არქივი

ქართული ინტერნეტ სივრცე ანუ რა ამოვიდა ყელში ბოლო 3 წლის განმავლობაში

7e50b847093a
გარეთ მარაზმი, შიგნით ათასი მარაზმი ანუ ვებ სივრცე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში

სრული სიმართლეა რომ კომპიუტერული ტექნიკისა და ინტერნეტის მოხმარება საქართველოში დიდ პროგრესს განიცდის. ეს იმდენად სრული სიმართლეა რომ პროგრესს ყველაფერში, მათ შორის რეგრესშიც განიცდის და თანაც დიდი წარმატებით. ეს პირველ რიგში სოციალური ქსელებისა და შემდეგ 1000 სხვადასხვა მისამართის მაგრამ ზუსტად ერთნაირი გარეგნობის ვარეზების დამსახურებაა.
დავიწყებ საყოველთაოდ ყბადაღებული თემით – odnoklassniki.ru ანუ მარტივად “ოდნო”. ქართულ ფორუმებზე ყველა თავის სამოქალაქო მოვალეობად მიიჩნევს მთელი ენთუზიაზმით ლანძღოს ეს საიტი და 8ჯერ მაინც ახსენოს რომ ის არასდროს არ გაწევრიანდება იქ ან ადრე ჰქონდა და წაშალა, ამ დროს კი დიდი ყურედღებით ადევნოს თვალყური ვინმემ ხომ არ მიწერა რომელიმე პროფილზე იგივე “ოდნოში”. ვინმე გაიგებს იმ ფორუმიდან რო მას ოდნო აქვს? ვერა… გვარს და სახელს იქ მხოლოდ 45 წელს გადაცილებული ხალხი წერს მათი აზრით, უკეთეს შემთხვევაში სახელებით შემოიფარგლებიან, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში სახელს საკმაოდ უცნაური ნიკები ან კიდე უფრო უცნაური სიმბოლოები ცვლის, რომლის მიხედვითაც ჩემი ნაცნობის სახელ-გვარი მინიმუმ 2 ვარსკვლავი, 11 გული და 2 ™ ნიშანია. არის კიდევ ერთი გავრცელებული ფორმა, სახელი და გვარის ნაცვლად Friends Only რომელსაც ჩვეულებრივ სხვადასხვა სიმბოლოები ერთვის თან. ესეიგი ამატებს მხოლოდ მეგობრებს და იმდენად მდიდარია ის ამ მხივ რომ სულ რაღაც ერთ კვირაში 350 უახლოესი მეგობრების ვიწრო წრითაა გარშემორტყმული. ოდნო მეც მაქვს მაგრამ მისი საშუალებით მეგობრებს ვუკავშირდები და რატო უნდა გავასაიდუმლო ეს ვერ ვხვდები :( და კიდევ ერთი ამ სახელ-გვარების შესახებ, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი ნაცნობის (ან უცნობი ნაცნობის) სულიერი მდგომარეობა და წარმატება-წარუმატებლობა პირად გრძნობებში. ის რასაც ადრე მხოლოდ საუკეთესო მეგობრებს უმხელდნენ გოგონები (და არამხოლოდ მათზე მაქვს საუბარი) დღეს სწორედ იმ სახელ გვარის ადგილასაა მოთავსებული სადაც გუშინ ის 11 გული და ასეთი რამე-რუმეები ეწერა. არსებული მდგომარეობა სახელ-გვარით შეგიძლიათ დაადგინოთ, უფრო დეტალურად თუ დაინტერესდებით სტატუსს გადახედეთ და იქ იხილავთ, იმასაც გაიგებთ რომ ამ თქვენს ახლობელს ყველაზე ნაკლებად სიცოცხლე უნდა. ხოლო თუ სურათსაც შეავლებთ თვალს დაინახავთ შავ-თეთრ ფრტებმოტეხილ ქალს ან რაიმე მსგავსს რომელსაც რატომღაც გოთიკურს უწოდებენ და მე დღემდე ვერ ვხვდები რა საერთო აქვს შუასაუკუნეების ამ ულამაზეს კულტურას ამ მახინჯ არსებებთან. მოკლედ თქვენი ახლობლის გამო ალბათ აღელდებით მაგრამ ნუ იდარდებთ, ხვალ ისევ გულებითა და ყვავილებით გაჩნდება (რუსებს კი რატომღაც ძალიან უყვართ ქართული ასო “” რომელსაც მემგონი გულის კრეატიულ გამოსახულებად თვლიან) და ეწერება რომ უყვარსსსსსსსსს (თუ როგორ უყვარს “ს”-ების რაოდენობით განისაზღვრება), ან სხვა უარეს შემთხვევაში “მკიდიხარ”-იდან დაწყებული “მახატიხარ”-ით და ან ყველა ბიჭის ნაგვად აღიარებით დამთავრებული ფრაზა შეგიძლიათ იხილოთ. გვარების მიხედვით გრძნობების გამომჟღავნების კიდევ ერთი სახეობა არსებობს: დროდარო ჩვენს გვერდზე ჩნდება უსურათო პროფილი და ქვემოთ მსგავსი შინაარსის ტექსტი: Vauqmeb Vauqmeb удалила вас из своего списка друзей… ეჰ, ამ შემთხვევაში თუ ამ ტანჯული ადამიანის ვინაობით დაინტერესდებით მხოლოდ მიმოწერის ნახვით შეძლებთ გარკვევას (რადგანაც ვისაც მართლა თავის წაშლა უნდა პროფილს შლის, იმაზე იტყვით სხვას მისცემსო მაგრამ არც ისე სახარბიელოა ჩემი ძმაკაცის მიერ ჩემს ფორუმზე დადებულ “rava xar shechema sad daikarge”-ს დამდები უეცრად ვინმე გოგო აღმოჩნდეს რომელიც უმეტეს შემთხვევაში დაბლიდან მაღლა უყურებს კამერას)

რაც შეეხება საიტს ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ, ორმაგ მარაზმთან გვაქვს საქმე რადგან სხვაგან თუ ხალხი გვხვდება მარაზმული, აქ უაღრესად მარაზმული ადმინისტრაცია იჭერს პირველ ადგილს. მათ ორი დიდი თვისება ახასიათებთ, 1. ფულის შოვნის სურვილი ყველასა და ყველაფერში (რა იდიოტიზმია ადამიანს ფული გადაახდევინო შემოსული სტუმრების წაშლაში), და მეორე, სპამის ისტერიული შიში, რის გამოც youtube-ს ლინკიც კი ვერ მიმიწერია მეგობრისთვის. 1-ის გამო ბევრი ზარალდება და იძულებულია თვითონაც ჩართოს ეს ახალი იდიოტური სმაილები და რაც შეიძლება მეტს დაანახოს რომ აქვს (დანახებაში ფორუმის მონაგავება იგულისხმება), ხოლო შემდეგ საჭიროების შემთხვევაში მადლიერ მეგობარს გთხოვ დამირეკეთი შეატყობინოს რომ მან მართლაც თავისი ანგარიშით ჩართო ეს სმაილები :D . მეორე შემთხვევაში ვერც თავად სპამერები დაიტრაბახებენ გონებამახვილობით რადგან მე უკვე აღარ მიკვირს რომ ჩემი ძველი კურსელი და უახლოესი ძმაკაცი რატომღაც რუსულ ენაზე მწერს შემდეგი შინაარსის ტექსტს:
7dad8d80764f
მოკლედ როგორც ანზორ მესამე დიდი იტყოდა, აქა ლოლ და გადავიდეთ მეორე საკითხზე…
მეორე საკითხი კი ისაა რომ ამ ბოლოს ქართული ვებ სივრცე შტურმით აიღო 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებმა. ეს რათქმაუნდა მისასალმებელია, რომ არა გარკვეული სიტუაცია. ასე მგონია რომ ეს ყველა ბავშვი სინამდვილეში ერთი და იგივეა რადგანაც მათ, თითქმის ყველას ზუსტად ერთი და იგივე ინტერესები გააჩნიათ. მოკლედ მათ აქვთ რამოდენიმე ძირითადი კანონი:

1. აუცილებლად უნდა მოსწონდეთ პარკური და შეძლებისდაგვარად მისდევდნენ მას (რამაც თაბაშირის ბიზნესი საგრძნობლად წასწია წინ ამ ბოლოს)

2. ყოველი მათგანი სამშობლოს წინაშე ვალდებულია გააკეთოს მინიმუმ 1 საიტი მაინც ucoz-ზე

3. აუცილებელია რომ პოპულარული ვარეზები და ვიდეო პორტალები გადატენონ ამ მათი საიტის რეკლამებით და დაარწმუნონ ხალხი რომ ასეთ საიტს ვერსად ნახავენ (ვინც გადავა სტუმრების წიგნის, Skype 4.1-ის და “windows vista-ს ყველაზე მაგარ ვერსიის” გარდა სხვას არაფერს ელოდოს, ან არც ამათ)
3-ს ქვეპუნქტი – აუცილებლად დადონ ამ საიტზე ვიდეო სახელით “სკუპეს გატეხვა” (არ მეშლება, ზუსტად ასე), და მასში მოუწოდონ ხალხს გაგზავნონ თავისი სკაიპის იუზერნეიმი, თავისივე პაროლი და “მსხვერპლის” იუზერი მაილზე [email protected]ზე (ან მსგავსზე). თუ ვინმე ყურიანი აღმოჩნდა შედეგს მიხვდებით მაგრამ მიზანს? მე ვერ ვხვდები.

