მისტიკასაკითხავიუცნაური

ფსიქოკინეზი

f2459525c715

გამარჯობა! დიდიხანია არაფერი დამიწერია, ახლა მომენატრეთ და გადავწყვიტე პოსტი დაგიწეროთ.ვგონებ დაგაინტერესებთ.

ფსიქიკურ ძალებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ მატერიაზე- ასეთ ზეგავლენას ფსიქოკინეზს ეძახიან.ფსიქოკინეზის მოვლენაში დარწმუნებულები თვლიან, რომ ის დიდი ხნის წინადაც არსებობდა და ბიბლიაშიცაა მოხსენიებული.პარაფსიქოლოგები კი თვლიან,რომ ფსიქოკინეზის ელემენტები შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მაგიურ რიტუალებში.

ზიგმუნდ ადამის კანცელარიაში,რომელიც გერმანის ქალაქ როზენჰეიმიდანაა, 1967-1968 წწ. ხდებოდა ძალიან უცნაური მოვლენები.პირველ რიგში გადაიწვა ყველა ელექტრო მოწყობილობა.როდესაც ისინი შეაკეთეს, კვლავ გადაიწვნენ.

უცნაურობები ასევე კანცელარიის გვერდით მყოფ სატენეფონო სადგურზეც ხდებოდა.ხშირად ისმოდა სატელეფონო საუბარი, თუმცა არავინ საუბრობდა.რეკავდნენ ყველა ტელეფონები,მაშინ როდესაც არავის არ შეუკვეთია ზარი.

ეს საშინელება 4 კვირას გრძელდებოდა.მისაღებ კანცელარიაში კედელზე გადაიხარა სურათი,რომელიც კარგად იყო დამაგრებული და სწორად ეკიდა.ხდებოდა ასევე სხვა უცნაური შემთხვევები.ამპერმეტრმა- რომელიც დენის ძალის გასაზომი ხელსაწყოა- არევა დაიწყო,თან ძალიან.როდესაც დენის ძალა უდრიდა 10 ამპერს, ის მთელ 50ს აჩვენებდა.

ობიექტური გამოძიების შედეგად,დამტკიცდა,რომ ყველა ელექტრო გაყვანილობა წესრიგში იყო.ყველა მომხდარი სხვა მიზეზს უნდა დაეკავშირებინათ.გამოძიებასთან სათანამშრომლოდ პარაფსიქოლოგი მოიყვანეს,რომელმაც დაადგინა, რომ ” მოწყობილობის მიერ დაფიქსირებული ელექტრული დენის გასროლის მეშვეობით, დავადგინეთ,რომ აქ არის სპონტანური ფსიქოკინეზი.”დადგინდა,რომ ყველა უცნაურობა მაშინ ხდებოდა, როდესაც სამუშაოზე იყო საადვოკატო ბიუროს თანამშრომელი ანნემარია შაბელი.როდესაც შვებულებაში იყო, ყველაფერი ჩვეულ რითმს უბრუნდებოდა.დამნაშავემ აღიარა,რომ სულიერად ძალიან დიდ დაძაბულობას გრძნობდა.მისი “ბრძანებით” მთვლელები კვლავ კარგად ამუშავდნენ.ანნემარიამ კი მათ უბრალოდ შეხედა.

ამ და სხვა მსგავსი შემთხვევის ანალიზირებისას,სპეციალისტები აკეთებენ დასკვნას,ფსიქიკურ ძალებს შეუძლიათ მატერიაზე ზეგავლენის მოხდენა.ასეთ ზეგავლენას ფსიქოკინეზს უწოდებენ.

7217f829af6d

მფრინავი ქვები

ხშირად ფსიქოკინეზი უფრო უცნაურად წარმოაჩენს თავს,ვიდრე ფრაუ შაბელის შემთხვევაში.1927 წელს იყო აღნიშნული შემთხვევა ცამეტი წლის ბიჭ, ტიბორს შეემთხვა..ტიბორი და მისი ბიძაშვილი სათევზაოდ წავიდნენ.საღამოს,უღრუბლო ციდან ბიძაშვილის გვერდით,წყალში ქვა ჩავარდა.გარკვეული დროის შემდეგ, შეშინებულმა ყმაწვილმა მეთევზეებმა სახლში წასვლა დააპირეს,მაგრამ სახლის გზაზე მათ ნამდვილი ქვათაცვენა მისდევდა.როგორც ცნობილია, ქვები ბიჭებს შორის ისე ეცემოდა,რომ მათ არ ხვდებოდათ.საინტერესოა,რომ ჩამოვარდნილი ქვების დანახვა მხოლოდ უკნიდან შეიძლებოდა, ისინი დაახლოებით ერთ მეტრ სიმაღლეზე ჩნდებოდნენ საიდანღაციდან.ზოგიერთი მათგანი ადამიანის თავის ხელაც კი იყო.

