არქივი

კარნაკის სატაძრო კომპლექსი

f693603ead45
კარნაკის სატაძრო კომპლექსი სხვა ეგვიპტური ღირსშესანიშნაობებისგან თავისი სიდიდით და გრანდიოზულობით განსხვავდება.

ძველი ეგვიპტის დედაქალაქი ახალი სამეფოს ხანაში სამხრეთით მდებარე ქალაქი თებე (დღევანდელი ლუქსორი) იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობები თებეში კარნაკის სატაძრო კოლპლექსში იყო გაერთიანებული. ეს იყო ქვით ნაშენი ტაძრების ჯგუფი ქალაქის ჩრდილოეთით. ტაძრები რამდენიმე ღვთაების კულტს ეძღვნებოდა, მათ შორის- იმპერიის უმთავარს ღმერთ ამონს, მის მეუღლე ქალღმერთ მუტსა და მათ ვაჟს, ღვთაება ხონსუს.

0d37473b5d63

e73cb99c7996

საპროცესიო გზას, რომელიც კარნაკის სამხრეთიდან, ამონის ტაძრიდან, ლუქსორის ტაძრისკენ მიემართება ვერძისთავიანი სფინქსები იცავენ. თებეში გადატანისას ამონის ქანდაკება ამ გზაზე ჩაატარეს.

4aae61423c08

1fa4f74f7c83

ტაძრები ერთმანეთს საპროცეიო გზით უკავშირდებოდა. მათ უამრავი სვეტი, კარიბჭე და პილონი ჰქონდათ. აქვე იყო წმინდა ტბაც. ამ გრანდიოზული მშენებლობისთვის საჭირო ქვებს თებეში ნავებით ეზიდებოდნენ სამხრეთ ეგვიპტეში მდებარე ქვის სამტეხლოებიდან.
კარნაკის სატაძრო კომპლექსი შუა სამეფოდან რომაულ პერიოდამდე შენდებოდა. დღემდე შემორჩენილი ძეგლების უმეტესობა მე-18 დინასტიასა და მე-19 დინასტიის შუა ხანებში აშენდა (ძვ.წ. 1550-1250 წწ.). იგი გადაჭიმულია 128 ჰექტარზე.
სვეტებიანი დარბაზის მშენებლობა რამსეს I-მა დაიწყო, ხოლო მე-19 დინასტიის დასაწყისში სეთი I-მა და რამსეს II-მ მოახატინეს. დარბაზის 134 სვეტი 16 რიგად არის განლაგებული. ორ რიგად ჩამწკრივებული 12 უზარმაზარი სვეტი ერთმანეთის პირისპირ დგას. თითოეულ მხარეს 6-6 სვეტია, თოთოეული ცენტრალური სვეტის სიმაღლე 24მ-ს აღწევს, გარე სვეტებისა (თითოეულ მხარეს 61-61) კი 12მ-ს შეადგენს.

c6ba7efa1a4a

87ad92acadbd

კარნაკის სატაძრო კომპლექსში სულ 8 პილონი იყო. პირველი პილონის კარიბჭეზე დროშის ტარები იყო დამაგრებული. მერვე, უკანასკნელი პილონი დედოფალმა ჰატშეფსუტმა ააგებინა.
ტაძარს ასევე ამშვენებდა უამრავი ობელისკი, რომლებიც თუტმოს I-მა და მისმა შვილიშვილმა თუტმოს III-მ ღვთაების სადიდებლად ააგეს.

2b6124a67dc5

e8535d89f059

7e031d6897b6

880cf0173237

ქურუმებს სჯეროდათ, რომ მზის ღვტაება ამონი ტაძრის საკურთხეველში იყო დავანებული. აქ მას ქურუმები ყოველდღე საჭმელ-სასმელს სწირავდნენ და გუნდრუკს უკმევდნენ. ღვთაების ქანდაკება უბრალო ხალხს არასოდეს უნახავს.

ეს ჩემი პირველი პოსტია იმედია მოგეწონათ:)

Back to top button