4. ყოველ მათგანს აუცილებლად უნდა ედოს მინიმუმ 2-3 პორნო ვიდეო იმ ქართულ ვიდეო პორტალზე, (“სახელ-გვარს არ ვასახელებ :D “)

5. მათი კიდევ ერთი ვალია გააკეთონ ქაუნთერის სერვერი სახელწოდებებით “KiLlErS~kLaN,” “SnIpErS”, “SADIST TeAm” და ა.შ, შემდეგ კი მათი IP დადონ ყველგან სადაც ხელი და მაუსი მიუწვდებათ, ამათგან აოხრებულ სკაიპზე არაფერს ვამბობ რადგან ქვემოთ arkantos-მა საკმაოდ ამომწურავად განიხილა ეს თემა

ეს კინემატოგრაფიის შედევრი ამასწინად ერთ-ერთ პოპულარულ ქართულ პორტალზე აღმოვაჩინე

ff8395584828

ხოლო ეს კი ამავე ფაილის ქვემოთ კომენტარებში, სადაც ფილმის ავტორი სასტიკად უსწორდება ფილმზე განსხვავებული აზრის მქონე სუბიექტს :D

5fa1ba500dcc

ესეც კატალოგი :)

d9a84bc8d339

მოკლედ ამაზე აღარ გავჩერდები რადგან წინ ის ყველაზე პოპულარული ქართული ვიდეო პორტალია, “სახელს და გვარს რომ არ ვასახელებ”. საინტერესო ფაქტი ისაა, მიუხედავად იმისა რომ ზემოდხსენებული ქართველი ბავშვების გარჯისა და შრომის დამსახურებით დღეს საქართველოში N რაოდენობით პორნოსაიტია გახსნილი, ქართველი პორნოგრაფიის მოყვარულთა მთავარ ფავორიტ საიტად მაინც ეს ვიდეო პორტალი რჩება. მაგრამ არა მხოლოდ ეს, ხანდახან ისეთ რაღაცას გადააწყდები, მსგავსი გულისამრევი ვიდეომასალის საიტზე ამტვირთავისთვის რბილად რომ ვთქვა შეურაცხყოფის მიყენება მოგინდება…

კიდევ ერთი თემაა Skype, რადგან გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი და თუ ვინმეს უნდა რომ სხვა ვინმეს “შეულაგოს” სკაიპი ამის შესანიშნავ საშუალებას აძლევს. იწყება ძირითადად 3 ხმოვანი სიგნალი რაც ნიშნავს რომ მოგწერეს
sad
xar
?
შემდეგ ისევ 3
aq
xar
?
და შემდეგ N რაოდენობის კითხვითი ნიშნები რაც საბოლოოდ გულისგამაწვრილებელი ზარით და საკუთარ გულში იმის აღიარებით სრულდება რომ მართლაც “შეალაგა” ვიღაცამ
გარდა ამისა ჩემი სკაიპის ისტორიას ახსოვს ასეთი ფაქტი რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დავასკრინშოტე:

a9b18e6211e3

მე ვერ გეტყვით რატომ იყო ეს ადამიანი სკაიპში მაინცდამაინც მაშინ როცა გარდაცვლილი იყო მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი რომ არც შემიხედავს ვინ იყო ისე გავუშვი ბლექ ლისტსა შინა და ამჟამადაც იქ განისვენებს…
აღარ გავჩერდები არც იმაზე თუ როგორ მთხოვენ ხშირად 7-8 გიგაბაიტიანი ფაილის სკაიპით გაგზავნას და არც ნიკებზე სადაც აუცილებლად ფიგურირებს სიტყვა სადისტი, მკვლელი, მფატრავი, პატრაშიწელი ან კიდე სიხა, ბუსუნა და ა.შ (ნუ ეს სქესზეა დამოკიდებული)…

