არქივი

ჰოლოკოსტი

4a8991ace1c5

პირველად ტერმინი ჰოლოკოსტი შემოვიდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ მასობრივად დაიწყო ებრაელების განადგურება. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. თავად ჰოლოკოსტი კი ლათინური სიტყვაა და ითარგმნება როგორც ”სრულიად დაწვა”. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშენებულ იქნა “სიკვდილის ბანაკები”, მილიონ ადამიანთა მკვლელობისთვის განსაზღვრული. გერმანიის მიერ ევროპის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსხვერპლნი იდევნებოდნენ და იგზავნებოდნენ კონცენტრაციულ ბანაკებსა და გამანადგურებელ ბანაკებში. გარდა ამისა, ნაპოვნი დოკუმენტების მიხედვით, გერმანელები გეგმავდნენ ებრაელთა განადგურებას აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და პალესტინაში მათი დაპყრობის შემდეგ.
ჰოლოკოსტის მსხვერპლად ითვლება ევროპის 6 მილიონი ებრაელი, თუმცა მსხვერპლთა სრული სია არ არსებობს. ომის ბოლოს ნაცისტები სიკვდილის ბანაკების კვალსაც კი აქრობდნენ. დარჩენილია ცნობები უკვე გარდაცვლილი ხალხის განადგურებისა საბჭოთა არმიის მოსვლამდე. იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მუზეუმში, “იად ვაშემში” (Yad Vashem) ინახება პერსონალური დოკუმენტები დაახლოებით 3 მილიონი მსხვერპლის შესახებ.

