არქივი

ბიოლოგიური იარაღი

img

ბიოლოგიური იარაღის არსი, შიშის ფაქტორი და გამანადგურებელი შესაძლებლობები, რომლისაც თვით ყველაზე ბოროტ ტერორისტებსაც კი შიშის ზარს სცემს.მას მეორენაირად უწოდებენ ცოცხალ იარაღს, რადგან იგი დაკომპლექტბულია ცოცხალი ორგანიზმებით, ესენია ბაქტერიები, ვირუსები, სპორები, დაავადებული ცხოველები და სხვა.

ბიოლოგიური იარაღი უფრო მეტად გამანადგურებელია ვიდრე ქიმიური, ბირთვული და სხვა ნებისმიერი იარაღი, რომელც ჩვენი ხელითაა შექმნილი. მისი შესწავლა და სამხედრო მიზნებით გამოყენება ექსტრემალურ რისკს შეიცავს, მაგალითად საბჭოთა კავშირში გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა ბიოლოგიური იარაღის სრულყოფაზე და რამდენიმე გაუხმაურებელი ფაქტი მოხდა როდესაც ციმბირის წყლულით თავად მკვლევარები დაინფიცირდნენ, მათი ბედი ჩემთვის შემდგომ უცნობია, მაგრამ ვიცი რომ ცდები ციმბირში ტარდებოდა, ამიტომ იქ იზოლირების ფაქტორი მაღალი იყო და დაავადების გავრცელების შანსი მინიმალური იყო. ცოცხალი იარაღის ძალა უკონტროლოა, სხვა დანარჩენი იარაღი კონკრეტულ ტერიტორიაზე გამოდგება, მაგრამ ამ იარაღს არ აქვს საზღვრები ის შეიძლება პლანეტის 1 წერტილში აღმოცენდეს და რამდენიმე დღეში მეორე სრულიად საპირისპირო წერტილში გამოიწვიოს ეპიდემია. ასე რომ ბიოლოგიური იარაღის გამოყენება აბსოლიტურად ყველას აშინებს.

ციმბირის წყლული
cimbiris wyluli

ციმბირის წყლული ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბაქტერიული დაავადებაა. მისგან ადამიანები ძირითადად ინფიცირებული ცხოველის ხორცის ჭამის შემდეგ ავადდებიან. იგი იწვევს კანის ანთებას ლიმფურ კვანძებში და ასევე შინაგან ორგანოებში. ამ დაავადებას უძველესი დროიდან იცნობენ, მას “პერსიულ ცეცხლს” უწოდებდნენ. რევოლუციამდელ რუსეთში ეს დაავადება ციმბირში იყო გავრცელებული, სადაც პრაქტიკულად ადამიანების მთავარ საკვებს, ხორცი წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას ციმბირის წყლული.

იგი არის ჩხიროვანი ბაქტერია, ორგანიზმში ის შეიძლება მოხვდეს კანზე ჭრილობიდან, ძირითადად პირის ღრუდან და ყველაზე იშვიათად სასუნთქი გზიდან. ციმბირის წყლული ინფიცირების შემდეგ იწყებს გამრავლებას, რის შედეგადაც იგი ხვდება სისხლში სადაც 1მმ*3 მოცულობაში შეიძლება მათი რიცხვი მილიონს აღემატებოდეს, ორგანიზმში იწყება უმწვავესი ინტოქსიკაცია. ეს დაავადება ძალიან თავისებურია, მან შეიძლება ლეტალური შედეგით დაასრულოს მკურნალობა მაშინაც კი თუ იგი დროულად და უზუსტესად იქნა დაწყებული.

ინგლისელები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ციმბირის წყლულზე ატარებდნენ ცდებს, მათ შოტლანდიის ერთ-ერთ კუნძულზე გამოაცხადეს კარანტინი და დაიწყეს ამ დაავადების გამოცდა. შედეგი იყო ის რომ ცოცხალი იმ კუნძულზე არაფერი არ დარჩა და 40 წლის მანძილზე მთელი კუნძული სადეზინფექციო პრეპარატით იყო მორწყული.

