მისტიკაუცნაური

სიკვდილი დინოზავრის მუცელში

კოსმოსიდან მოსულთა ცხედრებს ძველეგვიპტურ აკლდამებშიც პოულობენ. ერთ-ერთ მათგანში არქეოლოგებმა რამდენიმე მუმიას მიაგნეს. გამოკვლევით დადგინდა რომ, ერთ-ერთი ადამიანს არ ეკუთვნის!

მუმიას ფართო უენო პირი ჰქონდა, არ გააჩნდა არც ცხვირი, არც ყურები, ხოლო სიმაღლით ორ-ნახევარ მეტრს აღწევდა.

არქეოლოგ გასტონ დე ვილარის გადმოცემით, მუმიის ასაკი დაახლოებით 4 000 წელია. ”ის ეგვიპტელი დიდებულივით იყო დაკრძალული – გულმოდგინედ მუმიფიცირებული მსახურებით, საკვებით და საიქიო ცხოვრებისათვის განკუთვნილი ხელოვნების საგნებით  იყო გარემოცული. მაგრამ, როგორც დავადგინეთ, ყველა ნივთი როდი განეკუთვნება ეგვიპტურ და საერთოდ, მიწიერ კულტურას. მაგალითად ნაპოვნ ნივთებს შორის არის პოლირებული მეტალის დისკი, რომელიც უცნაური წარწერებითაა დაფარული, მეტალის კოსტიუმი რაღაც ნარჩენებით, რაც პლასტიკურ ფეხსაცმელებს გავს და ვარსკვლავების, პლანეტების და უცნაური მანქანების გამოსახულებით სავსე უამრავი ქვის ფილა.

აკლდამა, სადაც უცნაური მუმია აღმოაჩინეს, ასევე უჩვეულოდ გამოიყურება. განსასვენებელი ძველი დროისათვის უჩვეულო საშუალებითაა გაკეთებული. ქვა კლდიდან ისეა გამოჭრილი, რომ კედლები პოლირებული მარმარილოს მსგავსად არის მოსწორებული. იქმნება შთაბეჭდიოლება, თითქოს ის ლაზერით გამოჭრეს. ამასთან, ქვის ზედაპირიც უზადოდაა მოპრიალებული. აკლდამა შემკობილია ტყვიისმაგვარი სუბსტანციით. ჩვენ ვერ დავადგინეთ, თუ რა მასალაა ეს.”

 

დე ვილარი მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე, შესაძლოა, უცხოპლანეტელს ეხება, რომელიც დედამიწაზე გარდაიცვალა და ეგვიპტელებმა დაკრძალეს. ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ მეტყველებს ქვის ფილებზე დატანილი სურათებიც, რომლებიც რაღაც ფანტასტიკურ მანქანას ასახავენ ჰაერში ფრენის დროს.

ერთ-ერთი უკანასკნელი აღმოჩენა, რომელიც დაკავშირებულია უძველეს დროს უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლასთან, 2000 წლის მაისში გაკეთდა. მაშინ ინგლისელმა პალეონტოლოგებმა, რომლებიც დევონშირთან ახლოს შემორჩენილი ნაშთებს იკვლევდნენ, სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს.

ტირანოზავრის, ერთ-ერთი ყველაზე გაუმაძღარი რეპტილიის კარგად შემონახული ჩონჩხის მრავალსაუკუნოვანი დანაშრევისაგან გაწმენდისას მეცნიერებმა იმ ადგილზე, სადაც მისი კუჭი მდებარეობდა, ადამიანის მცირე ზომის ჩონჩხი შენიშნეს. პრინციპულად, ეს შეუძლებელი იყო, რადგან გეოლოგიური ფენის ასაკი, სადაც ტირანოზავრი აღმოაჩინეს, დაახლოებით 7 მილიონ წელს შეადგენს, ხოლო ადამინის პირველი წინაპრები, ევოლუციის ოფიციალური თეორიის მიხედით, დედამიწაზე მხოლოდ მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ.

მაშინ ვინ აღმოჩნდა დინოზავრის კუჭში? სიმაღლით ჰუმანოიდი ერთ მეტრს ოდნავ აღემატებოდა, ჰქონდა პატარა ხელები და უჩვეულოდ დიდი თავის ქალა.

მის მარცხენა კიდურთან რაღაც საგნის რამდენიმე გადამდნარი ნატეხი იპოვეს. ისინი იმ მასალისგან იყო დამზადებული, რაც ოდნავ მოგვაგონებს თანამედროვე პოლიმერებს. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ეს, შესაძლოა, საკვლევი ხელსაწყო ან იარაღი იყო და დინოზავრის ჩონჩხის დეტალური დათვალიერების შემდეგ ბოლო ვერსიაზე შეჩერდნენ.

შემდგომი კვლევის დროს გაირკვა, ტირანოზავრს საკმაოდ სქელ თავის ქალაში იდეალურად მრგვალი გამჭოლი ნახვრეტი ჰქონდა, რომელიც დღეს მხოლოდ მძლავრი ლაზერით შეიძლება გაკეთდეს. როგორც ჩანს, ან უკვე სასიკვდილოდ დაჭრილმა ქვეწარმავალმა ჰუმანოიდი შეჭამა, ან იგი შემდეგ სხვა ჰუმანოიდებმა მოკლეს. ასეა თუ ისე, ერთ-ერთმა კოსმოსურმა სტუმარმა საკმაოდ უჩვეულო განსასვენებელი პოვა…

წყარო: http://ufoblogi.blogspot.com/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close