გართობა

საათების უმსხვილესი კოლექცია მსოფლიოში

43521d2367d0
ამ პოსტში წარმოგიდგენთ ჯეკ სკოფს და მის საატების კოლექციას:
ჯეკ სკოფი- (Jack Skoff) საათების კოლექციის მფლობელის საკუთრებაშია 1500 -ზე მეტი საათების სხვადასხვა სახეობის ნიმუშები. ამის წყალობით, 66 წლის ჯეკ სკოფი მოხვდა გინესის რეკორდების წიგნის ჩანაწერებში. მან მეტოქეობა გაუცია თავის კონკურენტს, რომლის კოლექციაც ითვლიდა მხოლოდ 900 საათს.
თავისი სიამაყის „ნივთი“ ჯეკ სკოფმა განათავსა პატარა ბინა-სტუდიაში, სადაც თავისუფალი სივრცის ყოველი დუიმი (=2,5 სმ) ოკუპირებული იყო საათებით.
მთელ თავის თავისუფალ დროს 66 წლის ჯეკი ახლა ხარჯავს საათების ბატარეების გამოცვლაში, საათების სარემონტო- შეკეთება მუშაობაში და მათ აწყობა-გამართვაში

9afaf27d4e7a
ჯეკის თქმით, საათი, დროის საზომი ხელსაწყოა და საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს (დედამიწის ბრუნვას, ელექტრულ რხევებს, ქანქარას, კვარცის ფირფიტასა და მოლეკულაში ატომების რხევებს და სხვა). საათი არის საყოფაცხოვრებო , როგორიცაა : მაჯის, მაგიდის, კედლის, კოშკისა და ა. შ. აგრეთვე სპეციალური დანიშნულების, როგორიცაა : რადიოშუქურის, სასიგნალო, საპროცედურო, ასტრონომიური, საჭადრაკო, სატაბელო და სხვა.
5a001de79426
მეტად ზუსტია კამერტონიანი საათი, რომელშიც გამოყენებულია კამერტონის სტაბილური რხევები -ცდომილება დღე-ღამეში ± 0,1 წმ, კვარციანი საათის მუშაობა ემყარება პიეზოელექტრულ ეფექტს და მისი ცდომილება ა 100 ნწმ 10-7 წმ. და აქვე მინდა დავამატო, რომ მოლეკულური და ატომური საათის სვლის კორექტირება ხდება მოლეკულური გენერატორით
0a42df72d9cb
მექანიკური საათები მე-6 საუკუნიდან შემოვიდა და საათის კონსტრუქციამ და სამოძრაო მექანიზმმა დიდი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე მექანიკური საათის გამომგონებელია კრისტიან ჰიუიგენსი, რომელმაც 1657 წელს საათის ისრების ასამოძრავებლად ქანქარა გამოიგონა.
16373f920a70
და მაინც საათი- ეს ხომ დიდი გამოგონებაა-რა თქმა უნდა დამეთანხმებით: უკვე II ათასწლეულში ჩვ. წ-მდე ინდოეთსა და სხვა ქვეყნებშიც იყენებდნენ წყლის საათს. დროს აღრიცხავდნენ დანაყოფებიან ჭურჭელში სავზე რეზერვუარიდან თანაბარი ინტერვალებით წვეთ-წვეთად ჩამდინარე წყლის დაგროვილი რაოდენობის მიხედვით.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button