ქოლერა
qolera

ქოლერაც ჩხიროვანი ბაქტერიაა რომელიც იწვევს მწვავე კუჭის ინფექციას. იგი ხასიათდება ფეკალურ-ორალური თვისებით ანუ მისი გავრცელება დაინფიცირების შემდეგ ხდება ორგანიზმიდან ფეკალიების გამოსვლის შედეგად, ძირითადად ეს ინფექცია ვრცელდება დაბინძურებულ ადგილებში სადაც ცხოვრების დონე დაბალია. ამ დაავადების გავრცელება ძალიან ადვილია, თუ იგი აღმოცენდა რამდენიმე შემთხვევაში, მაშინ ეპიდემიის დიდი შანსია, ამიტომ იგი ძალიან საშიში და საყურადღებოა.

ეპიდემიის ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2010 წელს ჰაიტიში როდესად დაინფიცირდა 200 000 ადამიანი და ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 3457 ადამიანი, მაგრამ თითქმის ყოველთვის მსხვერპლი მეტია ვიდრე ოფიციალური მონაცემებით. იგი ძირითადად გავრცელებულია ინდოეთში, ლათინო ამერიკაში, აფრიკის მრავალ ქვეყანაში და ჩინეთში სადაც ამ დაავადბას დიდი ხანია კარგად იცნობენ. ისტორიის მანძილზე ადამიანები ამ დაავადებით მრავალი 1000 წლეული იტანჯებოდა, მას ჰიპოკრატე და სხვა ცნობილი ისტორიული პიროვნებები აღწერდნენ.

მრავალი პაციენტი რომელიც დაინფიცირებულია ამ დაავადებით არ ავლენს არანაირ აქტივობას ის უბრალოდ ვლინდება დიარეით ან სხვა ჩვეულებრივი კუჭ-ნაწლავური დარღვევით, ხოლო 20-30% შემთხვევებში ქოლერა ვლინდება მთელი თავისი არსით და ხშირ შემთხვევაში ის პაციენტის გარდაცვალებით მთავრდება. ქოლერის მწვავე სტადიის დროს ადამიანი კარგავს სითხეს ორგანიზმის მთლიანი მასის 6-9%-ს. მიკრობიოლოგების აზრით ამ ბაქტერიების 100 კილოგრამი საკმარისი იქნება რომ უბრალოდ დააჩოქოს ისეთი მეგაპოლისები როგორიცააა ნიუ-იორკი.

ბოტულიზმი
botulism

იშვიათი დაავადება რომელიც ძალიან საშიში და მწვავეა. ბოტულიზმი ორგანიზმში ძირითადად საკვებიდან ხდება, მაგრამ მისი გავრცელება ასევე შესაძლებელია წყლის და აეროზოლების მეშვეობით, რომელიც შეიცავს ბოტულიზმის ბაქტერიებს. ის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს პირის ღრუდან, სასუნთქი გზით, დაზიანებული კანიდან. იგი არის მძიმე ტოქსიკოინფექციური დაავადება რომელიც პირველ რიგში აზიანებს ნერვულ სისტემას, მოგრძო და ზურგის ტვინს. ის ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის, მაგრამ თუ იგი გამოყენებული იქნება სამხედრო მიზნებით მაშინ მისი გავრცელება არც ისე ძნელი იქნება.

პაციენტის წამება იწყება მაშინ როდესაც მას ეწყება ღებინება, მუცლის ტკივილი, შემდგომ მეტეორიზმი ნაწლავური მოქმედების შენელბა და სხვა. შემდგომ უკვე იწყება ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის გაუარესება, კუნთების მოდუნება და პირში სიმშრალე. პაციენტის შემოწმებისას, სახე ნიღბისმაგავარი ხდება, თვალის გუგები გაფართოებულია და თითქმის არ რიაგირებს სინათლეზე, იწყება თავის მწვავე ტკივილი, პაციენტს უძნელდება ენის გამოწევა, იგი ნელა ან წინ და უკან იმპულსური ქანქარით გამოდის წინ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოტულიზმი ექსტრემალურ ბაქტერიულ დაავადებას ეკუთვნის, მისგან გამოჯანმრთელება მაინც შესაძლებელია, მაგრამ იგი ძალიან ხანგრძლივი და რთულია.

