო. 18 თვის შემდეგ, 1874 წელს ის გაათავისუფლეს და უფლება მისცეს სახლში დაბრუნებულიყო. სულ რაღაც 1 თვის შემდეგ უგზოუკვლოდ დაიკარგა 10 წლის გოგონა მერი კარანი. 4 კვირის შემდეგ, 22 აპრილს ბოსტონთან ახლოს იპოვნეს 4 წლის გოგონას დასახიჩრებული გვამი: მას მიყენებული ჰქონდა დანით 41 ჭრილობა,თავი კი თითქმის მოკვეთილი ჰქონდა.პოლიციამ ეჭვი მაშინვე პამეროიზე აიღო, მაშინვე გაჩხრიკეს მისი ოთახი და ამოიღეს სისხლიანი დანა.ჯესიმ მკვლელობა აღიარა. ამ ამბების შემდეგ ჯესის დედა იძულებული გახდა სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად. ახალმა მოსახლემ გადაწყვიტა სარდაფში რემონტი გაეკეთებინა,სანაცვლოდ კი აღმოაჩინა პატარა გოგონას გახრწნილი სხეული.მერი კარანის მშობლებმა შვილი ტანსაცმელით ამოიცნეს.ჯესიმ ეს მკვლელობაც აღიარა. 10 დეკემბერს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.ხერხი-ჩამოხრჩობა. მაგრამ ასაკის სიმცირის გამო გადაწყვეტილება სისრულეში არ მოიყვანეს. ჯესი მხოლოდ 14 წლის იყო. ჩამოხრჩობის ნაცვლად მას მოუწია მთელი ცხოვრება კარცერში გაეტარებინა. ციხიდან გაქცევა რამოდენიმეჯერ სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მალევე გადაიყვანეს ჩარსტონის ციხეში, სადაც 41 წელი ცხოვრობდა.სიცოცხლის ბოლოს კი სულით ავადმყოფთა თავშესაფარში მოათავსეს. სულ 72 წელი იცოცხლა…

fa8e7ababe94
კიპ კინკელი 15 წლის ასაკში და ეხლა

კიპლენდ “კიპ” ფილიპ კინკელი დაიბადა 1982 წლის 30 აგვისტოს სპრინგფილდში. მისი მშობლები ესპანურ ენას ასწავლიდნენ. დედა სკოლაში,მამა კი კოლეჯში. 6 წლის ასაკში მათი ოჯახი დროებით გადავიდა ესპანეთში საცხოვრებლად,სადაც კიპი მიიყვანეს არაინგლისურენოვან სკოლაში. მალევე მოუწიათ ამერიკაში დაბრუნება და სპრინგფილდის უოთერვილის სკოლაში სწავლის გაგრძელება. ადგილობრივმა მასწავლებლებმა კიპი ემოციურად და ფიზიკურად განუვითარებლად ჩათვალეს და პირველი კლასის პროგრამის გავლა თავიდან მოუწია. 4 კლასში მას დისლექსიის დიაგნოზი დაუსვეს (ვერ ითვისებდა წაკითხულს,მოკლედ ვერ სწავლობდა რა) და ამიტომ სპეციალურ კლასში გადაიყვანეს. მოზარდობაში მას უკვე პოლიციასთან პრობლემები დაეწყო. 1996 წელს დააკავეს დისკების ქურდობისთვის (სხვათაშორის მერლინ მენსონის ფანი იყო). 1997 წელს ის და მისი მეგობრები აიყვანა პოლიციამ,რადგან მიმავალ მანქანებს ქვებს ესროდნენ. ამის შემდეგ ფსიქიატრმა დაუსვა დიაგნოზი-კლინიკური დეპრესია.
მას ბავშვობიდანვე უყვარდა ცეცხლსასროლი იარაღები და მამამისმა,ფსიქოლოგ ჯეფრი ჰიქსის რჩევით, აჩუქა მას 22 და 9 კალიბრიანი იარაღები.
1998 წლის 20 მაისს კინკელი სკოლიდან გამოაგდეს.იმავე დღეს 15:30 წუთზე მან გადატენა იაღაღი და სამზარეულოში მყოფ მამას სასიკვდილოდ ესროლა. 18:00 წუთზე დაბრუნდა დედამისი. კიპმა უთხრა მას, რომ უყვარს და ესროლა2-ჯერ კეფაში,3-ჯერ სახეში და ერთხელ გულში.შემდგომში ის ირწმუნებოდა, რომ ამ საქციელით მას სურდა დაეცვა მშობლები მისი მომავალი პრობლემებისაგან პოლიციასთან.დედის გვამი ავტოფარეხში გაიტანა,მამის კი აბაზანაში და მთელი ღამე უსმენდა ერთი და იგივე სიმღერას კინოფილმიდან “რომეო და ჯულიეტა”.
მეორე დღეს,1998 წლის 21 მაისს დედამისის ფორდით წავიდა სკოლაში,ჩაიცვა გრძელი ლაბადა,რომ იარაღები დაემალა. 11:15 წუთზე სასადალიში გახსნა ცეცხლი უმისამართოდ. მან მოკლა 2 და დაჭრა 24 მოსწავლე.იარაღის გადატენვის დროს იქვე მყოფებმა მოასწრეს და განაიარაღეს.კიპმა გაქცევა სცადა, მაგრამ 11:30 წუთზე პოლიციამ დაიჭირა სკოლის გასასვლელთან.ჩხრეკისას ამოიღეს ნახევრადავტომატური იარაღი 60 ტყვიით (ეს რომლის გასროლაც ვერ მოასწრო),9 მმ-იანი პისტოლეტი 50 ტყვიით,დანა და წიწაკის სპრეი.კიპმა თქვა,რომ არ უნდოდა სკოლაში სასაკლაოს მოწყობა,მას უბრალოდ თავის მოკლვა სურდა, მაგრამ ასე გამოვიდა.
1999 წელს მას 111 წელი მიუსაჯეს.სასამართლოზე მან ყველა მკვლელობისათვის ბოდიში მოიხადა.2007 წელს მისმა ადვოკატმა შეიტანა აპელაცია,იმის საფუძველზე თითქოს მის კლიენტს შიზოფრენია აქვს,მაგრამ დაკმაყოფილებაზე უარი მიიღო.

