მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხის საუკეთესო მოქანდაკეები და მხატვრები
შეიკრიბა ყოველწლიური ყინულის და თოვლის ქანდაკებების ფესტივალზე ბელგიის ქალაქ ბრიუგეში. ბრიუგე ეს არის ქალაქი ბელგიაში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ–დასავლეთ ნაწილში. ბრიუგე არის საოცარი ქალაქი, ლამაზი და დასასვენებელი ადგილი, სადაც სუფევს მშვიდი და რომანტიკული ატმოსფერო.
ამ წელს ფესტივალი ეძღვნება პარიზის დისნეილენდის მე-20 წლისთავს;
მნახველებისათვის მისი კარები გაღებულია 25 ნოემბრიდან – 2012 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
ნახეთ ვიდეო…
აქ წარმოდგენილია პარიზის დისნეილენდი, რომელიც მოიცავს რამოდენიმე პარკს ერთად, რომელიც დაჯგუფებულია მძინარე მზეთუნახავის ციხესიმაგრის, დისნეილენდის სიმბოლოს და წვრილი სარკინიგზო მატარებლის გარშემო.
ყოველწლიურად ბელგიის ქალაქ ბრიუგეში ყინულის ქანდაკებების ფესტივალი ეწყობა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლი მოქანდაკეების ნამუშევრებია გამოფენილი დამთვალიერებელთათვის.
საერთოდ ქალაქ ბრიუგეში ყოველ წელს რკინიგზის სადგურის წინ საგამოფენო კომპლექსს ამონტაჟებენ, სადაც ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოქანდაკეები იკრიბებიან და ყინულისგან სკულპტურებს ქმნიან.
გამოფენა დახურულ სივრცეში ბელგიის თბილი კლიმატური პირობების გამო კეთდება.
ყოველწლიურად ფესტივალზე დაახლოებით 400 ტონა თოვლი იხარჯება, რომლისგან შექმნილი სკულპტურებიც 1000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული.
თემა ყოველ წელს განსხვავებულია. წლევანდელი ფესტივალისთვის, რომლის თემაც “პარიზის დისნეილენდია”, მზადება ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო, ხოლო დასრულებული ნამუშევრების გამოფენა 2012 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება.
იმის გამო, რომ 2012 წელი დრაკონის წელიწადია, ნამუშევრებს შორის მრავლად შეხვდებით ამ არსებებს, რომლებიც სხვადასხვაფრადაა განათებული.
ნახეთ ვიდეო: