არქივი

მუტანტი უძველეს საფლავებში

2e9f77bf88a4
ჩონჩხს ფეხების არაპროპორციული და ხელების გრძელი ძვლები ჰქონდა. და რაც მთავარია – თავის ქალა, რომელიც მშვენივრად შენახულიყო, თავისი შიდა მოცულობით თითქმის ორჯერ აღემატებოდა თანამედროვე ადამიანის თავისქალის ”ტევადობას”. ამასთან, სახის თითქმის ნახევარი უზარმაზარ თვალის ბუდეებს ეკავა.

ლაბორატორიაში ჩატარებულმა ნახშირწყალბადის ანალიზმა აჩვენა, რომ ნაპოვნის ასაკი დაახლოებით 6000 წელს შეადგენდა! ბელგიელმა მეცნიერებმა მაშინვე უარყვეს ვერსია ჩონჩხის უცხოპლანეტური წარმოშობის შესახებ და ივარაუდეს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ჰქონდათ უძველეს ადამიანთან, რომელიც რაღაც კატასტროფული ბუნებრივი მოვლენის შედეგად მუტანტად გადაიქცა.

მაგრამ მეტისმეტად ბევრი მუტანტი ხომ არ დაეხეტებოდა წარსულში დედამიწაზე? და სიკვდილის შემდეგ ამ მუტანტებს საკმაოდ ხშირად რატომ კრძალავდნენ ბელადებისა და პატივსაცემი სტუმრების შესაფერ ადგილში?

ძველი ყორღანები – სამარხები ყოველთვის იწვევდა ისტორიკოსებისა და არქეოლოგების დიდ ინტერესს. მათი გათხრების დროს ზოგჯერ საინტერესო აღმოჩენები კეთდებოდა. 1972 წლის ზაფხულში, უკრაინაში, ხერსონის ოლქში დიდი გათხრების დროს იპოვეს უცნაური აღნაგობის მოხუცის ჩონჩხი: არაბუნებრივიად გრძელი კიდურებითა და წაწვეტებული თავით. მიცვალებული შვიდბორბლიან ეტლთან ერთად  იყო დამარხული. სამარხიდან მიწაზე ტეხილი სხივები იშლებოდა, სავარაუდოდ, უძველესი გზების კვალი სულ 12 – თვეთა რაოდენობის მიხედვით. ამან გათხრების მონაწილეებს აფიქრებინა, რომ ყორღანი კოსმოსური ობსერვატორის მსგავს ობიექტს წარმოადგენდა.

ძველი სამარხების გათხრების დროს არქეოლოგები ხშირად აწყდებიან კოსმოსურ სიმბოლოებს – მზეს, მთვარეს,  ზოდიაქოს ნიშნებს, ზოგჯერ კი გამოსახულებებს, რომლებიც კოსმოსურ ხომალდებს მოგვაგონებს.

 

წყარო: ufoblogi.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button