e1614268132f

სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც გამოსცა მუზეუმმა “იად-ვაშემ”, “ჰოლოკოსტის ენციკლოპედია”, დაიღუპა 3 მილიონამდე პოლონელი ებრაელი, 1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი, 140 ათასი ლიტველი ებრაელი და 70 ათასი ლატვიის ებრაელი, 560 ათასი უნგრეთის ებრაელი, 280 ათასი – რუმინეთის, 140 ათასი გერმანიის, 100 ათასი-ჰოლანდიის, 80 ათასი – საფრანგეთის, 80 ათასი ჩეხეთის, 70 ათასი – სლოვაკეთის, 65 ათასი – საბერძნეთის, 60 ათასი – იუგოსლავიის. ბელორუსიაში 800 ათასზე მეტი ებრაელი იქნა განადგურებული. ბალტიისპირეთს გერმანულმა სახელმწიფომ ”ებრაელთაგან გაწმენდილი ზონა” (judenfreie Zone) უწოდა – ებრაელი მოსახლეობა ასი პროცენტით იქნა განადგურებული.
გენოციდი არ დაწყებულა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ნაცისტები თავიდან ცდილობდნენ ებრაელები გაეძევებინათ ქვეყნიდან, მაგრამ მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ. დევნილებს ზურგი შეაქციეს სხვა ქვეყნებმა. “ნიურნბერგის კანონმა” 1935 წლის 15 სექტემბრიდან წერტილი დაუსვა გერმანიაში ებრაელების თანასწორომის დასაწყისისთვის, ნაცისტებმა დაიპყრეს ის რეგიონები, რომელიც ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული ებრაელებით – პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსია.
დიდ ქალაქებში (უფრო მოგვიანებით პატარა ქალაქებში) იქმნებოდა ებრაული გეტოები (დიდი ქალაქების რაიონები, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, ნებით თუ ძალით, მძიმე სიტუაციაში, სიტყვას ისტორიული საფუძველი აქვს და უკავშირდება ვენეციურ გეტოს, სადაც უნდა ეცხოვრათ ებრაელებს), სადაც ებრაელები მიჰყავდათ. უდიდესი გეტო იყო შექმნილი ვარშავაში, იქ 480 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. იგი 1943 წელს ლიკვიდირებულ იქნა მასობრივი დეპორტაციის შემდეგ ტრებლინკაში 1942 წლის ზაფხულში და 1943 წლის იანვრისა და აპრილის აჯანყების შემდეგ: ქ.ლოძის (პოლონეთი) გეტო – 160 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. ეს გეტო თანდათან განადგურებულ იქნა: პირველი დეპორტაციის ნაკადი ჰელმნოში 1942 წლის იანვარსა და მაისს შორის იყო, შემდეგ სხვა რიგი დეპორტაციებისა სხვა ბანაკებში, 1944 წლის 1 სექტემბერს კი საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებულია.უფლებიანობას და ამიერიდან მათ რასობრივი ტერმინებით განასხვავებდა.
ანტისემიტურმა ისტერიამ გერმანიაში მიიყვანა 1938 წლის (9-10 ნოემბრის ღამე) ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასობრივ გაჩანაგებამდე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც “ბროლის ღამე” (მინის ნამხსვრევთა გამო, რომლითაც იყო მიმოფენილი გერმანული ქალაქები).
1933-1939 წლებში გერმანიიდან და ავსტრიიდან 330 ათასი ებრაელი გაიქცა. დაახლოებით 110-100 ებრაელი დევნილები გერმანიიდან და ავსტრიიდან მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, მაგრამ იდევნებოდნენ უკვე ომის პერიოდში.
1939 წლის დასაწყისში ჰიტლერმა “4 წლიანი გეგმის შემსრულებელს” გერმან გერინგს დაავალა მოემზადებინა გეგმა ებრაელების გერმანიიდან განსადევნად. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის არამარტო გაიზარდა მათი რიცხვი (გერმანიისთვის პოლონეთის მიერთების შემდეგ), არამედ გაართულა კიდეც ლეგალური ემიგრაცია.
1940 წელს-1941 წლის დასაწყისში ნაცისტები ამუშავებდნენ რამდენიმე ვარიანტს ებრაული საკითხის გადასაწყვეტად: სთავაზობენ საბჭოთა კავშირს მიეღო რეიხის ებრაელები, გეგმა “მადაგასკარი” (ყველა ებრაელის აფრიკის ამ კუნძულზე გადასახლება) და “ლიუბლინი”. არც ერთი ამ პროექტთაგან არ იყო შესრულებული.
ომის დასაწყისისთვის, ნაცისტებმა დაიპყრეს ის რეგიონები, რომელიც ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული ებრაელებით – პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსია.
დიდ ქალაქებში (უფრო მოგვიანებით პატარა ქალაქებში) იქმნებოდა ებრაული გეტოები (დიდი ქალაქების რაიონები, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, ნებით თუ ძალით, მძიმე სიტუაციაში, სიტყვას ისტორიული საფუძველი აქვს და უკავშირდება ვენეციურ გეტოს, სადაც უნდა ეცხოვრათ ებრაელებს), სადაც ებრაელები მიჰყავდათ. უდიდესი გეტო იყო შექმნილი ვარშავაში, იქ 480 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. იგი 1943 წელს ლიკვიდირებულ იქნა მასობრივი დეპორტაციის შემდეგ ტრებლინკაში 1942 წლის ზაფხულში და 1943 წლის იანვრისა და აპრილის აჯანყების შემდეგ: ქ.ლოძის (პოლონეთი) გეტო – 160 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. ეს გეტო თანდათან განადგურებულ იქნა: პირველი დეპორტაციის ნაკადი ჰელმნოში 1942 წლის იანვარსა და მაისს შორის იყო, შემდეგ სხვა რიგი დეპორტაციებისა სხვა ბანაკებში, 1944 წლის 1 სექტემბერს კი საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებულია.

