გასართობისაკითხავისასარგებლო

მსოფლიო ხელოვნება : გრაფიტი

ba478e08074b
ჩუმი ქუჩა , სუფთა კედელი , საღებავების ქილა და ახალგაზრდა ადამიანი რომელიც გრაფიტის დასახატავად ემზადება … სიტყვა Graffiti (ბერძ. Graphein) ნიშნავს ნახატს კედელზე . ადამიანები უკვე ათასობით წელია ხატავენ გრაფიტის . დღეს-დღეობით გრაფიტი განვითარდა და გახდა ხელოვნების ჭეშმარიტი ფორმა .

65b69fb63339

ბევრი უძველესი გრაფიტის მაგალითები შემორჩენილია უძველეს ქალაქ პომპეიში , დასავლეთ იტალიაში , რომელიც ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა . მტვერმა ცოცხლად დამარხა ადამიანები და შემოინახა კედლები რომლებზეც ამოკაწრული იყო გრაფიტის უძველესი მაგალითები . რამდენიმე მათგანი გამოხატავს სიყვარულს , როცა სხვები შეურაწყოფას აყენებენ მაღაზიების მეპატრონეებს რომელიც ხალხს ატყუებდნენ . ამ 2 მაგალითს , პოლიტიკურ განცხადებებს და კედელზე ამოფხაჭნილ ადამიანებს მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო : ყველა გრაფიტი იყო ამოფხაჭნილი კედელზე კედლის მეპატრონის ნებართვის გარეშე … პომპეიში აღმოჩენილი გრაფიტი გვაძლევს შესაძლებლობას გავეცნოთ პომპეის მცხოვრლებლების ყოველდღიურ ცხოვრებას და მათ ინტერესებს .

d1cc3f9ae165
გრაფიტი პომპეიში

მაშინ როდესაც ადამიანები ხატავდნენ გრაფიტის , 1960-იან წლებში გამოჩნდა ახალი სახის გრაფიტი ამერიკის ქალაქების კედლებზე . ხალხი ამ გრაფიტის “ბანდურ გრაფიტის” ეძახდა . ტერორისტული ჯგუფები ხატავდნენ კედლებზე გრაფიტის რომელიც ძალიან ადვილი დასახატი იყო და სხვა ჯგუფებს თავის საზღვრებს უჩვენებდა და აფრთხილებდა რომ აქ არ გადმოსულიყვნენ .

33ed1709e2a3
ბანდური გრაფიტი

1970-იან წლებში ხალხმა დაიწყო კედლებზე თავიანთი სახელების დაწერა . მათი მიზანი იყო რომ პოპულარულები გამხდარიყვნენ . ბევრი ადამიანი ჩაერთო ამაში , თავიანთი გრაფიტების სხვებისგან განსხვავების მიზნით მათ დაიწყეს უფრო დიდი ზომის ნახატების დახატვა და გამუქება . ამითი შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სტილების განვითარება .

გრაფიტის არტისტებმა დაიწყეს მათი შეუდარებელი სტილების სურათებთან შეხამება , რათა შეევსოთ მთლიანი კედელი . ხალხმა დაიწყო გრაფიტის ხატვა მეტროს ვაგონებზე . 1970-1980 წლებში ნიუ-იორკის მეტროს ვაგონები მოძრავი მუზეუმი გახდა . გრაფიტი არის საღებავების ხელოვნება , სხვადასხვა მხატვრები იყენებენ მარკერებს .

e3cb4990d212
მოხატული მეტროს ვაგონი

რა თქმა უნდა ბევრ ადამიანს არ მოსწონდა ნახატები კედლებზე . ხალხი ამტკიცებდა რომ გრაფიტი იყო ვანდალიზმი . მათი აზრით გრაფიტის დახატვა ვინმეს ნებართვის გარეშე არ არის თავისუფლება .

c132b889c564

1980-იან წლებში ბევრ ქალაქში დაიწყო გამოსვლები გრაფიტის წინააღმდეგ . მაგალითად , ნიუ-იორკში დაიწყო კამპანია მეტროს ვაგონებზე გრაფიტის წინააღმდეგ . მთავრობამ გამოყო ხალხი რომელიც მეტროს ვაგონებზე ნახატებს გადაღებავდა . ლოს-ანჯელესის მერიამ იყიდა რამდენიმე მანქანა , რომელშიც ჰქონდათ საღებავები და სადაც კი წააწყდებოდნენ გრაფიტის კედელზე , მაშინვე გადაღებავდნენ . ამ კამპანიის მიზანი იყო რომ გრაფიტის მხატვრებისთვის დაეკარგათ სურვილი ახალი ნახატის დახატვის რადგან ყველა ნახატი დახატვიდან 24 საათში ქრებოდა .

a5cd1be23760

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ? გრაფიტის აღსასრულს ? რამდენიმე ქვეყანაში მაგალითად – იაპონიაში , ინგლისში და შეერთებულ შტატებში გრაფიტის მხატვრებს სპეციალურად გამოუყვეს ცალკე კედლები . ავსტრალიაში რამდენიმე კომპანია ატარებს შეჯიბრებას გრაფიტიში . მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ არსებობენ ადამიანები რომლებსაც არ დაეკარგებათ სურვილი სხვის კედლებზე თავისი ნიშნის დატოვების …

c8fe897542e2

I ნაწილის დასასრული …

იმედია მოგეწონათ … გაგრძელება აუცილებლად იქნება …

LuKa KiLa | Create your badge
1848017636.2749.826349880

თეგები

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close