მისტიკასაკითხავიუცნაური

ბროლის სასახლე

57a0193f00c5

სამყაროში მრავალი ენერგოინფორმაციული ველია, რომლებიც სხვადასხვა განზომილებაში არიან გადანაწილებულნი. ინდოევროპული ხალხებისგან განსხვავებით იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხები თავიანთ იდეებსა და გასავლელი ცხოვრების შესახებ ინფორმაციებს სამყაროდან ხილვით იღებდნენ, ხოლო ინდოევროპელები ძირითად აქცენტს ინტელექტსა და ლოგიკაზე აკეთებენ. თუმცა…(დანარჩენი სრულაიდში)

თუმცა ევროპელებმაც იწამეს ამ ორი სფეროს შერწყმის აუცილებლობა და ევროპისა და ამერიკის წარმატებული ქვეყნები სულ უფრო და უფრო ნერგავენ ასეთი მეთოდებით თავიანთი ქვეყნების სტრატეგიისა და განვითარების სისტემებს. ჩვენ ქართველებმა კიდევ რაც ისტორიულად ვიცოდით ისიც დავივიწყეთ.. ნებისმიერ თქვენთაგანს შეგიძლიათ პატარა ექსპერიმენტი ჩაატაროთ საკუთარ თავზე და მაშინვე მიხვდებით თუ რა დევს ჩვენს აზროვნებაში გენეტიკურად და რა არის თავსმოხვეული. ნებისმიერი საქმის, დეტალის, ან სიტუაციის წარმოსახვისას ქართველების უმეტესობას თავში ხილვის სახით წარმოესახება ესა თუ ის დეტალი, ან მომენტი და აქედან ცდილობს მის გადაწყვეტა-გაანალიზებას,ხოლო ევროპული მენტალობის ადამიანები კი უფრო ტვინითა და ლოგიკური აზროვნებით ცდილობენ გააკეთონ ეს ყველაფერი. ამ ორმა მომენტმა განიცადა მრავალგზის შეჯერება და შერწყმა ერთმანეთთან უახლესი ისტორიის მანძილზე,ამიტომ კარგი იქნება ჩვენც თუ მივაქცევთ ყურადღებას ამ ყველაფერს და ჩვენში ბუნებრივად არსებულ, მაგრამ მიძინებულ მონაცემებს გავააქტიურებთ, რომელიც ხილვებისა და წარმოსახვის ძლიერ უნარში ვლინდება.
სანამ სამყაროში მოსალოდნელი და მომდინარე პროცესები განვითარდება, ის ჯერ იქმნება ენერგოინფორმაციულ ველში არსებული რეალობიდან, ან იქმნება ვინმეს სურვილებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ანაც გარკვეული გლობალური მოვლენების უდიდესი ნაწილი ისედაც დედამიწის შექმნისთანავე უკვე დაფიქსირებულია და ამ ყველაფრის შეერთების შედეგია ყოველდღიური აწმყო-რეალობა.
ადამიანებს თავის ტვინის ადგილას გვაქვს ამ ინფორმაციების მიმღები შესანიშნავი აპარატი, რომელსაც ძველად ინდოეთში ტიბეტში, ჩინეთში “ბროლის სასახლეს” უწოდებდნენ. იგი ირეკლავს უხილავი სამყაროებიდან(ნატიფი ვიბრაციებიდან) ყველაფერს, და მისი შესაბამისი გააქტიურებისა და სიკაშკაშის შემთხვევაში(მაგალითად ბროლის ჭაღს თუ კარგად გავაკრიალებთ უკეთესად გაანათებს) ყველაფრის წინასწარ დანახვასა და კარგად გარჩევის ბუნებრივ უნარს გამოვიმუშავებთ. ვინც დააპირებთ ამ მეთოდის დანერგვა-გამოყენებას ჩვენს ყოველდღიურობაში, კარგი იქნება თუ თავის ტვინის ადგილას ხშირად წარმოვსახავთ მბრწყინავ სასახლისებურ ობიექტს, რომელსაც ასევე წარმოსახვითი ხელის თითებით, ენით გავაკრიალებთ და ვიგრძნობთ მის ელვარებასა და სიკაშკაშეს. ხშირი ვირტუალური მასაჟების შედეგად სასიამოვნო პულსაციას იგრძნობთ ტვინის ადგილას, ეს ნიშნავს რომ თავის ტვინის მიძინებული კუთხე-კუნჭულები აქტიურდება და მასში არსებული პოტენციალის გამოვლენის საშუალება ეძლევა, ხოლო დანარჩენს ის თანდათან თავისით შეასრულებს და ისე რომ ვერც კი მიხვდებით თუ რატომ, მრავალი რაღაცის წინასწარგანჭვრეტისა და დანახვის უნარს გამოიმუშავებთ., ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატებისა და რეალიზების მეტი საშუალება გამოჩნდება. ახალ ახალ სასიკეთოთვისებებს გამოავლენთ საკუთარ თავში. სცადეთ და გაასუფთავეთ თქვენი ბროლის სასახლეები, რათა იკაშკაშოს უკეთესად და ეს ყველაფერი სასიკეთოდ დაგიბრუნდებათ , თანაც არც ისე მოსაწყენი და ძნელია, არც ძვირია :D უფასოდ გვაქვს ყველას ღმერთისაგან მონიჭებული და ნუ დავკარგავთ ტყუილად…. გისურვებთ განათებულ გონებას!!!

მსგავსი ამბები

Back to top button