ოკუნოსიმა – პატარა კუნძული იაპონიის შიდა წყლებში – ჰიროსიმას პრეფექტურაში. კუნძულის არაოფიციალური სახელწოდება არის “კურდღლების კუნძული”, რადგან კუნძულზე ცხოვრობს ბევრი კურდღელი და თან საერთოდ არ ეშინიათ ადამიანების. კუნძულმა დიდი როლი შეასრულა მეორე მსოლფიო ომის სცენარში, რადგან აქ მდებარეობდა ქიმიური იარაღის წარმოების ქარხანა. მოდით ერთად გავარკვიოთ კუნძულის საიდუმლოებანი.
თავდაპირველად ეს იყო ჩვეულებრივი კუნძული, რომელზეც ცხოვრობდა მეთევზეთა სამი ოჯახი.
კუნძულ ოკუნოსიმას ხედი:
1925 წელს იაპონიამ ხელი მოაწერა ჟენევის კონვექციას, რომელიც კრძალავს ქიმიური იარაღის გამოყენებას. წყაროები ადასტურებდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მაინც აგრძელებდნენ მის წარმოებას და მაშინ 1925 წელს იაპონიის საიმპერატორო არმიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტმა დაიწყო ქიმიური იარაღის წარმოება.
მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური იარაღის შექმნა და შენახვა არ იკრძალებოდა, იაპონიამ გადაწყვიტა, რომ ეს პროგრამა გაესაიდუმლოებინა. ქიმიური იარაღის შესაქმნელი ქარხანის მშენებლობა მიმდინარეობდა 1927 წლიდან 1929 წლამდე კუნძულ ოკუნოსიმაზე. იარაღის შექმნა იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ კუნძული ზოგიერთი რუკიდან წაშალეს კიდეც.
ადგილი შემთხვევით არ არის შერჩეული: კუნძული არის იზოლირებული და ის საკმარისად შორს არის ტოკიოსგან კატასტროფის შემთხვევაში.
ყველაფერი რაც კი ხდებოდა კუნძულზე იყო გასაიდუმლოებული და ადგილობრივი მუშებიც, რომლებიც აშენებდნენ ქარხანას არ იცოდნენ თუ რის წარმოება იგეგმებოდა კუნძულზე.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველანაირი დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა ქარხანას მოკავშირეებმა გაანადგურეს, ქარხანა დაწვეს, ხოლო ქიმიური ნარჩენები კი კუნძულზე დამარხეს და ყველაფერი კვლავ საიდუმლოებამ მოიცვა.
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მთავრობამ გამოყო ფული, რომ ქიმიური საწარმოს მუშები გამოეჯანმრთელებინათ.
1988 წელს კუნძულ ოკუნოსიმაზე გაიხსნა მომწამლავი ნარჩენების მუზეუმი:
ამ ყველაფერთან რა შუაში არიან კურდღლები? ამ კითხვის ორი ვერსია არსებობს: პირველი ამბობს, რომ კურდღლები აქ მოიყვანეს მეორე მსოფლიო ომის დროს და მათ იყენებდნენ ქიმიური იარაღის ეფექტურობის შესამოწმებლათ. მუზეუმის ყოფილი დირექტორი ამტკიცებს, რომ ის ცხოველები დაიღუპნენ ქარხნის დაწვის შემდეგ.
მეორე ვერსიის თანახმად, 1971 წელს სკოლის ჯგუფმა გამოუშვა აბსოლუტურად დაუსახლებენ კუნძულზე 8 კურდღელი, რომლებიც გამრავლდნენ.
დღეს კურდღლებზე ნადირობა აკრძალულია, ისევე როგორც კატებისა და ძაღლების მოყვანა კუნძულზე.
კუნძულზე არის ტურისტებისთვის სასტუმრო, მცირე კემპინგი და მინდორი გოლფისთვის. ეს სასტუმროა:
ქიმიური ქარხნის ნანგრევების პოვნა შესაძლებელია მთელ კუნძულზე. ოფიციალურად აქ შესვლა აკრძალულია, რადგან ეს ძალიან სახიფათოა, მაგრამ არანაირი საფრთხე არ არსებობს:
ქიმიური იარაღის საწარმოს ნანგრევები:
კუნძულის დამთვალიერებლებს სთავაზობენ, რომ კურდღლებისთვის თან წამოიყოლონ საკვები, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც საკვები კატასტროფულად არასაკმარისია. კურდღლებს უყვართ სტაფილო, კომბოსტი და თვითონ საკვები კურდღლებისთვის, რომლის ყიდვაც შესაძლებელია სულ რაღაც ერთ დოლარათ.