ცოფი
rabiesrabies patient

ცოფი არის ვირუსული დაავადება რომლის მატარებლები არიან ცხოველები (მგელი, მელია, კატა, ძაღლი და სხვა ძუძუმწოვრები). ეს ვირუსი იწვევს თავის ტვინის ანთებას ანუ ენცეფალიტს. ცოფის ერთ-ერთი უცნაური თვისება ის არის, რომ პაციენტს უვითარდება მწვავე ჰიდროფობია(წყლის შიში), წყლის დანახვაზეც კი მას აქვს აგრესიული რეაქცია. ამ მოვლენას მეცნიერები ახსნას ვერ უძებნიან. ასევე უცნაურია ის, რომ ჰაერის სულ მცირე მოძრაობაც კი პაციენტს აღაგზნებს და ხდება აგრესიული მოქმედების გამოხატვა,  ინფიცირებული დიდი რაოდენობით გამოყოფს ნერწყვს. ცოფის თავიდან აცილება შესაძლებელია დროული ვაქცინაციით, მაგრამ თუ უკვე პაციენტს დაეწყო წყლის შიში, ხშირი ნერწვდენა და სხვა სიმპტომები, მაშინ იგი განწირულია. ცოფის პირველი ნიშნების გამოვლინება პრაქტიკულად 100% სიკვდილს ნიშნავს. ამ დაავადების მწვავე ფორმიდან გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი ერთეულებია.

მაგრამ საბედნიეროდ ამ ვირუსის გავრცელება ხდება მხოლოდ ნაკბენიდან. არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ გერმანიაში და იტალიაში ხდებოდა ამ ვირუსის გამოკლვევები, თუ რისთვის ამას ჩემზე კარგად მიხვდებით. საბედნიეროდ ამ ვირუსს ჯერ მუტაცია არ განუცდია. ვირუსი არის მხოლოდ ცილა(დამცავი ზედაპირი)და მასში მოთავსებული დნმ. წარმოიდგინეთ თუ ადამიანმა შეძლო დნმ კოდის შეცვლა და ვირუსის მუტაცია, მაშინ ჰოლივუდური ფანტასტიკა, როგორიცაა “მე ლეგენდა” შესაძლებელია რეალური გახდეს. ვინ იცის…

არსებობს კიდევ მრავალი ინფექციური დაავადებები რონმლებიც შესაძლებელია ადამიანმა გამოიყენოს ბოროტი მიზნებისთვის, მათ რიცხვს მიეკუთვნებიან; ყვითელი ციება, ტიფი, მალარია, ტულარემია, მენინგოკოკური ინფექცია და სხვა.  დადის ხმები, რომ ქათმის გრიპი ღორის გრიპი და კიდევ სხვა დაავადებები ადამიანის შექმნილია. მაგალითად ერთ-ერთი მეცნიერის და პოლიტოლოგის თქმით ქათმის გრიპი ჩინეთში შექმნეს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა დარეგულირებულიყო, მაგრამ ბიოლოგიურმა იარაღმა საზღვრები არ იცის.

სამწუხაროდ მეტ ინფექციაზე ვერაფერს დავწერ იქიდან გამომდინარე, რომ არ მიდნა ზედმეტად დავტვირთო პოსტი, ზოგზე კი ინფორმაცია პრაქტიკულად არ გამაჩნია, რაც მთავარია მცირედ მაინც შეგექმნათ წარმოდგენა ამ საშინელებაზე.      დიდი მადლობა!

DaviDovicH

var taviseburi xasiatis mqone bichi, ver vitan usamartlobas, uzrdelobas da garyvnolobas. miyvars sayvarel adamianebtan urtiertoba, cota daleva :D da ra tqma unda ucnauri blogic.

მსგავსი ამბები

Back to top button