d79b83d573ad

1942 წელს, ვაზენში ნაცისტები იმუშავებენ “ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტის” პროგრამას. ეს გადაწყვეტილება არ არის აფიშირებული და ცოტას (მათ შორის მომავალ მსხვერპლსაც) თუ შეეძლო დაეჯერებინა, რომ მეოცე საუკუნეში ასეთი რამ შესაძლებელი იყო. გერმანიის, საფრანგეთი, ჰოლანდიის, ბელგიის ებრაელებს გზავნიდნენ აღმოსავლეთით, პოლონეთისა და ბელორუსიის ბანაკებსა და გეტოებში, უყვებოდნენ მათ რა დროებითი გადასახლების შესახებ. პოლონეთში იქმნებოდა ე.წ. “სიკვდილის ბანაკები”, რომლებიც საერთოდ გათვალისწინებული იყო არა დიდი რაოდენობის ხალხის საცხოვრებლად, არამედ ახალმოსულების სწრაფი განადგურებისთვის.
ნაცისტების გეგმების ინფორმაციის უქონლობის გამო, ბანაკებსა და გეტოებში მყოფნი ცდილობდნენ ყველა მოთხოვნისა და ბრძანების დაკმაყოფილებას გადარჩენის მიზნით. მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი გასვლების მიზეზი, ბანაკებსა და გეტოებში დაიწყო აჯანყებები; ყველაზე ცნობილია ვარშავის გეტოს აჯანყება 1943 წლის იანვარში. ყველაზე აქტიური წინააღმდეგობის ცენტრი იყო მინსკის გეტო.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაელების ბედი განსაზღვრული იყო. როგორც წესი, ადგილობრივი მცხოვრებლების მხარდაჭერას მოკლებულებს, არ ჰქონდათ შანსი გეტოს გარეთ გადარჩენის. შოაში გადარჩენილი ებრაელები, არიან ის მცირედი, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადამალეს (არაებრაელებმა, “მსოფლიო წმინდანებად” წოდებულნი, გადაარჩინეს სიკვდილს ათობით ათასი ებრაელი), რომელნიც იყვნენ პარტიზანულ მოძრაობაში. ბელორუსიაში პარტიზანულ მოძრაობაში 30 ათასი ებრაელი ირიცხებოდა.
პოლონელი ებრაელებისგან გადარჩა 300 ათასი: 25 ათასი პოლონეთში, 30ათასი დანრუნდა იძულებით სამუშაო ბანაკებიდან, დანარჩენი კი საბჭოთა კავშირიდან. ებრაელების განადგურების, ანტისემიტიზმის აფეთქების შემდეგ, რომლის პიკი 1946 წლის ივლისში, კელცში მოხდა, აიძულა პოლონელი ებრაელები დაეტოვებინათ ქვეყანა და გაემგზავრნენ ცენტრალურ ევროპაში. 1946 წლის შემდეგ პოლონეთში მხოლოდ 50 000 ებრაელიღა დარჩა.
განადგურებულნი იყვნენ, არამხოლოდ ადაიანები, არამედ ასევე ადგილობრივი უნიკალური ებრაული კულტურა; განადგურებულ იქნა მოგონება იმაზე, რომ ის საუკუნეების განმავლობაში განუყრელი ნაწილი იყო აღმოსავლეთ ევროპის კულტურისა. ამის დამამტკიცებელი არაფერი არ არის შემონახული.
შეიძლება ითქვას,რომ ნაცისტებმა ებრაელების საბოლოოდ განადგურების საკითხს წარმატებით გაართვეს თავი.
არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ჰოლოკოსტი, როგორც მოვლენა არ არსებობდა იმ სახით, როგორადაც მას საერთაშორისოდ მიღებული ისტორიოგრაფია აღწერს. “გაეროს” გენერალური ასამბლეა 2005 წლის 21 ნოემბრის რეზოლუციით უარყოფს ნებისმიერ მთლიან ან სანახევროდ უარყოფილ ჰოლოკოსტს, როგორც მოვლენას. 2007 წლის 26იანვარს კი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის წინა დღით, “გაეროს” გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია,ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული ფაქტის გასამართლებისა. დოკუმენტს დაეთანხმა 103 ქვეყანა 192 გენასამბლეის წევრთაგან.

ad379f2fdbe0

ეს ყველაგერი ”გენიოსმა” ჰიტლერმა ჩაიდინა, რატომ? რას ერჩოდა ებრაელებს? ერთი ძალიან მარტივი მიზეზი აქვსა, ებრაელები ჭკვიანი ხალხი იყო (და არის), და ეშინოდა მათი…
ვარ დასწრებული ლექციაზე, სადაც ჰოლოკოსტის ამბავს გვიყვებოდა ადამიანი რომელიც ამ უბედურებას გადაურჩა, მაშინ ის 11-12 წლის იყო, მის თვალწინ დაიხოცა დედა, მამა, და-ძმა, და ის სრულიად უცხო ადამიანებმა შემთხვევით გადაარჩინეს.
ჰოლკოსტის დღეს მთელს ისრაელში დილით 1 წუთის განმავლობაში ისმის სირენის ხმა, ამ დროს ჩერდება ყველაფერი, ხალხი ქუჩებში აჩერებს მანქანებს, გადმოდიან და დუმილით ასე მიაგებენ პატივს დაღუპულთა ხსოვნას, სირენის ხმას და სუჩუმეს არღვევს მხოლოდ ვინ? რათქმა უნდა არაბები, რომლებიც ჰოლოკოსტს არ აღიარებენ…

წყარო: ვიკიპედია

mayumana

var erti chveulebrivi adamiani, minda gagacnot saintereso psotebi, mogixvet is rac xdeba israelshi, vpikrob saintereso ikneba
Back to top button