შეშინებული ბიჭები გაიქცნენ.როდესაც ადგილობრივ ბარს მიაღწიეს,ქვათაცვენა ნამდვილ სეტყვას ჰგავდა.ტიბორი და მისი ბიძაშვილი შენობაში შევარდნენ.როდესაც გადაწყვიტეს ბარის დატოვება, ქვებმა ისევ დაიწყეს ცვენა.ბიჭები შენობაში შებრუნდნენ,მაგრამ ქვები იქაც ეცემოდა.საინტერესოა,რომ ქვები ცხელი იყო, მაგრამ შემდეგ უკვალოდ გაქრა.

ბიჭებს სთხოვეს, ბარი დაეტოვებინათ.შეშინებულები შინ გაიქცენენ, ქვები მათ მისდევდნენ.როდესაც სახლში აღმოჩნდნენ, იქ არამარტო ქვები ეცემოდა, არამედ სხვადასხვა ნივთები გადაადგილდებოდა.რაღაც დროის შემდეგ, ეს ყველაფერი შეწყდა, მაგრამ არა სამუდამოდ. ყველაფერი მაშინ მორჩა,როცა ტიბორი დეიდასთან გადასახლდა.

მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებულია ასევე 1831 წელს ინდონეზიაში და ბრემენში.

მოღუნული კოვზები

96e0890a860c

ზოგიერთ ადამიანს შეუძლია მართოს თავისი ფსიქოკინეზური შესაძლებლობები.მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ ებრაელი ილუზიონისტი ური გელერი.ჯერ კიდევ ბავშვობაში შეამჩნია,რომ მისი მზერის მეშვეობით საათის ისრები ან სწრაფად მოძრაობენ,ან ნელა.ერთხელაც,როდესაც მშობლებთან ერთად რესტორანში იყო,უცებ მისი კოვზი გადატყდა, სხვების კოვზები კი ისე იღუნებოდა,თითქოს პლასტელინისგან იყო.

საჭიროა თუ არა იმის თქმა,რომ ეს უცნაურობა აშინებდა მის ნათესავებს და მშობლებს.მაგრამ,13 წლის ასაკში ურიმ შესძლო ამ შესაძლებლობების დამორჩილება.ამ ყველაფერმა სარგებელიც კი მოუტანა.საკონტროლო წერის დროს,იგი უყურებდა დაჟინებული მზერით ყველაზე კარგ მოსწავლეს და ძნელი ამოცანის პასუხებს კითხულობდა მისი აზრებიდან.

მსგავსი ფოკუსები დიდ ენერგიას მოითხოვდა.უკვე როდესაც მსოფლიოში სახელი გაითქვა,1972 წელს,რეპორტიორების თხოვნით მწყობრიდან გამოიყვანა მიუნჰენის საბაგირო.თვითონ გელერს კი გული წაუვიდა.

გელერს შეეძლო მანძილზე მეტალის საგნები გაეღუნა ან გაეტეხა,ფსიქიკური ზეგავლენით წეშალა მაგნიტოფონის ჩანაწერები.ასევე შეეძლო ნივთების გაქრობა და კვლავ თავის ადგილზე დაბრუნება.

ფსიქოკინეზით დაჯილდოებულები უფრთხონდნენ არა მარტო კოვზებს.მაგალითად,კარენ გეტსლიმ შეძლო ლაზერული სხივის მოღუნვა.კვლევაში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა,რათა გაყალბებას ადგილი არ ჰქონოდა.

ამ შედეგმა ფიზიკოსები განაცვიფრა.კათედრის თავჯდომარემ,სადაც ფიზიკაში ექსპერიმენტები ტარდებოდა, იულიამ ეიდსონმა თქვა: ” თუ შევძლებთ გეტსლის შესაზლებლობის დამორჩილებას,ის ფიზიკაში გადატრიალებას მოახდენს.”

აი ასე ჩემო კარგებო. :) ამ სტატიის შემდეგ ალბათ თქვენც მოგინდათ ფსიქოკინეზით იყოთ დაჯილდოებულნი :) ყველას დიდი მადლობა,რომ წაიკითხეთ

BY ნაწკა

NataLie Tarashvili | Create Your Badge
100001248111493.976.1401718075

მსგავსი ამბები

Back to top button