570ccd81da4d
ჯონ უენეიბლსი და რობერტ ტომპსონი

1993 წლის 12 თებერვალს უენეიბლსმა და მისმა მეგობარმა ტომპსონმა 10 წლის ასაკში გაიტაცეს ლივერპულის სუპერმარკეტიდან 2 წლის ჯეიმი ბალჯერი.მათ პატარა სასტიკად აწამეს,ჯოხებით სცემეს,საღებავები დაასხეს და ლიანდაგზე დატოვეს,იმ იმედით რომ ბავშვს მატარებელი გადაუვლიდა და ყველა უბედურ შემთხვევად ჩათვლიდა.
რობერტ ტომპსონი დაიბადა 1982 წლის 23 აგვისტოს რობერტ უფროსისა და ენი ტომპსონის ოჯახში.ის მეხუთე შვილი იყო ექვსიდან.მისი მშობლები 18 წლის ასაკში დაქორწინდნენ და საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდათ,მამა ალკოჰოლიკი იყო,ხშირად სცემდა დედას ბავშვების თვალწინ.ენი ამის გამო ჯავრს შვილებზე იყრიდა და ხან ქამრით და ხან ჯოხით სცემდა მათ.ხოლო როდესაც ქმარმა მიატოვა ოჯახი, მან თვითმკვლელობა სცადა.ბოლოს საერთოდ გალოთდა და იმ ზომამდე მივიდა, რომ მეექვსე შვილის მამის ვინაობაც კი არ იცოდა.რობერტის ძმებს პოლიციასთან ყოველთვის ჰქონდათ პრობლემები,თვითონ კი ცდილობდა დედას დახმარებოდა სახლის საქმეებში,სკოლაში აგრესიას არ ამჟღავნებდა,საკმაოდ მშვიდ ბავშვად იცნობდნენ.კლასელები კი საერთოდ არ ამჩნევდნენ.ჯონ უენეიბლსი მისი ერთადერთი მეგობარი იყო.
ჯონ უენეიბლსი დაიბადა 1982 წლის 13 აგვისტოს ნილ და სიუზან უენეიბლსების ოჯახში.ის 2 შვილი იყო 4-დან.მამა ძირითადად უმუშევარი იყო,ხანდახან თუ მუშაობდა სატვირთოს მძღოლად.სიუზანს და ნილს ძალიან მძიმე ურთიერთობა ჰქონდათ,ხან შორდებოდნენ,ხან რიგდებოდნენ.სიუზენი საკმაოდ მკაცრი ინგლისური ოჯახიდან იყო და შვილებს სულ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა.განსაკუთრებით კი ჯონს.ის არამარტო სიტყვიერად აყენებდა შვილებს შეურაცხყოფას,არამეს ხელითაც ხშირად ეხებოდა.ჯონის მშობლებს ორივეს კლინიკური დეპრესია ჰქონდათ,მის ერთერთ ძმას კურდღლის ტუჩი,რის გამოც დედამის აგრესია ხშირად უმძაფრდებოდა ხოლმე,მეორე ძმა გონებრივად ვერ იყო განვითარებული და სპეციალურ სკოლაში სწავლობდა.ერთი სიტყვით მთელ ოჯახს რაღაც პრობლემები ჰქონდა.

სასამართლოზე მათ არც კი უნანიათ რაც ჩაიდინეს,მხოლოდ შეშინებულები იყვნენ.მათ მიიღეს მაქსიმალური სასჯელი-10 წელი!!! 2000 წელს სასამართლომ თავიდან განიხილა მათი საქმე და 2001 წელს ორივე გაათავისუფლეს. ორივემ ახალი დოკუმენტები მიიღეს,ახალი სახელით და გვარით.მათ ადგილსამყოფელს და გარეგნობას პოლიცია საიდუმლოდ ინახავს,მაგრამ ცნობილი გახდა,რომ გამოსვლისთანავე ვენეიბლსი ნარკოტიკებს დაეჩვია და დააპატიმრეს კიდეც ხელმეორედ საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელების გამო.სასამართლომ ის 1 წელში გამოუშვა.მთავრობამ მას მისცა ახალი სახელი,პირადი ნომერი,სოციალური დაზღვევა,დაბადების მოწმობა, რაც 40 000 დოლარი დაუჯდა და მასზე ზედამხედველობა,(ვინმემ რამე რომ არ დაუშავოს) 1,6 მილიონი დოლარი უჯდება.და ღირს ამად ეს ყველაფერი?

Tako Shvelidze | Create your badge
100000418073249.2767.1347202050

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button