კიდევ ერთი ძალიან ცუდი რამ რასაც გვერდს ვერ ავუხვევ. საერთოდ ადამიანის ენისა და კბილების ერთმანეთთან სინთეზის შესახებ გამოთქმა ყველას კარგად გვახსოვს მაგრამ ამ შემთხვევაში კლავიატურასა და თითებზეც უნდა მოვიფიქროთ რამე მაგრამ სიტყვა “დაჭერა” აღარ უნდა ფიგურირებდეს აქ. ქართველები ერთმანეთის დანდობაშიც ვიყავით გამორჩეული და ერთმანეთის პატივისცემაშიც, შეურაცხყოფას კი არასოდეს ვპატიობდით არავის… განსაკუთრებულად დიდი და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა კი დედის გინებაა ქართველისთვის და ხშირად შემხვედრია გამოთმა “ქართველი დედის გინებისთვის კაცს მოკლავს”. დღეს კი საკმარისია რომელიმე საიტზე ვიღაცეების კომენტარი ერთმანეთს არ დაემთხვეს რომ მაშინვე იწყება გინების კორიანტელი. დავიჯერო რომელიმე იდიოტური ფაილი ან ვიდეომასალა უფრო ძვირფასია ვიდრე ჩვენი ღირსება? თანაც ყოველივე ამას ისეთი საუბრები მოსდევს რომ გამოდის საქართველო 20იანი წლების ჩიკაგოა ან 60იანი წლების Cidade de Deus. თავს შევიკავებ ამის ამსახველი ფოტოს დადებისგან…
გარდა ამისა, ვინმეს ქუჩაში ან ნებისმიერ ადგილას რაიმე უხერხული შემთხვევა რო მოუხდეს იმის უნდა ეშინოდეს რომ ვინმემ არ გადაუღოს, საიტზე არ დადოს და მისი სახელ გვარიც არ მიაწეროს თორე მეორე დღიდანვე არასასურველი პოპულარულობა გარანტირებული აქვს. და კიდევ ერთი ამ თემაზე. იმედია დამეთანხმებით, კაცი რომელიც წავა, “ნაშასთან გაიგულავებს” და ამას ვიდეოთი გადაიღებს ჩუმად, მივა სახლში და ვიდეო პორტალზე ატვირთავს და საკმაოდ მსუყე კომენტარსაც დაურთავს თან, იმ ნაშაზე უარესია… მე მგონი კაცი ამას არ იკადრებს და საქართველოში ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ მსგავსი გაპორნოვარსკვლავებული ახალგაზრდები…

და ბოლოს… ორიოდე სიტყვა სხვა საიტებზეც. სიტყვა რეკლამა ამ ბოლოს სხვანაირად მხვდება ყურში და თუ რატო ამას ეხლავე აგიხსნით. მაგალითად ვზივარ კაბინეტში და მინდა მოვუსმინო რომელიმე საყვარელ სიმღერას მაგრამ ის არ აღმოჩნდა ჩემს კომპში. რათქმაუნდა შევდივარ ზაიცევზე ან სხვა საიტზე. ამ დროს კი შემოდის თანამშრომელი. წარმოიდგინეთ რა მოხვდება თვალში? რათქმაუნდა დიიიიდი ლათინოამერიკული უკანალი ან მკერდი რომლებს შორისაც დარწმუნებული ვარ ვერც შეამჩნევს სიმღერის გადმოსაწერ ლინკს. ნუ, უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ბრედ პიტის დამახინჯებულ სახეს გადააწყდეს და ქვემოთ შოკისმომგვრელ ინფორმაციას რომ თურმე სიფილისი დამართნია საწყალს :(
65d4d7c01fbd
მაგრამ ეს ნამდვილად არაა ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ასეთ შემთხვევაში მოხდეს, აბა წარმოიდგინეთ რას იფიქრებს ჩემზე ის თანამშრომელი (მითუმეტეს თუ ქალია), როცა ეკრანზე ის ლათინოამერიკული მკერდი თუ უკანალი მამაკაცისა იქნება და არა ქალისა, ან კიდევ ეკრანზე დიდი ზომის სურათს დაინახავს სადაც პრეზერვატივწამოცმული კიტრი იწონებს თავს ხოლო ქვემოთ უიმედო ხალხისთვის იმედისმიმცემი წარწერაა დიდი შრიფტით, რომელიც მათ გარკვეული ორგანოების დაგრძელების 100%იან გარანტიას პირდება… 2ივე შემთხვევაში ქალისგან თანაგრძნობით აღსავსე გამოხედვას დაინახავთ ალბათ და კაცისგან დაცინვას (მინიმუმ)

მოკლედ სულ ესაა რასაც მე ვფიქრობ დღევანდელ ქართულ თუ უცხოურ ვებ სივრცეზე. იმედია ოდნავ მაინც დაგაინტერესათ.

სტატიის ავტორი – მე, გიორგი სურმანიძე ანუ Velociraptor

P.S. სტატია პირადად მე მოვამზადე და ხელები დამატყდა წერით, ასე რომ ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს მოეწონება და დაკოპირებას გადაწყვეტს ავტორის ვინაობაც თან მიაკოპიროს :)

მსგავსი ამბები

Back to top button