კულტურა

მოიერიშე თვითმფრინავები

Lockheed Martin F 22A Raptor JSOH
Lockheed Martin F-22 Raptor
F-22 Raptor არის Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული ამერიკის შეერთებული შტატების ერთ ადგილიანი, ორ ძრავიანი სტელსის სისტემის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა 1980-იან წლებში გამოშვებული F-15 Eagle-ს შესაცვლელად. აშშ-ის შეიარაღებაში შევიდა 2000-იან წლებში, მხოლოდ 187 F-22 არის შეკვეთილი. მისი ექსპორტი აკრძალურია, მიუხედევად იმისა, რომ იაპონიამ, ისრაელმა დაავსტრალიამ ინტერესი გამოიჩინა.

 

კრიტიკა

ზოგიერთი მას იწუნებ,ს რადგან ფიქრობს, რომ იგი არაა გათვლილი ასიმეტრიული კონფლიქტებისთვის, რომლებშიც ამერიკელები მონაწილეობენ (ავღანეთის ომი, ერაყის ომი) და რომლებშიც, მათი აზრით, საჭიროამოიერიშე თვითფრინავები და არა ცივი ომის ტიპიური საჰაერო უპირატესობის მფლობელი თვითმფრინავები.

 

ომებში მომაწილეობა

არცერთი, 2009 წლის ივლისამდე.

 

ავარიები

2004 წლის 20 დეკემბერს, ნელის ბაზიდან აფრენის შემდეგ ერთი F-22 მაშინვე ჩამოვარდა. მფრინავმა დროულად მოახდინა კატაპულტირება და გადარჩა.

2009 წლის 25 მარტს, ერთი F-22 ჩამოვარდა ედვარდსის ბაზიდან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით. მფრინავი არ მსახურობდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში. იგი მუშაობდა კომპანია Lockheed-თვის. დაიღუპა.

 

L-159

 

 

 

ფაილი:L-159 CZ 6053 LKCV.jpg

Aero L 159 ALCA — ჩეხური მრავალფუნქციური მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი

ექსპულატაციის ისტორია

გამანდგურებლით დაინტერსებული იყო ავსტრია,ინდონეზია,უნგრეთი,ბოლივია,ისრაელი და ესპანეთის საჰაერო ძალები. 2005 წელს კი ჩეხეთი სამხედრო საჰაერო ძალებმა საქართველოს შესთავაზა 10-ზე მეტი ასეთიგამანდგურებელი

მოდიფიკაციები

  • L-159A – სადაზვერო მოდიფიკაცია რომელიც შეიარაღებული იყო ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტებით და დამატებული ჰქონდა Grifo-L რადარი რომელსაც შეეძლო ეფრინა ნებისმიერ ამინდში და ნებისმიერ დროს
  • L-159B – ეს არის ორ ადგილიანი მოდიფიკაცია რომელიც შეიარაღებული იყო ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტებით ასევე შეეძლო შეასრულოს საპატრულო და სადაზვერო მისიები
  • L-159T1 – ორ ადგილიანი საწვრთნელი მოდიფიკაცია რომელიც იყო L-159A-ის მოდიფიცირებული ვარიანტი

 

ოპერატორები

  • ჩეხეთი – 20 L 159A და 4 L-159T1

 

ტექნიკური მახასიათებლები(L-159A)

  • ეკიპაჟი-1 პილოტი
  • სიგრძე-12.72
  • ფრთა გაშლილობა-9.54
  • სიმაღლე-4.87
  • წონა (ცარიელი) – 4,350 კგ
  • ძრავა-1 Honeywell ძრავა -ITEC F124-GA-100მოქმედება
    • მაქსიმალური სიწრაფე – ბგერამდელი 955 კმ/სთ
    • მოქმედების რადიუსი – 1,570 კმ
    • მაქსიმალური ასაფრენი სიმაღლე – 68მ

    შეიარაღება

    • ტყვიამფრქვევი-2 PL-20-ის ტიპის ტყვიამფრქვევი

რაკეტები – ჰაერი-ჰაერი:AIM-9M Sidewinder, IRIS-T, AIM-132 ASRAAM ჰაერი-მიწა:AGM-65 Maverick, AGM – HARM

F-117 Nighthawk

ფაილი:F-117 Nighthawk Front.jpg

Lockheed F-117 Nighthawk სტელსის სისტემის მოიერიშე თვითმფრინავია, რომელსაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებდა. F-117A-ს პირველი გაფრენა შედგა 1981 წელს, ხოლო 1983 წლის ოქტომბერში მიაღწია საწყისი ოპერაციული პოტენციალის სტატუსს F-117A აღიარებული იქნა და მთელმა მსოფლიომ იხილა იგი 1988 წლის ნოემბერში.

F-117 Nighthawk, როგორც Skunk Works-ის პროდუქტი, რომელიც განვითარდა Have Blue ტექნოლოგიების დემოსტრატორიდან, გახდა სტელსის ტექნოლოგიით აგებული პირველი მოქმედი თვითმფრინავი. F-117A ფართო მასებისთვის ცნობილი გახდა სპარსეთის ყურის ომის დროს 1991 წელს.

