გამოგონებასაკითხავისასარგებლო

Remote Control PC

ალბათ ბევრჯერ მომხდარა, როცა აუცილებლობის გამო მოგწევიათ ქალაქიდან გასვლა ან ვერ ახერხებთ სამსახურში წასვლას, მაგრამ ამავდროულად უამრავე საქმე დაგრჩათ დასასრულებელი. ეს პროგრამა გაძლევთ საშუალებას მართოთ თქვენი სამსახურის კომპიუტერი, თქვენი პირადი ლეპტოპითა თუ PC-თ.

პირადად მე სტუდენტი ვარ და ხშირად ვერ ვახერხებ სამსახურში მისვლას ლექციებისა და სემინარების გამო, მაგრამ შესვენებებზე (რომელიც 2-დან 4 საათი მაინც მაქვს ხოლმე :D) ჩემი ლეპტოპით თავისუფლად ვახერხებ დავუკავშირდე ჩემს სამსახურის კომპიუტერს შევასრუულო სამუშაო (ჩემთან სამსახურში ხშირად ვერც კი ამჩნევენ რომ საერთოდ არ მივსულვარ, რადგან დოკუმენტების ამობეჭდვა ასეც შემიძლია და ფაილებს პირდაპირ ბოსის პრინტერზე ვუშვებ :D). მოკლედ ამ პროგრამამ მომცა შესაძლებლობა, ვიყო ორ ადგილას ერთდროულად.

“Remote Control PC” – ეს არის უფასო პროგრამა, რომელიც გამოიყენება დისტანციურად დაშორებული კომპიუტერის სამართავად. გააჩნია უამრავი სასარგებლო ფუნქცია და არის საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელი.

პროგრამა აჩვენებს დისტანციურად დაშორებული კომპიუტერის დესკტოპს თქვენს მონიტორზე და გაძლევთ საშუალებას მართოთ იგი თქვენი კლავიატურითა და მაუსით. მარტივად რომ ვთქვათ, პროგრამა საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ დისტანციურად დაშორებულ კომპიუტერთან რეალურ დროში მართვის სრული შესაძლებლობებით.

პროგრამას ასევე გააჩნია ტრანსფერის ჩამონტაჟებული ფუნქცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას დააკოპიროთ ნებისმიერი რაოდენობისა და ზომის ფაილი თქვენი კომპიუტერიდან დისტანციურად დაშორებულ კომპიუტერზე და პირიქით.

Remote Control PC – ინსტალაცია.

საინსტალაციო პაკეტის გადმოსაწერი ლინკი: http://www.remote-control-pc.com/ru/download.html

პროგრამის ინსტალაცია აუცილებელია ორივე კომპიუტერზე: როგორც ლოკალურზე, ასევე დისტანციურად დაშორებულზეც.

ინსტალაციისას პროგრამა მოგთხოვთ აირჩიოთ დასაყენებლად მოდული.

ჰოსტ მოდული: ინსტალირდება იმ კომპიუტერზე, რომელის მართვასაც აპირებთ.

ადმინ მოდული: ინსტალირდება იმ კომპიუტერზე, რომლითაც უნდა მართოთ დისტანციურად დაშორებული კომპიუტერი.

ინსტალაციის პროცესისას საჭიროა მიეთითოს ჰოსტ მოდულის პაროლი, რომელსაც შემდგომ გამოიყენებს ადმინი-კომპი ამ კომპიუტერის სამართავად. ინსტალატორი შემოგთავაზებთ აირჩიოთ ან უკვე არსებული account ან შექმნათ ახალი (account-ის შექმნა უმარტივესია და არ საჭიროებს რთულ პროცედურებსა და დიდ დროს). account-დაკავშირება ხდება მხოლოდ ინტერნეტით კავშირისას. ორივე კომპიუტერი, ადმინიც და ჰოსტ-იც ჩართული უნდა იყვნენ ერთი და იგივე account-ზე.

Admin-ს შეუძლია ჩაერთოს მის account-ზე არსებულ კომპიუტერს ან კომპიუტერებს. კომპიუტერთან დასაკავშირებლად უბრალოთ დააჭერთ “Connect”, ამის შემდეგ შეგიძლიათ უბრალოდ დაათვალიეროთ ან აკომტროლოთ დისტანციურად დაშორებული PC.

სულ ეს იყო…  ჩემი პირველი პოსტია უცნაურზე და იმედია მოწონებას დაიმსახურებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close