აშშ-ის საჰაერო ძალებმა F-117 შეიარაღებიდან მოხსნა 2008 წლის 22 აპრილს, ძირითადად F-22 Raptor-ის მიღების, ხოლო მომავალში F-35 Lightning II-ის მიღების გეგმების გამო
ფაილი:Tu-160 at MAKS 2007.jpg

ტუ-160

ტუ-160 (რუს. Туполев Ту-160, ნატოს კლასიფიკაციით Blackjack) არის ზებგერითი, მძიმე ბომბდამშენი რომელიც შეიქმნა სსრკ-ში. თავისი კონფიგურაციით თვითმფრინავი წააგავს ამერიკულ B-1 Lancer-ს, მაგრამ ბევრად დიდი და სწრაფია ვიდრე B-1B გააჩნია საბრძოლო მოქმედების უფრო დიდი დიაპაზონი. ეს უდიდესი კეცვადფრთიანი თვითმფრინავია, რომელიც ოდესმე შექმნილა.

ექსპლუატაციაში შევიდა 1987 წელს, 184-ე ბომბდამშენი ლეგიონის შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობდა სსრკ-ში პრილუკის ბაზაზე, ტუ-160 იყო უკანასკნელი სტრატეგიული ბომბდამშენი რომელიც საბჭოთა კავშირში აიწყო, მაგრამ კვლავ რჩება წარმოებაში. დღეისათვის სულ მცირე 16 ერთეული ტუ-160 არის რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაზე.

ტუ-160 პილოტები მას „თეთრ გედს“ უწოდებენ მისი მანევრირების და თვითმფრინავის ბოლოზე თეთრი ცეცხლის იზოლატორის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამგზავრო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი უფრო დიდია, ტუ-160 გააჩნია ყველაზე დიდი ასაფრენი წონა სამხედრო თვითმფრინავებს შორის, აგრეთვე ყველაზე მაღალი მაქსიმალური სიჩქარე.

განვითარება

პირველი შეჯიბრი ზებგერითი მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენისათვის დაიწყო სსრკ-ში 1967 წელს. ახალ თვითმფრინავს უნდა ჰქონოდა კრეისერული სიჩქარე 3 მახზე მეტი, ამერიკულ B-70 Valkyrie-ზე პასუხად. მალე ნათელი გახდა, რომ მსგავსი თვითმფინავი ძალიან ძვირადღირებული და რთული შესაქმნელი იქნებოდა, ამიტომ გადაწყდა მოთხოვნილებების შემცირება (აშშ-ში ბომბდამშენ B-70 პროექტი უკვე შეჩერებული იყო).

ვარიანტები

ტუ-160

რამდენიმე ვარიანტი იქნა შეთავაზებული, თუმცა ისინი არ შეუქმნიათ:
ტუ-160С: აღნიშვნა რომელიც გამოიყენება სერიული წარმოების ტუ-160-თვის, როდესაც საჭიროა მათი განცალკევება სხვა წინასწარი და ექსპერიმენტული წარმოებისაგან
ტუ-160В: წყალბადის საწვავზე მომუშავე ვერსია (იხ. აგრეთვე ტუ-155)
ტუ-160 НК-74: მოდერნიზირებული (გაფართოებული დიაპაზონი) ვერსია НК-74 ძრავებით
ტუ-160М: წაგრძელებული ბომბდამშენი, ორი ჰიპერბგერითი შორი მოქმედების Х-90 ტიპის რაკეტით
ტუ-160П (ტუ-161): შორი მოქმედების გამცილებელი გამანადგურებელ-გადამტაცი
ტუ-160ПП: რადიოელექტრონული ომის თვითმფრინავი (რუს. ПП – постановщик помех)
ტუ-160Р: სტრატეგიული დაზვერვის პლატფორმა
ტუ-160СК: კომერციული ვერსია შექმნილი თანამგზავრების გასაშვებათ „ბურლაკის“ სისტემის ფარგლებში (რუს. Бурлак).
ტუ-170: ჩვეულებრივი ბომბდამშენი

ტექნიკური მახასიათებლები

ძირითადი მაჩვენებლები
ეკიპაჟი: 4 კაცი
სიგრძე: 54.1 მ
ფრთის გაქანი: 55.70/35.60 მ
სიმაღლე: 13.10 მ
ფრთის ფართობი: 400 მ2/360 მ2
ცარიელის წონა: 110 ტ
დატვირთულის წონა: 267 ტ
მაქსიმალირი ასაფრენი წონა: 275 ტ
ძრავის ტიპი: ТРДДФ НК-32
ძრავების რაოდენობა: 4
წნევა: 137/245 კგ/ძალა

მოქმედება
მაქსიმალური სიჩქარე: 2.05 მახი
ფრენის სიშორე: 17,400 კმ
საბრძოლო რადიუსი: 10,500 კმ
პრაქტიკული ჭერი: 15,000 მ

შეიარაღება
2 შიდა განყოფილება 40.000 კგ ტყვიაწამლისათვის, ვარიანტებში შედის:
2 შიდა როტაციული გამშვები დანადგარი 6× ფრთოსანი რაკეტა Х-55 და Х-55М, ან 12× მოკლე დიაპაზონის ბირთვული რაკეტა Х-15 КАБ, КАБ-1500

წყარო:  ka.wikipedia.org

P.S პირველი პოსტია და ძალიან ნუ განმსჯით.

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button